x
მეტი
  • 21.09.2024
  • სტატია:137156
  • ვიდეო:351963
  • სურათი:511241
ჩემს მანქანას ნაღმსატყორცნით ნასროლი ორი ჭურვი მოხვდა და მანქანის საბარგულს მესამე
ის დღე, 1998 წლის 9 თებერვალი, ორშაბათი, კარგად მახსოვს. როგორც ყოველთვის სამსახურიდან, სახელმწიფო კანცელთრიიდან სახლისკენ, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისაკენ, გვიან გავედი. 23 საათსა და 20 წუთზე. ჩემი ესკორტი რამდენიმე მანქანისგან შედგებოდა, და დაცვის მანქანები მიგვიძღოდნენ. უკანაც დაცვის მანქანები მოგვყვებოდნენ. ინსტრუქციის თანახმად, დიდი და არათანაბარი სისწრაფით მივდიოდით.

image


სამასი არაგველის ობელისკთან მიახლოებისას აფეთქების ხმა შემომესმა და ჩემს მანქანას წინიდან ნაღმსატყორცნით ნასროლი ორი ჭურვი მოხვდა, საქარე მინის ოდნავ ქვემოთ, ჯავშანმა დარტყმა თავის თავზე აიღო. ამან გადაგვარჩინა.


როგორ გადაურჩა სიკვდილს ედუარდ შევარდნაძე აფეთქებულ მანქანაში

image

გაისმა ავტომატის ჯერის ხმა, და მანქანის საბარგულს მესამე ჭურვიც მოხვდა. ძრავა ჩაქრა. ასფალტზე სამუხრუჭე სითხე გადმოიღვარა და დაახლოებით 100 მ. ინერციით ვისრიალეთ. მძღოლი ბრმად მართავდა ავტომობილს. რადგან საქარე მინის ზედა ფენა დაიბზარა და აღარაფერი ჩანდა.ცდილობდა ძრავა აემუშავებინა, მაგრამ რას აამუშავებდა, როდესაც თურმე ერთიანად დამტვრეული იყო.


image


ამ დროს მანქანაში ვისხედით, მძღოლი გივი ელიზბარაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ვახტანგქქუთათელაძე და მე.

დაცვის ბიჭები ბრძოლაში ჩაებნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ტერორისტთა ყურადღება მათზე გადავიდა და ჩემი გასრიალებული მანქანა მათი ყურადღების მიღმა დარჩა. ერთი ტერორისტიც რომ ყოფილიყო წინ, როცა გავჩერდით, იქვე ამოგვხოცავდა. მანქანას ცეცხლი ეკიდა და შიგ დარჩენა შეუძლებელი იყო. ჩვენ არ ვიცოდით ტრასაზე კიდევ ვინმე თუ იყო ჩასაფრებული. გვესროდნენ, მაგრამ უკვე შორიდან.

image


იქ ჩვენს უკან დიდი ბრძოლა იყო. და ჩვენთვის აღარ ეცალათ. მით უფრო, რომ ჩემს დაცვასაც, რომელსაც უკვე გასთავებოდა ტყვია წამალი, ცენტრიდან გამოძახებულმა დამხმარე ძალამ მოუსწრო.ტერორისტები უკვე თავის გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

როცა ჩვენი მანქანა გაჩერდა, ვახტანგ ქუთათელაძემ შორიახლო გაჩერებული, საგზაო პოლიციელი მოიხმო, თავისი პატარა მანქანით.

იგი გაოგნებული იდგა, მაგრამ მაინც იყოჩაღა, თავისი მანქანა ისეთი კუთხით მიაყენა მერსედესს, რომ მე ტყვია არ მომწვდენოდა, და იქ გადამჯდარიყავი. გადავსხედით იმ მანქანაში და სწრაფად წავედით კრწანისისკენ. გარიკ სიმონიანი ეს იყო პოლიციელი, თბილისელი სომეხი.


image


დღესაც ტკივილად მაქვს, რომ ამ ტერაქტს ჩემი დაცვის ორი წევრი შეეწირა. შესანიშნავი ბიჭები კახა შევარდენიძე და დავით კოკაური. მძიმედ დაიჭრნენ და ძლივს გადარჩნენ ლადო კახეთელიძე და არჩილ საბედაშვილი. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, მანქანაში ყველას ამოგვხოცავდნენ.

ტერორისტთაგან ერთი დაიღუპა, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ჩეჩნეთის ერთერთ რუსულ ბაზაში გაიარა მომზადება. დანარჩენები გაიფანტნენ, სავარაუდოდ, ისინიც რუსული სამხედრო ბაზიდან გააპარეს.

image

ტერაქტიდან დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა ევგენი პრიმაკოვმა სამხედრო ტექნიკის დათვალიერების დროს იქედნურად ჰკითხა სამხედროებს :“ ეს ნაღმსატყორცნები თუ ტანკს ანადგურებს, ჯავშნიან მერსედესს ვერ ააფეთქებს? "

რა გითხრათ? დამტვრეული მანქანა აქ არის და გადარჩენილი კაციც აქ ვარ. ღმერთმა გადაარჩინა.


ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსზე გურჯაანის ღვინოებმა 37 მედალი მოიპოვა

image

რომან ზოიძე, შინდისის გმირი, სიტყვები ზედმეტია

image

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0