x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"კიდევ ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი დააკლდა თბილისს...... გასკდა გული რა!"
image
მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალებას ეხმაურება.


როგორც ქარსელაძე წერს, მას არასოდეს დაავიწყდება როგორ ედგა გვერდში მძიმე წუთებში და ამხნევებდა.


"16 წლის ვიყავი, რომ გავიცანი....
ბოლო პერიოდში ხშირი და ახლო კომუნიკაცია გვქონდა.... ძალიან მტკივა და გული მწყდება, რომ მასზე წარსულში საუბარი მიწევს! არ დამავიწყდება მისი გვერდში დგომა და სიტყვები, როდესაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა ეს....
კიდევ ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი დააკლდა თბილისს......
გასკდა გული რა!!!!!!!!!!!!!!
დათო უჯმაჯურიძე"- წერს ქარსელაძე.


51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.



დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის ასევე იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.


2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

0
1339
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0