x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92669
  • ვიდეო:341598
  • სურათი:454675
დასახელდა 10 ქვეყანა,სადაც მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ

image

დასახელდა 10 ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სადაც შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში თავი შეაფაროთ.

ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში დაძაბული ვითარებაა, აშშ-ს ერთბაშად აზიის რამდენიმე ქვეყანასთან აქვს გამწვავებული ურთიერთობა, მათ შორისაა უპირველეს ყოვლისა ირანი, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, ამ ფონზე ბრიტანულმა გამოცემა Daily Express -მა დაასახელა ის ქვეყნები, სადაც შესაძლებელი იქნება თავი შეაფაროთ გლობალური კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რეიტინგის შედგენისიას უამრავი ფაქტორი იქნა გამოყენებული(გეოგრაფიული მდგომარეობა, ნეიტრალიტეტი, ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, საგარეო პოლიტიკა, რესურსები და ა.შ.)

ყველაზე უსაფრთხო ადგილად დასახელდა ფიჯი, ეს კუნძულოვანი სახელმწიფო დიდი მანძილითაა მოშორებულია ცხელ წერტილებს და არც იმ რესურსებით გამოირჩევა, რომ რომელიმე კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფო დაინტერესდეს.

შემდეგ ქვეყნად დასახელდა ირლანდია-ეს ქვეყანა არ არის ნატოს წევრი და უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალიტეტს, მალტამ მესამე ადგილი დაიკავა, ექსპერტების აზრით ეს ტურისტული ქვეყანა ბევრად უფრო დაცულია კონფლიქტებისაგან.


გეოგრაფიული მდებარეობის და ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით პირველ ხუთეულში მოხვდნენ ჩილე და ბუტანი.



ექსპერტების აზრით, როგორც მეორე მსოფლიო ომში, მესამე მსოფლიო ომიც არ შეეხება ნეიტრალურ შვეიცარიას, შემდეგია ევროპის უკიდურეს ჩრდილეთით მდებარე წყნარი ქვეყანა-ისლანდია.



მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია ნატოს წევრია(სინამდვილეში დიდად არ იწუხებს თავს და კონფლიქტებს მაქსიმალურად ერიდება)რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავა, შემდეგია იქვე მეზობლად, სახელმწიფო წყნარ ოკეანეში ტუვალუ(ყოფილი ელისის კუნძულები).პირველ ათეულს ასრულებს დანია, ეს ქვეყანაც ნატოს წევრია, თუმცა უსაფრთხოდ ჩათვალეს, იმის გამო, რომ ფლობს გრენლანდიის მიწებს.

image

ასევე სპეციალისტებმა დაასახელეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ეს ქვეყანა არის ბრაზილია.



0
1190
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0