x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
„ნანუკას შოუ“ დაიხურა - ნანუკა ჟორჟოლიანი სხვა გადაცემაზე მუშაობს

image


ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო პოპულარული თოქ-შოუ, რომელიც ყოველ ოთხშაბათს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა დაიხურა. ამ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე ადასტურებს და განმარტავს, რომ ახალი სეზონიდან შოუ ეთერში აღარ იქნება. ის ამბობს, რომ მისი გადაცემა 10 წლის გახდა და უკვე დრო დადგა მაყურებელს სიახლე შესთავაზოს.


ჟორჟოლიანი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს და ამბობს, რომ თუ არხზე მშვიდობა იქნება, მისი ახალი გადაცემის პირველი გამოშვება ტელე ეთერში 16 სექტემბერს გავა და მისი წამყვანი თავადვე იქნება.


„ჯერ ვრჩებით რუსთავი 2-ზე ვიდრე სარედაქციო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორც დღეს არის. ახალი გადაცემის ფორმატი საბოლოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. „ნანუკას შოუ" ათი წლის გახდა და ვფიქრობ, როდესაც რაღაც პროექტი ათი წლის ხდება, ასრულებს ერთ ეტაპს. მგონია, რომ მაყურებელს ახალი უნდა შევთავაზო, თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ."- უთხრა კოლეგებს ნანუკა ჟორჟოლიანმა


0
255
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0