x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გარგარი და კურაგა – ყველაზე სასარგებლო ხილი და ჩირი (+ კურკა, ფოთოლი და ქერქი)

გარგარი ქლიავისებრთა გვარის წარმომადგენელია, ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ჩინეთია, უფრო სწორედ, ტიან–შანის რეგიონი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას სომეხი მეცნიერები არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ გარგარის სამშობლო სომხეთია. დღეს გარგარი თბილი და ზომიერი კლიმატის პირობებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხარობს.


image


გარგარი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, ნამდვილად რომ დღეგრძელია. მას შეუძლია 100 და მეტ წელსაც იცოცხლოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გარგარი საკმაოდ კომპაქტური ხე არის და გვალვასაც კარგად იტანს (აქვს გრძელი და ძლიერი ფესვები და შეუძლია წყალი გრუნტის წყლებიდანაც ამოიღოს). გარდა ამისა, მცენარეს სიცივისაც არ ეშინია და -30 გრადუსიან ყინვასაც უძლებს.

გარგარის ნაყოფი გამოიყენება როგორც ახალი ხილის, ისე ჩირის სახით. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის კონსერვებს. ხოლო, კურკის და ფოთლების გამოყენება, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება როგორც საკვებში (მაგ., ფოთლების ჩაი, ხოლო კურკა – საკონდიტრო წარმოებაში), ისე ზეთების წარმოებაში.


სასარგებლო რჩევები:


image გარგარს გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური (ორგანიზმიდან გამოჰყავს მძიმე მეტალების მარილები) მახასიათებლები. ასევე არის შარმდენი და საფაღარათე საშუალება.

imageimageმას შეუძლია ტვინის მუშაობის აქტივირება და მეხსიერების გაუმჯობესება, ახასიათებს აღდგენითი მოქმედებები. ამიტომ, გარგარი რეკომენდებულია ინტელექტუალური დატვირთების დროს და აუცილებლად უნდა იყოს სიმსივნით დაავადებული ადამიანის რაციონში. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ხილი ჩავრთოთ ბავშვის მენიუშიც, რადგან ის იმუნიტეტის სტიმულირების საშუალებაა და ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედების გარდა, ყურადღების კონცენტრაციის ზრდასაც იწვევს.

imageგარგარის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ბეტა–კაროტინის არსებობა, მას საუკეთესო დამხმარედ ხდის გლუვი და ლამაზი კანის მიღების ბრძოლის საქმეში. ეს კომპონენტი დადებითად მოქმედებს მხედველობაზეც. საკმარისია დღეში 300 გრ. გარგარი მივიღოთ და ორგანიზმის მოთხოვნილება ბეტა-კაროტინზე სრულად იქნება დაკმაყოფილებული. გარგარი აღადგენს ორგანიზმის ძალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ზრდის მისი გამძლეობის დონეს.

imageვიტამინებით მდიდარი გარგარი, რომელთა შორის, უპირველესი ასკორბინის მჟავაა, აძლიერებს იმუნიტეტს და მდგრადს ხდის ორგანიზმს ვირუსების და გაციებით გამოწვეული დაავადებებისადმი. გრიპის და ავიტამინოზისას სასარგებლოა გარგრის მიღება, როგორც ჩირის, ისე გაყინული სახით. ხოლო ხის ფოთლებით, შეიძლება ჩაის დაყენება.

imageimageთუ გაციებას თან ერთვის ხველა, შეიძლება როგორც ხილის, ისე მისი ნახარშის მიღება, რომელსაც ბრონქებიდან ლორწოს გამოყვანა შეუძლია.

imageმაღალი არტერიული წნევის დარეგულირება შეუძლია როგორც გარგარს, ისე მის ჩირს.

imageგარგარის ხის ფოთლების ნახარშს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები და შხამები გამოჰყავს. ამიტომ, გარგარის ჩაი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ქიმიურ მრეწველობაში მუშაობს ან შეხება აქვს სამღებრო-სარემონტო მასალებთან. გარდა ამისა, ის სასარგებლოა ფაღარათის დროს და შეუძლია ნაწლავებიდან ჭიების გამოდევნა.

imageრკინით და კალიუმით მდიდარ გარგარს უდიდესი სარგებლობა მოაქვს ანემიის დროს. ის ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, სისხლს საშუალებას აძლევს, რომ ქსოვილი და ორგანოები ჟანგბადით უკეთესად მოამარაგოს. ანემიის დროს, სასარგებლოა არა მარტო გარგარი, არამედ მისი ჩირი – კურაგა.

imageკურაგა, უკვე ხსენებული თვისებების გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს А ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის არაერთი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

imageსასარგებლოა კურაგა მათთვისაც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ჰიპოვიტამინოზი აქვს. ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადების დროსაც.

imageგარგარის ჩირის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, უმჯობესდება მხედველობა და 90 % მცირდება თრომბის და სიმსივნის წარმოქმნის რისკი, კანი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ხოლო თმა – სიძლიერეს და ბზინვარებას.

კურაგის დღიური ნორმა 12 წლის ზევით, 80–100 გრამია. ხოლო, ბავშვებისთვის – 5 ცალი.

imageნაყოფის, ჩირის და ფოთლების გარდა, სასარგებლოა გარგარის ხის ქერქიც. მის ნახარშს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც «პირაცეტამს» (piracetam). ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გულის კუნთებს და აყუჩებს თავის ტკივილს. გარდა ამისა, ქერქი აუმჯობესებს სისხლძარღვების ელესტიკურობის ხარისხს.


image


imageგარგარის წვენი ნაყოფთან შედარებით, ნაკლებ ბოჭკოვანას შეიცავს და ამიტომ, უფრო მარტივად ასათვისებელია, სხვა მხრივ, ის ისევე სასარგებლოა, როგორვ მთელი ნაყოფი. ის საუკეთესო საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად. ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე, რითაც შეშუპებას ახშობს და ბოლოს, წვენი ხსნის მუცილი შებერილობას, სპაზმებს და აქრობს გულძმარვას.

imageგარგარის კურკის გული მწარე არ არის და ის ბევრს უყვარს. თუმცა, უმრავლესობამ არ იცის, რომ საკვებად მისი გამოყენების შემთხვევაში, დოზირებაა საჭირო. ეს იმით არის განპირობებული, რომ მის შემადგენლობაში ამიგდალინი შედის, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში, ციანიდმჟავად გარდაიქმნება და დიდი რაოდენობით მირთმევისას, მოწამვლას იწვევს (ფაღარაი და გულისრევა). თუმცა, მცირე დოზით, ბუნებრივ და უსაფრთხო სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, ისევე როგორც გარგარის ფოთლების ნახარში, ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნის კარგი საშუალებაა. კურკის გულის დაშვებული დღიური დოზა, დღეში – არაუმეტეს 15 ცალია.

შენიშნვა: თავიდან 2-3 კურკის გულით უნდა დაიწყოთ და რაოდენობა თანდათან უნდა გაზარდოთ.

imageვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ხილი სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისთვისაც. გარდა ამისა, ის მსუბუქი საფაღარათე საშუალებაა, რაც ასე აქტუალურია ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, როდესაც ხშირია ყაბზობის შემთხვევევები.

imageძუძუთი კვების დროს, გარგარის მირთმევა შეიძლება, თუ ეს ნეგატიურად არ მოქმედებს ჩვილის ჯანმრთელობაზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ყაბზობა აწუხებს, გარგარი დაეხმარება და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოუგვარებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხილი, ჩვილების შემთხვევაში, შეიძლება ჭვალის მიზეზიც გახდეს, ხოლო შაქრის მაღალი შემცველობის გამო, დიათეზი გამოიწვიოს.


image


გარგრის კვებითი ღირებულება, ყოველ 100 გრ-ზე – 48 კკალორიაა, ხოლო ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობა – 11/3/86 % –ია.

გარგალი შეიცავს შაქარს, სახამებელს, სხვადასხვა სახის მჟავებს (ვაშლის, ღვინის, ლიმონის), მინერალებს (იოდი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, რკინა...) და ვიტამინებას (А, Е, Н, Р, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს).

გარგარი ყველაზე დიდი რაოდენობით კალიუმს (K) შეიცავს და მას, ამ მინერალის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ჩემპიონი ვუწოდოთ. მაგრამ, მასზე მეტ კალიუმს კურაგა შეიცავს (100 გრ. გარგარში კალიუმის რაოდენობა 259 მგ-ია, იგივე რაოდენობის კურაგაში კი – 1717 მგ.).

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარგარი მივირთვათ ახალი ხილის სახით, ხოლო ზამთარში, – კურაგა უნდა ჩავრთოთ ჩვენს რაციონში.


უკუჩვენება:


imageმიუხედავად იმისა, რომ გარგარი დაბალკალორიული ხილია, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო, მისი ჩართვა დიეტური პროდუქტების სიაში არ შეიძლება. შესაბანისად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს ან ჭარბი წონა აწუხებს, თავი უნდა შეიკავონ მისი დიდი რაოდენობით მოხმარებისგან.

imageალერგიის საუკუნეში, ისევე როგორც ნებისმიერმა მცენარეულმა პროდუქტმა, გარგალმა, შეიძლება, ალერგია გამოიწვიოს: მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, გამონაყარი კანზე.

image

როგორც აღვნიშნეთ, გარგარი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მაგრამ მისი მოხმარება არ შეიძლება გასტრიტის, წყლულის და ჯუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს, რადგან ნაყოფი დიდი რაოდენობის მჟავებს შეიცავს, რომელიც დაზიანებული ქსოვილების გაღიზიანებას იწვევს.

imageიმის გამო, რომ გარგარი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ასუსტებს გულის ცემის რიტმს, ამ ხილის დიდი რაოდენობით მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ არტერიული ჰიპოტონიის და გულის დაბალი რიტმის მქონე ადამიანებმა.

imageმჟავების მაღალი შემცველობის გამო, გარგრის ნაყოფის და წვენის მიღება მშიერ კუჭზე არ შეიძლება.

imageზიანის მოტანა შეუძლია დიდი რაოდენობით ხილის მირთმევას. დღიური ნორმა დიდებისთვის – 20, ხოლო ბავშვებისთვის – 10 ცალია.

imageimageimageimageimageimageimage












0
192
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0