ქალი საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლმა პლასტიკურ ქირურგიას და გამაახლაგაზრდავებელ პროცედურებს მიმართა 2019, 4 აგვისტო, 12:29 საფრანგეთის პირველი ლედიმ 66 წლის ბრიჟიტ მაკრონმა მიუხედავად იმისა, რომ იუმორით უყურებს მას და მის მეუღლის, 41 წლის ემანუელ მაკრონის შორის ასაკობრივ სხვაობას, გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგიისთვის და გამაახალაგაზრდავებელი პროცედურებისთვის მიემართა. პრეზიდენტის მეუღლე პარიზში ელიტურ პლასტიკური ქირურგიის კლინიკას სტუმრობდა, ჯერ კონსულტაციებზე დადიოდა, ხოლო მეორე დღეს უკვე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიული ოპერაცია სამი საათის განმავლობაში მიდიოდა ნარკოზის ქვეშ, ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და უკვე მეორე დღეს მაკრონის მეუღლე კლინიკიდან გამოწერეს. ბრიჟიტ მაკრონი კლინიკიდან გამოწერისთანავე მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღით შვებულებაში გაემგზავრა, წყვილი პროვანსის რეზიდენციაში გაემგზავრა, გზად რამდენიმე ღირშესანიშნაობა დათვალიერეს, როგორც რიგითმა ტურისტებმა, შემდეგ კი უკვე სხვა რეზიდენციაში გადაინაცვლეს-ფორტე ბრეგანკონში(Fort de Bregancon)ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მომავალი მეუღლე ბრიჟიტ ტორნიე, რომელიც მასზე 25 წლით უფროსია სკოლაში ფრანგულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. 17 წლის მაკრონს შეუყვარდა საკუთარი მასწავლებელი და ცოლად მოყვანას შეპირდა. ფოტოზე:მასწავლებელი ბრიჟიტი და მოსწავლე ემანუელი-1990-იანი წლების დასაწყისი 2007 წელს ბრიჟიტ ტორნიე მეუღლეს გაშორდა და ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა თავად ბრიჟიტს 7 შვილიშვილი ჰყავს. 399 4-ს მოსწონს
|