x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

ცნობილ ონკოლოგს, ვიშალ რაოს ისეთი პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც სიგარეტს და სპირტიან სასმელს საერთოდ არ ეკარებოდნენ, ვარჯიშობდნენ და მავნე საკვებს (ჩიფსები, ბურგერები და ა. შ.) ერიდებოდნენ, მაგრამ სიმსივნით მაინც დაავადდნენ.

სწორედ ასეთ პაციენტებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად კითხვა: «რატომ მე?»...


image


როგორ იწყება სიმსივნე


სიმსივნის უჯრედები – იგივე ჯანმრთელი უჯრედებია, ოღონდ გარდაქმნილი სახით. ყოველდღიურად, ადამიანის ორგანიზმში «წუდანდებული» უჯრედები ჩნდება. თუმცა, მათ იმუნური სისტემა ანადგურებს სპეციალური, ქილერი უჯრედების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ იმუნური სისტემა შესუსტებულია და რამდენიმე უჯრედი განადგურებას გადაურჩა, სწორედ იმ უჯრედებიდან ხდება მომავალში სიმსივნის განვითარება. მას ფაქტიურად, ორგანიზმში ნებისმიერი ქსოვილის დაზიანება შეუძლია და ადამიანის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ის არის, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგოს საკუთარი დაავადების შესახებ.

ახლა კი, რაც შეეხება ზემოთ დასმულ კითხვას: საქმე იმაშია, რომ დაავადების გამომწვევი კანცეროგენული ნივთიერებები მხოლოდ სიგარეტის კვამლში არ არის. მას საკვებიც შეიცავს, რომელიც, ერთი შეხედვით, საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება.

ექიმმა რაომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და «ჯანსაღ» პროდუქტებზე თავისი აზრი გამოთქვა. მან ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი დაასახელა:


I. დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველი პროდუქტები. ჩვეულებრივ, პესტიციდებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწერებისგან დასაცავად იყენებენ ფერმერები. შეიძლება, ცალკე აღებულ პროდუქტში, შხამ-ქიმიკატების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყოს და ადამიანი მაშინვე არ მოიწამლოს, მაგრამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ილექება და ბოლოს სიმსივნის სახით ვლინდება.


II. პროდუქტი კონსერვანტებით, რომლებიც მის ხანგრძლივი დროით შენახვას და ვარგისიანობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით სახიფათოა სინთეტიკური კონსერვანტები. მაგ., ნატრიუმის ბენზოატმა და ნატრიუმის ნიტრიტმა, შეიძლება, კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს.


III. სიმსივნეს გამოწვევა შეუძლია პროდუქტებს, რომლებიც საკვებ საღებავებს შეიცავს. მაგ., კოკა-კოლა რეალურად მწვანე ფერის არის და მხოლოდ წითელი საღებავის დამატების შემდეგ ხდება მუქი კარამელისფერი.

ამჟამად, კვების მრეწველობაში, ძირითადად, Red 40, Blue 1 და Yellow 5 საღებავებს იყენებენ, რაც პროდუქტს ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდის.


IV. ქუჩაში ნაყიდი საკვები ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არაჰიგიენურ გარემოში მზადდება.

გარდა ამისა, ასეთ საკვებზე ავტომობილების გამონაბოლქვები, მძიმე მეტალები და ატმოსფეროში არსებული სხვა მავნე ნივთიერებებიც ილექება.


V. ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტების სიაში მოხვდა კალციუმის კარბიდის შემცველი პროდუქტებიც. აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ხილის და ბოსტნეულის სწრაფად დამწიფებისთვის გამოიყენება. ითვლება რომ, ეს ნივთიერება ძალიან ტოქსიკური და მეტისმეტად სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის.


და კიდევ ერთი მიზეზი, რაც არანაკლებ სახიფათოა, არის ჭურჭელი, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად ვიყენებთ. სასარგებლო დიეტამაც კი, შეიძლია ზიანი მოგვიტანოს, თუ ქვაბი და ტაფა, ჩვენს სამზარეულოში, ტოქსიკურია. გაგრძელება >>>


გამოდის რომ, მხოლოდ სიგარეტი არ შეიცავს მომაკვდინებელ კარცეროგენებს. ჩვენი ორგანიზმისთვის ხილი და ბოსტნეულიც სახიფათო არის, რომ არაფერი ვთქვათ ნახევარფაბრიკატებზე და «ფასტ-ფუდებზე».


საკვები პროდუქტების და ჭურჭლის გარდა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა კბილის პასტასაც შეუძლია. ნატურალური კბილის პასტის შემადგენლობაში, რომელიც ამ ბოლო დროს, განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობა, რეალურად, ნატურალური მხოლოდ 0, 001 პროცენტით არის, – დანარჩენი კი ქიმიური ნივთიერებებია. გაგრძელება >>>

გამოსავალი რაშია? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის მწარმოებელ ორგანიზაციას, მის რეპუტაციას. პროდუქტი პატარა საფერმერო მეურნეობების მეპატრონეებისგან უნდა შევიძინოთ, ან თავად მოვიყვანოთ ის.

და კიდევ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, პროდუქტების შეძენისას, შეფუთვაზე მოცემული შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და საკვებ დანამატებს.

imageimageimageimageimageimageimage

0
431
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0