x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც ფარმაცევტებმაც არ იციან
image

აქტივირებული ნახშირი ცნობილია როგორც უნივერსალური ანტიდოტი, რომელიც სწრაფად გვათავისუფლების ხმაურიანი წვეულების შედეგებისა და ზედმეტი საკვებით გამოწვეული დისკომფორტისგან.ბოლო დროს კი აქტივირებულ ნახშირს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ.

მოდით, სამეცნიერო მასალებს დავეყრდნოთ და ისე შევამოწმოთ, თუ რამდენად კარგია აქტივირებული ნახშირი და ის მითებიც დავამსხვრიოთ, რომელთაც ბლოგერები თუ მოდური გამოცემები თავს გვახვევენ.


მითი № 1: გააჩნია დეტოქს-ეფექტი

imageეს მითი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ნახშირს უმატებენ არა მარტო საჭმელში, არამედ წვენებში და სხვა სასმელებში.ამასთან, ამ უკანასკნელთ დეტოქს ეფექტსაც მიაწერენ.


სინამდვილეში, აქტივირებული ნახშირი არა მარტო სასარგებლო, არამედ მავნე ნივთიერებებსაც აკავშირებს. ამიტომ თქვენს სასმელში შემავალი ვიტამინები თუ მინერალები თქვენს ორგანიზმს ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანენ. თუ თქვენი მიზანი ისაა, რომ სასარგებლო მინერალებით და ვიტამინებით გაამდიდროთ თქვენი ორგანიზმი და არა ინსტაგრამის მიმდევრები გააოცოთ უჩვეულო წვენით, მაშინ დალიეთ სასმელი, რომელიც ნახშირს არ შეიცავს.


მითი № 2:არ ურთიერთქმედებს სხვა წამლებთან

imageაქტივირებული ნახშირი ზოგიერთი წამლის, მათ შორის ანტიდეპრესანტების და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ადსორბირებას ახდენს, ამიტომ მათი ერთად გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში წამლის ეფექტი შემცირდება, ან საერთოდ გაქრება.


მითი № 3: ყოველთვის შველის საკვებით მოწამვლას

imageაქტივირებული ნახშირი მარტო იმ ნივთიერებებთან შედის ქმედებაში, რომელიც კუჭში ან ნაწლავებშია.

თუ ტოქსინები სისხლში გადავა, ნახშირის დალევას აზრი არ აქვს.ასე ინტოქსიკაციის სიმპტომებს მხოლოდ რამდენიმე საათით გადაავადებთ.


მითი № 4:აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას

imageაქტივირებულმა ნახშირმა შესაძლოა გულისრევა და დიარეა გამოიწვიოს. ადამიანები ზოგჯერ ყოველ საათში სვამენ აბების მორიგ დოზას, ჰგონიათ, რომ ნაწლავურ პრობლემებს ასე უფრო აირიდებენ თავიდან. შედეგად კი ირღვევა მეტაბოლიზმი და ფერხდება სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა.მკურნალობის ხანგრძლივი კურსისას კი ვითარდება ყაბზობა ან დიარეა. პირღებინება კი პაციენტების 20%-ს აღენიშნება. და რადგან ნახშირი სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმასაც ახდენს, შესაძლოა დისბაქტერიოზიც განგივითარდეთ.


მითი № 5:წმენდს კანს

imageნახშირს ხშირად გამოიყენებენ სახის გასაწმენდ საშუალებებში. თეორიულად, ნახშირს მართლაც შეუძლია ფორები ღრმად გაწმინდოს, მაგრამ იმისთის, რომ მან მოქმედება დაიწყოს, რამდენიმე საათია საჭირო, მაშინ როცა სახის გასაწმენდი საშუალებები რამდენიმე წუთში უნდა ჩამოიბანოთ.


მითი № 6: გვეხმარება არ დავთვრეთ

imageნახშირი ყველა ნივთიერებას როდი იწოვს. მაგალითად, ის საერთოდ არ ურთიერთქმედებს ეთანოლთან. ამიტომ, მისი დალევა წვეულების შემდეგ არც ისე კარგი იდეაა. უფრო ცუდად ვერ გახდებით, მაგრამ არც დადებითი ეფექტი ექნება.

აქტივირებული ნახშირი ასევე უძლურია იმ ტოქსინების მიმართ, რომელსაც ეთანოლი გამოყოფს. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი სწრაფად ხვდება სისხლში. ნახშირი კი, როგორც აღვნიშნეთ, მარტო იმ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებს, რომელიც კუჭსა და ნაწლავებშია.


მითი № 7:გვათავისუფლებს ცუდი ქოლესტერინისგან

imageროგორც უკვე ვთქვით, აქტივირებული ნახშირი სისხლში არ გადადის, ამიტომ მისი გაწმენდა არ შეუძლია. უფრო მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნახშირი არ შეიწოვება იმ რაოდენობით, რომ მან რაიმე დადებითი ზეგავლენა იქონიოს მეტაბოლიზმზე და არც სისხლის გაწმენდა შეუძლია.


მითი № 8:ეხმარება გახდომაში

imageნახშირის აბები ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობის შემცირებაში. ცხიმის დამწველი ან ცხიმის მშთანთქავი თვისებები მას არ გააჩნია.


მითი № 9: აუმჯობესებს თმების მდგომარეობას

imageნახშირი შამპუნების შემადგენლობაშიცაა, ბლოგერები კი მის ნიღბებს უწევენ რეკომენდაციებს.ქერტლისგან გათავისუფლება, თმის ზრდა, მათი სტრუქტურის აღდგენა-აი, რას გვპირდებიან ასეთი შამპუნების მწარმოებლები. თუმცა, მოდი განვიხილოთ: ქერტლის მიზეზი სოკოა და მას ადსორბციით ვერ გაუმკლავდები. თმის ზრდისთვის კი თმის ფოლიკულებს სჭირდებათ სტიმულირება, რაც ნახშირის აბებს არ შეუძლიათ. შეიძლება თავის კანი გაწმინდოს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისთვის ის რამდენიმე საათით უნდა გაიჩეროთ კანზე.



0
295
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0