x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
საქართველოს საელჩომ გერმანიაში უკმაყოფილება გამოთქვა გერმანულ არხზე აფხაზეთზე გასული სიუჟეტის გამო

image გერმანიაში საქართველოს საელჩომ უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიის პირველი საზოგადოებრივი არხის მიერ აფხაზეთის შესახებ გაშვებული სიუჟეტის გამო.
საელჩოს თქმით სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორია და ისტორიული რეალობა, ცალმხრივადაა გაშუქებული მასალა, რამაც საელჩოს მძაფრი პროტესტი გამოიწვია.
"მოგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება სიუჟეტთან დაკავშირებით!
სიუჟეტი სახელწოდებით "აფხაზეთი-ესაა დაშვება ბაგირზე საბჭოთა ნანგრევებზე", რომელიც გავიდა გერმანიის პირველ საზოგადოებრივ არხზე. სიუჟეტში ისტორიის და ისტორიული რეალობის დამახინჯების გამო საელჩომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა არხის ხელმძღვანელობას და უშუალოდ სიუჟეტის ავტორს.
წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც ამჟამად ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ხოლო ისტორია, რომელიც სიუჟეტში იყო გაშუქებული ყალბია და მას არაფერი აქვს ისტორიასთან და ისტორიულ რეალობასთან"-ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოს დიპლომატიური მისია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაწყვეტილი აქვს თვალი ადევნოს ინფორმაციებს საქართველოზე, რომელსაც ავრცელებს გერმანული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საჭიროებისას მიიღებს საჭირო ზომებს.
აღნიშნული სიუჟეტის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით, გერმანიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისათვის.

0
269
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
269