x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეცდომით ნათარგმნი "გამონათქვამები", რომლებსაც დღემდე შეცდომით ვიყენებთ და არ დავფიქრებულვართ ამაზე
სწორი თარგმანი რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, დაშვებული შეცდომები ცხადყოფს ფაქტს. თარჯიმანის ნიჭი მხოლოდ უცხო ენის ცოდნით როდი შემოიფარგლება, საჭიროა ასევე, რომ მან იცოდეს გარკვეული ქვეყნის კულტურა და მოახდინოს დეტალების ანალიზი. ერთი შეხედვით მცირე შეცდომა, ხანდახან სერიოზულ და ტრაგიკულ შედეგებს იწვევს, რადგან ტრანსკრიპციის უზუსტობები ცვლის მთლიანი მოვლენების მიმდინარეობებს.


image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მთარგმნელების მიერ დაშვებულ ფატალურ შეცდომებს, რის გამოც ბევრი რამ დღემდე დამახინჯებულად ვიცით.



1. "დაეტიე შენს თეფშზე". რამდენჯერ გვითქვამს ეს გამონათქვამი გარკვეული სიტუაციების დროს და ისიც არ ვიცოდით სათავე საიდან აიღო და საერთოდაც, ის დამახინჯებულად გვითარგმნეს. XVIII-ე საუკუნეში ეს წინადადება რუსმა არისტოკრატებმა ფრანგულიდან არასწორად თარგმნეს. სინამდვილეში, ფრანგულად ასე გამოიყურება "ne pas être dans son assiette", და ითარგმნება როგორც უხილავ, არასრულფასოვან მდგომარეობაში ყოფნა. საქმე იმაშია, რომ სიტყვა assiette-ს აქვს ორი მნიშვნელობა - თეფში და სხეულის მდგომარეობა, როდესაც ცხენზეა ამხედრებული. საზოგადოებას იმდენად მოეწონა უზუსტო თარგმანი (თუმცა არ იცოდნენ, რომ ის უზუსტო იყო), რომ მალევე აიტაცა და დღემდე იყენებენ ამ გამონათქვამს.


image





2. "ევა ადამის ნეკნისგან შეიქმნა". ბევრმა დღემდე ასე იცის, რომ ევა მართლაც ადამის ნეკნისგან შექმნა ღმერთმა. არ დაფიქრებულხართ თუ რატომ მაინცდამაინც ნეკნისგან? ეს მცდარი ცნება სხვა არაფერია, თუ არა თარჯიმანის შეცდომა. tsela ებრაული სიტყვაა და მასაც ორი მნიშვნელობა გააჩნია - "ნეკნი" და "გამოსახულება". ამიტომ, უნდა ყოფილიყო ნათარგმნი, რომ ღრმერთმა ევა შექმნა ადამის გამოსახულების მიხედვით.

image






3. "აქლემი უფრო მალე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში" - ეს წინადადება ბიბლიაში ორჯერ გვხვდება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ჰიპერბოლაა (სიტყვა ჰიპერბოლა ბერძნული წარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს), ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნემსის ყუნწად მოიხსენიება იერუსალიმის ვიწრო კარიბჭე.


სინამდვილეში, პოეტმა დაუშვა შეცდომა, მას სიტყვა kamelos-ი, რაც აქლემს ნიშნავს, აერია სიტყვა kamilos-ში, რაც ბაწარს, თოკს ნიშნავს. ამიტომ, ზუსტი თარგმანი ასეთია - "თოკს უფრო მარტივად გაუყრი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში".

image





სიტყვა, რომელიც 71 მილიონი $ დაჯდა - 1980 წელს, ესპანელი, ვინმე ვილი რამირესი მოხვდა ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში. პაცინეტი მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმის გამო, რომ ოჯახმა არ იცოდა ინგლისური ენა, ექიმებს ვერ აუხსნეს რა მოხდა. რამირესი საკვებით იყო მოწამლული. კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა იცოდა ესპანური და გადათარგმნა ინგლისურად სიტყვა მოწამვლა, როგორც intoxicated, რაც ინგლისურად მართლა მოწამლულს ნიშნავს, ოღონდ გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ალკოჰოლით ან ნარკოტიკებისა და მედიკამენტების ჭარბი დოზით იწამლება.


არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ ექიმები, რის გამოც რამირესის მდგომარეობა გართულდა და ამან გამოიწვია კიდურების დამბლა. როდესაც გაირკვა ყველაფერი, კლინიკას მოუხდა რამირესის ოჯახისთვის 71 მილიონი $-ის გადარიცხვა კომპენსაციის სახით.



P.S. ასეთი ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს ერთი არასწორი სიტყვა. თქვენ თუ გახსენდებათ რაიმე მსგავს შემთხვევებზე?




2
1573
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1573
  
2019, 1 ივლისი, 15:22
უახლესი ისტორიიდან,თემქაზე არის ოთხი მიკრორაიონი -პირველი ,მეთერთმეტე,მესამე და მეოთხე,ცოტა არალოგიკურია არა? საქმე იმაშია,რომ 70-იან წლებში ვიღაც ტუპოი ჩინოვნიკმა რომაული II (2) თერთმეტად წაიკითხა და მასევე ჩაწერა და შერჩა და შერჩა,არა და უნდა იყოს 1,2,3 და მე-4 მიკრორაიონები
2019, 1 ივლისი, 15:20
ზუსტად ვერ ვიხსენებ,მაგრამ სასამრთლო სხდომაზე.მოხდა მსგავსი,თარჯიმანმა არასწორად თარგმნა რაღაც და უდანაშაულო ბრალდებული სამუდამოზე გაუშვეს მგონი
0 1 2