მუსიკა "როცა ოკუპაციას აპროტესტებ, სხვისი საკუთრება არ უნდა მიიტაცო" - ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს 2019, 3 ივლისი, 21:09 მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გაჟღერებას ეწინააღმდეგება და სხვა მუსიკოსების შემოქმედებასთან ერთად, საპროტესტო აქციებზე ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას "სირცხვილად" აფასებს, ქეთათო პოპიაშვილმა საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე, აქციის ორგანიზატორების მხრიდან საავტორო უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის ამ პოსტს საზოგადოების მხრიდან უდიდესი კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მან პოსტი დაუყონებლივ წაშალა. თქვენ კი მის ამ საგანგებო ფეისბუქმიმართვას უცვლელად გთავაზობთ.108 შეფასება არ არის |