x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოხუცი - ბავშვები“: ინდური ოჯახის ყველა პატარა იდუმალმა ფენომენმა მოიცვა
image


თანამდროვე მსოფლიოში გენეტიკური დაავადებები საკმაოდ ხშირია. 7, 5 მილიარდი ადამიანის კვალობაზე, საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის ადამიანი გარკვეული მუტაციით იტანჯება და ეს დაახლოებით მოსახლეობის - 0, 1% შეადგენს. თუმცა, ამ კონკრეტული ოჯახის ისტორია სხვა დანარჩენი შემთხვევებისგან რადიკალურად განსხვავდება. კუმარების ინდურ ოჯახში ერთდროულად ორივე ბავშვი, იშვიათი დაავადებით, კერძოდ კი, - პროგერიითი იტანჯება. (პროგერია ბერძნული სიტყვაა და ნაადრევად დაბერებას ნიშნავს. იგი უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც რამდენიმე სინდრომს მოიცავს, თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ: ადამიანი განსაზღვრულ ასაკში მოულოდნელად, დაბერებას (ნორმალურზე 10-ჯერ სწრაფად) იწყებს. პროგერიის დროს ადამიანი ბავშვად იბადება და რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ხანდაზმულ ასაკს აღწევს. ეს პროცესი არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანათაც მიმდინარეობს. უხეშად რომ ვთქვათ, ამ გენეტიკური დაავადების მატარებელი ადამიანი 1 წელიწადში თითქმის 20 წლით ბერდება.


image


სწორედ ეს დაემართა კუმარების ინდურ ოჯახს, სადაც ორივე ბავშვი - ანჟალი და კეშავა სამყაროს ამ სნეულებით მოევლინნენ. მიუხედავად პატარების მცირე ასაკისა, მათი კანი დღესდღეობით, უკვე მთლიანად ნაოჭებითა და ასაკობრივი ნაკეცებით არის დაფარული.


image


დასუსტებული იმუნიტეტის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, რის შემდეგაც, გამოჯანმრთელებას დიდი ხნის განმავლობაში საჭიროებენ. პროგერიამ ყველაფერთან ერთდ პატარებს ასევე, სახსრებიც დაუზიანა, რომელმაც ართრიტის უმძიმესი ფორმა გამოიწვია.

image


თუმცა, როგორც მშობლები აღნიშნავენ, ეს ვერაგი დაავადება ბავშვებისთვის მთავარ პრობლემას მაინც არ წარმოადგენს, ანჟალი და კეშავა ყველაზე მეტად იმ ფაქტს განიცდიან, რომ თავიანთი თანატოლებისგან ასე რადიკალურად განსხვავდებიან. პატარების ყოველდღიურ ყოფას ისიც ამძიმებს, რომ ბავშვები მათ გამუდმებით დასცინიან და არც ახლოს, სათამაშოთ იკარებენ. აღსანიშნავია, რომ პროგერია მკურნალობას არ ექვემდებარება და იმედი იმისა, რომ ოდესმე "მოხუცი - ბავშვები" ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებიან პრაქტიკულად არ არსებობს.



image




0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198