x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95641
  • ვიდეო:343108
  • სურათი:457599
ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!

ლუდს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია - გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თვისებები, ამცირებს კარდიოვასკულარულ დაავადებებს, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, ახდენს დემენციისა და კორონალური დაავადების პრევენციას, ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, გააჩნია სიბერის საწინააღმდეგო თვისებები, ასევე, პროფილაქტიკური და სამკურნალო თვალსაზრისით მისი მიღება შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის, ნაღვლის ბუშტის კენჭების, თირმელების, ოსტეოპოროზისა და ჰიპერტონიის დროს. ამასთან, არაჩვეულებრივად ხსნის სტრესს და კარგი შარდმდენი საშუალებაა.


ლუდი ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში განსაზღვრულ საკვებთან ერთად მიირთმევენ. იგი შეიცავს უფრო მეტ პროტეინს და ვიტამინი B, ვიდრე ღვინო, თუმცა, ანტიოქსიდანტების შემცველობა ორივე სასმელში ერთნაირადაა წარმოდგენილი. ლუდის შემადგენელ ძირითად ნედლეულს სვია წარმოადგენს – ფლავონოიდების მდიდარი წყარო, რომელიც ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტია.


ლუდი განსაზღვრული მინერალების ძალიან კარგი წყაროა, რაც არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. თუ მას ზომიერების ფარგლებში მიიღებთ (ერთი კათხა დღეში), დარწმუნებული იყავით, რომ ეს არაჩვეულებრივი სასმელი დიდ წვლილს შეიტანს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაში.


image


ლუდის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სასმელის ღირებულებები და მისი სამკურნალო ეფექტი იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ ზომიერების ფარგლებში მოხდება მისი მოხმარება. კონკრეტულად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა სახის პრობლემების პრევენციასა და გადაჭრაში ეხმარება, ქვემოთ მოგახსენებთ:


კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თვისებები: ფლავონოიდური ნაერთი Xanthohumol აღმოჩენილია სვიაში, რომელსაც ძირითადად ლუდის ხარშვისას იყენებენ. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ის დიდ როლს თამაშობს სიმსივნის პროფილაქტიკის საქმეში, მათ შორის პროსტატის კიბოს პრევენციისას. ბიო მედიცინის თანახმად, ლუდი პოლიფენოლების ( აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას) კარგი წყაროა. ამ სასმელის სიმსივნესთან ბრძოლის ეფექტურობა დადასტურებულია, ისევე როგორც წითელი ღვინის.


ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს: ლუდი შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც იცავს გულს დაავადებებისგან, ხელს უშლი რა სისხლში ჰომოცისტეინის დონის ზრდას. მას გააჩნია სისხლის გამათხელებელი ეფექტი და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რომელიც კორონარული არტერიების ბლოკირებას იწვევს. ლუდის გონივრული მოხმარება ამცირებს ანთების რისკებს, რაც ათეროსკლეროზის (არტერიის კედლები სქელდება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება) ძირეული მიზეზია.


image


ზრდის ძვლის სიმკვრივეს: კვლევების თანახმად, სასმელის ნორმის ფარგლებში მიღება ზრდის ძვლის სიმკვრივეს, შესაბამისად, ხელს უშლის მოტეხილობებისა და ოსტეოპოროზის რისკის განვითარებას.


ებრძვის დიაბეტს: მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე, დადგინდა, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს.


ანემიის პრევენცია: ლუდი ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12 კარგი წყაროა, რომლის დეფიციტმაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. ვიტამინი B12 ასევე უმნიშვნელოვანესია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერებისა და კონცენტრაციის ხელშეწყობისთვის.


სიბერესთან ბრძოლის თვისებები: ლუდი ზრდის ვტამინ E პოტენციასა და გავლენას, რომელიც ორგანიზმში ძირითადი ანტიოქსიდანტია – მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელი კანის ხელშეწყობის პროცესში და ამასთან, ანელებს სიბერის პროცესს.


ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში: რეგულარულად ზომიერი რაოდენობის ლუდის მიღება გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე და ამცირებს ნაღვლის კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კენჭების განვითარების რისკის შემცირებას.


დემენციის და კორონარული დაავადების პრევენცია: ლუდის მოხმარება ასევე ზრდის "კარგი ქოლესტერინის" დონეს 10 - 20 %, ამგვარად, მცირდება დემენციისა და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი.


ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას: კვლევების თანახმად დადგინდა ლუდის პოზიტიური თვისებები საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გასტრინის, კუჭის მჟავას, ქოლეცისტოკინინისა და პანკრეასის ფერმენტების სტიმულირების პროცესს.


image


ებრძვის თირკმელებში ქვების განვითარებას და ოსტეოპოროზს: როგორც აღმოჩნდა, ლუდში მაღალია კალიუმის შემცველობა, ხოლო ნატრიუმის – დაბალი. ეს სასმელი მაგნიუმის მდიდარი წყაროა, რის შედეგადაც თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი მცირდება. ამასთან, ლუდი შეიცავს სილიკონს, რომელსაც ორგანიზმი ითვისებს – სწორედ ამით აიხსნება მისი დამცავი ეფექტი ოსტეოპოროზის წინააღმდეგ.


ხსნის სტრესს: ისევე როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელები, ლუდი ხსნის სტრესს და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.


აქვს შარდმდენი ეფექტი: ლუდი მოქმედებს როგორც კარგი შარდმდენი საშუალება, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.


ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს: ხსნადი ბოჭკოების მდიდარი წყაროა, რომელიც ზოგადად ხელს უწყობს ჯანმრთელობას – სარგებლობა მოაქვს გულისთვის და ამასთან, ასუფთავებს კუჭ ნაწლავის ტრაქტს. სასმელის ნორმის ფარგლებში მიღება გავლენას არ ახდენს სხეულის წონაზე.


image


გაფრთხილება:


გახსოვდეთ, რომ ლუდის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და სრულიად ანეიტრალებს მის სამკურნალო ღირებულებებს!

დაიცავით ყველაფერში ზომიერება და იყავით ჯანმრთელები!


ასევე დაგაინტერესებთ:


დიეტოლოგის 20 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


გსურთ ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან? მაშინ მიიღეთ ეს 9 სასარგებლო და გემრიელი სასმელი


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


ფილტვების გაწმენდა მარტივად და ეფექტურად 3 დღეში. ის, რაც ყველა მწეველმა უნდა იცოდეს!


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

1
580
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
580
  
9 ივლისი, 16:13
როგორც ყოველთვის საინტერესო და ინფორმატიული.
ისე ლუდის დახმარებით უზუსტესად დგინდება გარკვეული სახეობის ვენერიული დაავადება, ღმერთმა ყველას აშოროს და...
0 1 1