x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"გაგიჟდი იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი"- ჯეკ კერუაკის 29 რჩევა მხოლოდ არამოსაწყენი ადამიანებისათვის
image


***
"გავჩუმდი. უცებ ძალიან შემეცოდა ადამიანები, განურჩევლად ყველა – გაცრეცილი სახეებით, განაწყენებული პირებით, ნაძალადევი მხიარულებით, წვრილმანი სიბილწეებით, დიდი დანაკარგებით, იმ უაზრო და მოსაწყენი ოხუნჯობებით, წამის შემდეგ რომ არავის ახსოვს. რა საჭიროა ეს ყველაფერი? ვიცოდი, რომ გარშემო ყველაფერს მოედო სიჩუმის ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სიჩუმეა. ხომ შეიძლება, ერთხელაც გაგვეღვიძოს და მივხვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ესა და ეს გვეგონა, ესა და ეს არ არის..."

...
ჯეკ კერუაკი
დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული.

მისი შემოქმედება საზოგადოებრივი პირობითობების დამსხვრევისა და სიცოცხლის აზრის პოვნის სურვილს ასახავს. ძიების პროცესში კერუაკი უარს არ ამბობს მოხეტიალე ცხოვრებასა და ნარკოტიკებზე.


მისი წიგნები ხშირად შეფასებულია, როგორც 1960 იანი წლების კონტრკულტური კატალიზატორი.

image

***
"მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა რომ მიიღოს.

ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ.

...მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით ... და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ"...

....


ჯეკ კერუაკის 29 რჩევა


1. აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;

2. იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;

3. შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;

4. იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;

5. ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;

6. იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;

7. გაგიჟდი იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;

8. დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;

9. გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;

10. დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;

11. მიენდე გულიდან ამომავალ შეგრძნებებს;

12. გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;

13. თავი დააღწიე გრამატიკულ და სინტაქსურ შეზღუდვებს;

14. როგორც პრუსტი, იყავი შენი დროის დაბოლილი ადამიანი;

15. შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;

16. მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;

17. შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;

18. იცურავე სიტყვების ზღვაში;

19. შეეგუე "ცხოვრებისეული უიღბლო"ს ტიტულს;

20. ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;

21. იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;

22. წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;

23. თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;

24. არასოდეს შეგრცხვეს ან იამაყო საკუთარი გამოცდილებით, ცოდნითა და მეტყველებით;

25. წერე იმისთვის, რომ მსოფლიომ წაიკითხოს და აღიქვას შენ მიერ დახატული სურათი;

26. იმისათვის, რომ სრულად გადმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;

27. შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;

28. გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;

29. მიწიერი სცენების შემოქმედები, არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.

image

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0