x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95641
  • ვიდეო:343108
  • სურათი:457599
"უცებ ყველამ დაგუგლა როგორი იყო საქართველო და აღფრთოვანებულები მიყურებდნენ" - გერმანიში მცხოვრები გოგონას ისტორია

კამპანიის Spend your summer in Georgia ფარგლებში, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები ხშირად გვიზიარებენ თავიანთ თავგადასავალს საქართველოში ტურისტად მათი რჩევით ჩამოსული უცხოელების შესახებ. აი, ერთ-ერთი მათგანი:

image

" მოგესალმებით ყველას, დღეს ოსეთი ემოციეური დღე მქონდა აუცილებლად უნდა მოგიყვეთ . წლებია გერმანიაში ვცხოვრობ, ერთ - ერთ კოსმეტიკურ სალონში ვმუშაობ და როგორც კი შანსი მომეცემა ხოლმე კლიენტებთან ვაქებ და ვადიდებ საქართველოს, ვურჩევ საქართველოში შვებულების გატარებას, ხოდა დღეს რას ვხედავ: ჩემი ერთი კლიენტი მოვიდა, ვიზიტზე იყო ჩაწერილი და gamarjoba ძლივს კილოთი მითხრა. გაკვირვებული გავხედე, ხელში ეს პარკი ეჭირა და მითხრა (ზუსტად სიტყვა -იტყვით გადავთარგმნი):


საყვარელო ლიკა, მინდა უდიდესი მადლობა გითხრა, რომ ესეთი წარმოუდგენლად ლამაზი ქვეყნის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცი, მე და ჩემი ოჯახი ერთი თვით ვიყავით საქართველოში და წამოსვლა აღარ გვინდოდა. ვნახეთ ზღვა, მთა, კანიონები, ჩანჩქერები. ეს რა ქვეყანა გქონიაო, გუშინ დავბრუნდით georgiaze, kachapurze da xinkalze (გერმანული კილოთი ) შეყვერებულებიო . თავი სიზმარში მეგონაო .ეს ჩამოგიტანეო თქვენი კულტურის ერთ-ერთი ნაწილიო" და ბოლოს ამ სიტყვებით დაამთავრა: " მე აუციელებლად დავბრუნდები იქო" .
მე ასე 10 წამი გავშეშდი ხმა ვერ ამოვიღე, იმის თქმა მოვახერხე, მე ვამაყობ რომ საქართველოდან ვარ-მეთქი და ისეთი ტირილი ამიტყდა 1 საათი ვერ დავწყნარდი. ამის მომსწრე როგში მყოფი სხვა კლიენტებიც მოესწრნენ და წავიდა გამოკითხვები. უცებ ყველამ დაგუგლა როგორი იყო საქართველო და აღფრთოვანებულები მიყურებდნენ.
ახლა მჭირდება მჭადის ფქვილი და კარგ იმერულ ფელამუშსაც გავაკეთებimage

0
412
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0