x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508590
რუსეთში ეპიდემიასავით გავრცელდა ფლეშმობი-მეტროპოლიტენში ჩასვლა და მგზავრობა ფეხსაცმლის გარეშე

image რუსეთში კანონითაა აკრძალული მოსაცდელ დარბაზში და მეტროს ვაგონში ადამიანის ყოფნა, რომელიც იქნება ფეხსაცმლის გარეშე.
ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით მოსკოვში და რუსეთის ძალიან ბევრ ქალაქში ახალგაზრდა გოგონებმა და ქალებმა წამოიწყეს ფლეშმობი "barefooting", რაც თარგმანში-ფეხსაცმლის გარეშე სიარულს ნიშნავს.
ფლეშმობი სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთში, მეტროში ფეხშიშველად მგზავრობის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ფლეშმობის მიმდევრები შეგნებულად არღვევენ კანონს, რომელიც მეტროპოლიტენში ფეხსაცმლის გარეშე გადაადგილებას კრძალავს.
პოლიციაც კანონის შესაბამისად ამოქმედდა და ფეხშიშველ მოქალაქეებს ან არ უშვებს მეტროში ან აიძულებს ჩაიცვან ფეხსაცმელი, თუმცა პოლიციელების მოქმედება ჯერჯერობით დიდად ეფექტური არაა, რადგან მეტროს ათობით ათასი მგზავრი იყენებს გადასაადგილებლად და სადგურების მორიგე პოლიციელები ფიზიკურად ვერ შესძლებენ ამხელა მასის გაკონტროლებას.
მოძრაობის ინიციატორი-ბლოგერი პოლინა სმერჩია, რომელმაც გადაწყვიტა გაეერთიანებინა ფეხსაცმლის გარეშე სიარულის მოყვარულები.
ბლოგერ გოგონას არ ეშინია რაიმე სახის დაავადება "აიკიდოს", ის თვლის, რომ კარების სახელურებზე და სავაჭრო ჯიხურებში მეტი სოკო და მიკრობებია ვიდრე იატაკზე, რასაც ჩემის მხრივ ვერ დავეთანხმები.
სხვა თუ არაფერი შესაძლებელია ფეხი გაიჭრას ადამიანმა და ინფექცია შეიჭრას სისხლის მეშვეობით ორგანიზმში.
უნდა ითქვას, რომ ფლეშმობის ძირითადი მიმდევრები ჯერჯერობით სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან.
" ეს მორიგი ფლეშმობია, რომელიც ისეთივე მოკლევადიანი იქნება, როგორიც სხვა იყო.
ზაფხულის ბოლოს ეს ფლეშმობი უკვე არავის ეხსომება. მეტროს ესკალატორზე მგზავრობა ქუსლიანი ფეხსაცმლითაც საფრთხილოა, ფეხსაცმლის გარეშე მით უფრო სახიფათოა, რადგან ტრავმის ალბათობა მეტია.
გარდა ამისა ინჟინრული ტექნოლოგიების დაცვის მიუხედავად, მეტროპოლიტენის ვაგონებში მაინცაა "მოხეტიალე" დენი, რომელსაც შეუძლია გარკვეული საფრთხე შეუქმნას გარგვეული კატეგორიის ადამიანებს, თუნდაც ორსულებს ან გულით ავადმყოფებს"-ასეთი კომენტარი გააკეთეს ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენის პრეს-სამსახურში.
imageimageimageimageimageimageimage







0
212
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212