x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკის საელჩოს განცხადება "რუსთავი-2"-ის შესახებ

imageაშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს .


"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რუსთავი 2 ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენი მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად და უზრუნველყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სიტყვის თავისუფლების დაცვასა და მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტის შენარჩუნებაში."-ნათქვამია განცხადებაში.



0
785
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0