x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ
უმეტესობა ჩვენგანი ყველაფერს არასწორად აკეთებს და დაძინების მცდელობაში უფრო უძილობას იწვევენ.

image

ღრმა ძილში მოულოდნელად თვალს ახელთ და იღვიძებთ. ორგანიზმს კიდევ ძილი სურს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არაა. ნაცნობი სიტუაციაა? ამ რეკომენდაციების დაცვა სცადეთ:


ტუალეტისთვის არ ადგეთ


რა თქმა უნდა, თუ ბუნებრივი მოთხოვნილება ძალიან გაწუხებთ, აქ ვერაფერს გახდებით, უნდა ადგეთ. მაგრამ ტუალეტში შესვლა პრინციპით „მაინც უკვე აღარ მძინავს“ - დიდი შეცდომაა და პრაქტიკულად სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ კვლავ დაძინება გაგიჭირდებათ.

უბრალოდ ლოგინზე წამოჯდომაც კი, გულის რიტმს ზრდის იმასთან შედარებით, რამდენიც ძილის დროს იყო (წუთში 60 დარტყმა).

როცა დგებით და მეორე ოთახში გადიხართ, რიტმი კიდევ უფრო გახშირებული ხდება - განმარტავს ძილის სპეციალისტი, ექიმი მაიკლ ბრეუსი.

გაუცნობიერებელი მდგომარეობა რომ აღადგინოთ, გულისცემა კვლავ წუთში 60 დარტყმამდე უნდა შემცირდეს - ეს იმწამსვე არ ხდება. სწორედ ამიტომ, ძილის შებრუნება რთული ხდება.


image

დრო არ შეამოწმოთ

ექიმი ბრეუსი გირჩევთ, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მოდუნება სცადეთ და გონება გათიშეთ. საათს არ დახედოთ, სმარტფონი არ შეამოწმოთ - მოქმედება, რომელსაც თანამედროვე ადამიანი თვალის გახელისთანავე ინსტიქტურად ასრულებს.


ადგომამდე დრო არ დათვალოთ

ბევრ ადამიანს ირაციონალური შიში აქვს, რომ საკმარისი რაოდენობით არ ძინავს. სწორედ ამიტომ, შუაღამით გაღვიძებისთანავე, მაღვიძარას დარეკვამდე დროის გამოთვლას იწყებენ - შედეგად დაძინებას საერთოდ ვერ ახერხებენ.

აი, ქცევის სწორი მოდელი მათთვის, ვისაც შემთხვევით ადრე გაეღვიძა: თვალები დახუჭეთ, მეორე მხარეს გადაბრუნდით, ფიქრები გამორთეთ და დილამდე კვლავ ძილში გადაეშვით.



ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი

image

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები

image

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
8216
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
8216