x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
35 წლის ქალი, რომელსაც თავისუფლების ქანდაკებასთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ამჟამად სასანთლეზეა დანიშნული
image

ამანდა ლიბერთი, 35 წლის ლონდონელი ქალბატონია, რომელსაც ე.წ. საგნოფილია სჭირს და გააჩნია განსაკუთრებული ინტიმური მიზიდულობა უსულო საგნების მიმართ.


ამანდა 14 წლის იყო, როდესაც პირველად იგრძნო მუსიკალური ინსტრუმენტის - დრამისა და მისი აღჭურვილობის მიმართ ინტიმური კავშირი. თუმცა 20 წლის ასაკში მიხვდა, რომ მისი გული ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების ქანდაკების სტატუამ დაიპყრო და გვარიც ლიბერთად (რაც თავისუფლებას ნიშნავს) გადაიკეთა.

image


თავისუფლების ქანდაკებისადმი სიყვარულის დასტურად, მან მკლავზე ამერიკის დროშის ტატუ დაიხატა.

35 წლის ქალისა და თავისუფლების ქანდაკების სიყვარული 2016 წელს დასრულდა.


2017 წელს გამოვიდა ფილმი “ურჩხული და მზეთუნახავი" ემა უოტსონის მონაწილეობით. ფილმის ყურების შემდეგ, ამანდამ ფილმში ნანახი სასანთლე ამოიჩემა. მან შექმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ათასობით თანამოაზრე ჰყავდა დამატებული და დაიწყო ნათურების, სასანთლეებისა და მსგავსი მოწყობილობების შეგროვება. ამანდამ ისიც კი განაცხადა, რომ სასანთლეებთან დაკავშირებულ ინტიმურ სიზმრებს ხედავს.

მან გადაწყვიტა ეყიდა შანდალი, რომელსაც დაარქვა ლუმიერე.

image

ამანდას თქმით, ლუმიერე მდედრობითი სქესისაა და იგი იმედოვნებს, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდება.

image

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0