x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გული სწყდება მხოლოდ იმაზე, რომ ბოლო პანღურის ამორტყმის შესაძლებლობა არ მექნება
რუსთავი 2 აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიების ყველაზე მასშტაბური ტალღა დაიწყო. ოლიგარქი ხალხის დამრბევ გახარიას პოსტიდან არ უშვებს, სამაგიეროდ პარლამენტის მოქმედი წევრის დაკავების ბრძანება გასცა.


image


ნიკა მელიას დასაკავებლად რამდენიმე უწყება მუშაობს. როდესაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას ბრალს წარუდგენს, 20 წუთში პარლამენტმა იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობა დაიწყო.

პროკურორს არ უთქვამს რა მტკიცებულებების საფუძველზე აპირებს სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლით ბრალის წარდგენას. ბრალდება კი გულისხმობს ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთას.


პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ

“ პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას წინააღმდეგ გამოიკვეთა, სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისათვის და მასში მონაწილეობისათვის.


image


მელიას მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის შესახ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი.

ნიკა მელია აცხადებს : - “ თუ ჰგონია, რომ ამ ბრძოლისთვის მე არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რაც მაგათ დააშავეს, ჩემი დაკავებით რას მიაღწევენ. ჩემთვის პატივია, რომ გავრილოვთან, ივანიშვილთან და გახარიასთან ბრძოლისთვის ლამაკავებენ. გული სწყდება მხოლოდ იმაზე, რომ ბოლო პანღურის ამორტყმის შესაძლებლობა არ მექნება.



1
117
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
117
  
2019, 26 ივნისი, 9:58
კაკოია თაბაგარი)))
0 1 1