x
მეტი
  • 20.03.2019
  • სტატია:87566
  • ვიდეო:337782
  • სურათი:448920
თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

image

სხეულის ნახევარზე მეტი ადამიანური არ არის, ირწმუნება კვლევა, რომელიც BBC-ზე გამოქვეყნდა.

გამაოგნებელმა შედეგმა აჩვენა, რომ ადამიანური უჯრედები ორგანიზმის უჯრედების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 43%-ს შეადგენს.

მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რისგან შედგება დანარჩენი 57 %?


რისგან შედგება ადამიანი

image

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის სხეულის ნახევარზე მეტი მიკროსკოპული კოლონიებისგან შედგება. ცოტა მოგვიანებით ამ მიკროსკოპულ კოლონისტებს დავუბრუნდებით.


მიკრობიომი

მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ სხეულის ეს ფარული ნაწილი, მიკრობიომი, მეცნიერების წარმოდგენას სხვადასხვა დაავადებაზე, მაგ, პარკისონზე, სწრაფად ცვლის. უფრო მეტიც, მეცნიერებს უჩნდებათ კითხვა, სინამდვილეში, რას ნიშნავს იყო „ადამიანი“.

image

57 პროცენტი

დარჩენილი 57 პროცენტი არის ბაქტერია, სოკო, ერთუჯრედიანი ეუკარიოტები, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში, პირის ღრუში, კანზე და რეპროდუქციულ ტრაქტზე ცხოვრობენ. ასე თვლის სარკის მაზმანიანი, მიკრობიოლოგიის მკვლევარი.

ბაქტერიების რაოდენობა სოკოს და სხვა მიკრობების რაოდენობას აჭარბებს და მათი უმეტესობა ნაწლავებში მდებარეობს, სწორედ ამიტომ თითქმის ყველა 57% ნაწლავურ ბაქტერიებს წარმოადგენს.

image

მიკროსკოპული არსებები

ყველა ეს ბაქტერია ორგანიზმისთვის აუცილებელია. მეცნიერების თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ღებულობთ შხაპს, სხეული მაინც ამ მიკროსკოპული არსებებით არის დაფარული. მათ შორის: ბაქტერია, ვირუსი, სოკო და არქეები (რომელთაც ადრე ბაქტერიებს უწოდებდნენ). ამ მიკროსკოპული კონცენტრაციის უმეტესობა ნაწლავებში ღრმად ბუდობს.

image

უფრო მეტი მიკრობი, ვიდრე ადამიანი

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი რობ ნაიტი აღნიშნავს: „თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე ადამიანი“. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში ადამიანის უჯრედებზე 10-ჯერ მეტი ბაქტერიული უჯრედებია. თუ ყველა უჯრედს ჩავთვლით, მაშინ ჩვენ 47%-ით ადამიანი ვართ. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო - როცა ჩვენ ვიბადებით, ჩვენში უფრო მეტი ადამიანური უჯრედებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ბაქტერიების კოლონია გვიპყრობს.


სუფთად დაბადებულნი

კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ ადამიანები მიკრობიომის გარეშე იბადებიან. პირველ მიკრობს უკვე მშობიარობის პერიოდში ვიღებთ, შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

image

სწრაფი ცვლილება

სერდიკ ფეშოტი, ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგი, ვარაუდობს, რომ ცხოვრების განმავლობაში, ემბრიონიდან დაწყებული, მიკრობების რაოდენობის დინამიური ცვლილება ხდება. თუმცა ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათი რაოდენობა 57%-ია. მისი თქმით, ორგანიზმში მიკრობების სავარაუდო რაოდენობის ზუსტად გამოთვლა ძალიან რთულია.


ადამიანი

რა ხდის ადამიანს ადამიანად? მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანებად საკუთარი დნმ გვხდის, ასევე, ჩვენი ნაწლავური მიკრობების დნმ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

2. სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა

3. ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი

4. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

5. როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!

6. რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები

7. 10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
389
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
389
  
2018, 20 დეკემბერი, 22:57
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1