x
რა მიიღეს კავკასიის ქვეყნებმა მერკელის სტუმრობით?

image

ანგელა მერკელის მიერ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის შეფასება დღეს ბევრად უფრო ადვილია. სამივე ქვეყნის მონახულების შემდეგ სურათი ბევრად უფრო ნათელია და დასკვნების გაკეთებაც შესაძლებელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.
დავიწყოთ ყველაზე სკანდალური ხმებით, რომელიც კავკასიაში მიგრანტების ჩამოსახლებას შეეხებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებაც კი არ გაკეთებულა გერმანიის კანცლერის მხრიდან. კავკასიაში მიგრანტების გადანაწილების გეგმა რომ არსებობდეს და ამ გეგმის განხორციელება იყოს მისაღები, მაშინ მერკელი ორ სიტყვას მაინც იტყოდა თუ სამივე არა, ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც. მიზეზებზე, თუ რატომ არის კავკასიაში მიგრანტების განაწილება რთული, წინა ბლოგშიც აღვნიშნეთ და აქაც მოკლედ ვიტყვით, რომ ეს რეგიონი ვერ შეძლებს მიგრანტების ნაკადის მიღებას არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო. მიგრანტების მიღებისთვის აუცილებელი იქნება მუშაობა მათი ინტეგრაციისთვის, ეს კი ისეთ
ქვეყანასაც უჭირს, როგორიც არის, მაგალითად, გერმანია. მიგრანტების ნაკადის კავკასიისკენ გამოშვება პოლიტიკურ არეულობასაც გამოიწვევს ამ ქვეყნებში, ეს კი ევროპის და მით უმეტეს გერმანიის ინტერესებში არ შედის.
განსჯის საგანი გახდა ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართების სიტყვა "ოკუპაციის" ხსენება-არხსენების საკითხი. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონფერენციაზე ეს სიტყვა არ გამოიყენა და მის ნაცვლად "უსამართლობა" იხმარა. შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას სიტყვა "ოკუპაცია" პრაქტიკულად ძალით ათქმევინეს. რაზე მიანიშნებს ის, რომ მან ეს სიტყვა არ გამოიყენა? - ჩემი აზრით, იმაზე, რომ გერმანიას საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებში საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობების გართულება არ შედის არც ქმედებებით, არც სიტყვიერი განცხადებებით. მერკელს ამ სიტყვის გამოყენება რომ სდომებოდა, ნამდვილად ვერავინ დაასწრებდა. როგორც ჩანს, თუ ევროკავშირის ინტერესები შეცვლილია მთელი რიგი საკითხების, მათ შორის რუსეთისა და საქართველოს მიმართაც. განაგრძეთ კითხვა
0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0