x
image
მაკა ნიკვაშვილი
როგორ მკურნალობდნენ ადამიანებს მე -19 საუკუნეში: 12 შოკისმომგვრელი ილუსტრაცია, გაბედავთ  მათ ნახვას?

image


მე -19 საუკუნეში ქირურგიული ჩარევა მართლაც რომ საშინლად გამოიყურებოდა, რასაც ისტორიკოსს რიჩარდ ბარნეტის ფუნდამენტური ნაშრომიდან - "ოპერატიული ჩარევა" სულისშემძვრელი ილუსტრაციებიც ადასტურებს, რომელიც მე-19 საუკუნის ქირურგიის პრაქტიკისა და პრინციპების შესახებ ერთგვარ ილუსტრირებულ ტრაქტატს წარმოადგენს. დასურათებულ სახელმძღვანელოში დეტალურად არის წარმოდგენილი თუ როგორ ტარდებოდა ვიქტორიანულ ეპოქაში ქირურგიული ოპერაციები და რა სამედიცინო ინსტრუმენტებს იყენებდნენ იმ ეპოქის ყველაზე გამოჩენილი ქირურგები.




ნახატზე "მედიცინის ნოვატორად" წოდებული ცნობილი შოტლანდიელი ქირურგის, რობერტ ლისტონის ანესთეზიის ქვეშ შესრულებული ერთ - ერთი პირველი ბრიტანული ოპერაციაა ასახული, სადაც ქირურგმა პაციენტს ფეხის ამპუტაცია დანის საშუალებით სულ რაღაც 3 წუთში ჩაუტარა


image


ქირურგიული ხერხები, დანები და მაკრატლები ძვალზე ოპერაციის ჩასატარებლად


image



ადამიანის ტვინის კვეთა


image


სიელმის ქირურგიული კორექცია



image

ქირურგიული ჩარევა ენის კიბოს დროს



image


ქვედა ყბის მოცილება (რეზექცია)



image


ხელების და ფეხების არტერიების შეკუმშვა, ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის შესამცირებლად


image



მაჯის და ხელის კუნთები


image


იღლიის ღრმულის ანატომია და მასთან მდებარე სისხლძარღვი



image


საკეისრო კვეთის ორი ტიპი


image


არტერიის ლიგირება საზარდულში ნაკერების და კაუჭის გამოყენებით და მუცლის დაჭიმვით, აორტის სისხლის ნაკადის შესამცირებლად


image


ფეხის თითების ამპუტაციის სხვადასხვა მეთოდი


image




0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
435