x
"რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული ზომები ემოციურ გადაწყვეტილებებს ჰგავს და ჩემი აზრით, არაგონივრულია"

image

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს ვესაუბრეთ:

- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუზე თანხმობისთვის. ჩემი პირველი შეკითხვა ზოგადი ხასიათის იქნება: რას იტყოდით თბილისში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც საერთაშორისო მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია?
- საქართველოში საქმე გვაქვს მთელ რიგ სერიოზულ და რთულ საკითხებთან. უცხოეთის საელჩოები მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ დეტალებზე მსჯელობისას ყველა ინდივიდუალური საკითხი, მისი მიზეზები და შესაძლო შედეგები ცალ-ცალკე უნდა შევაფასოთ და ამ შეფასებისას
ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

- დავიწყოთ თბილისში ბოლოს განვითარებული მოვლენებით, რომელიც მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უკავშირდება. რუსეთი ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რადგან, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ შეძლეს მათი დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქართული საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებს, როგორც თავად აღნიშნავენ, უხერხული შეცდომის დაშვების გამო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია არეულობები თბილისში?
- ვფიქრობ, ეს იყო მოვლენები და მათი განვითარება, რომელიც არავის მიერ არ ყოფილა დაგეგმილი და ეს არავისთვის არ არის კარგი. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით.

- ასეთ ვითარებაში რა იქნება თქვენი რჩევა ქართველებისთვის, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში ყოველ საღამოს აქციები იმართება...

- ძალიან მიხარია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრაციები ძალადობრივი არ ყოფილა. წინა ხუთშაბათის ღამეს ვნახე დემონსტრაციაზე ძალადობის მაგალითები, მაგრამ ამის შემდეგ ვითარება დამშვიდდა და აქციებმა მიიღო ნამდვილი დემონსტრაციების სახე, სადაც ხალხი გამოხატავს საკუთარ განცდებსა და მოთხოვნებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვიქცეთ ამ ვითარებაში: არ უნდა შეიცვალოს ის, რაც ყოველთვის ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს, როგორც ერს, ხალხს რუსების მიმართ, იქნებიან ეს რუსი ვიზიტორები თუ სტუმრები. ასევე როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსული კულტურის, მაგალითად ფილმების, წიგნების, ლიტერატურის მიმართ. ქართველები ნათელ ზღვარს ავლებენ რუსებსა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას შორის. ეს პოლიტიკა არასწორია, როცა საქმე ეხება მეზობლებთან ან საქართველოსგან მოწყვეტილ ტერიტორიებთან ურთიერთობას.

- ფილმებზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ ქართულმა კინოთეატრებმა შეაჩერეს ფილმების ჩვენება რუსულ ენაზე. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?
- ვშიშობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება არასწორად იქნეს ინტერპრეტირებული რუსული მედიისა და რუსული პროპაგანდის მიერ, როგორც რუსული კულტურის აკრძალვა საქართველოში. მაგალითისთვის, რუსებმა შეიძლება ერთმანეთს უთხრან, რომ ქართველებმა აკრძალეს ისეთი ფილმები, როგორიც არის "მიმინო" და მათი ყურება აღარ სურთ. ასე შეიძლება მოხდეს ამ ნაბიჯის არასწორად აღქმა. კარგი იქნებოდა მოგვეცადა და გადაწყვეტილებები ცოტა გვიან მიგვეღო. იხილეთ სრულად და ნახეთ ვიდეო
0
33
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0