x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ადამიანი,რომელიც არ ბერდებოდა-ვინ იყო სოსო ლომიძე?

imageმრავალრიცხოვანი წყაროების თანახმად 1998 წელს, როდესაც სოსო ლომიძე გარდაიცვალა კუბოში ისე გამოიყურებოდა, თითქოს პატარა ბიჭიაო.


სოსო ლომიძე იყო გასაოცარი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც მოგვაგონებს ჰოლივუდურ ფილმს "ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია"


დაიბადა 1942 წელს და შუა ხანს როცა მიაღწია, უცებ გაახალგაზრდავება დაიწყო, ამასთანავე ეს პიროვნება "წმინდანი" ნამდვილად იყო, ჩვეულებრივი კრიმინალი.ცნობილი ქურდულ სამყაროში.


2010 წელს გადამდგარმა პოლკოვნიკმა, იგორ არტამენკომ რომელიც შემდგომ ჟურნალისტიკით და მწერლობით ირჩენდა თავს "Независимого военного обозрения"-ში გამოაქვეყნა სტატია, არტამენკოს ცნობით, ლომიძე თბილისიდან იყო, პირველად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დააკავეს ჯიბის ქურდობისთვის.


25 წლის ასაკიდან ლომიძის სხეულში მოხდა გაუგებარი მეტამორფოზა, გაუქრა ნაოჭები და მისი სახე უფრო და უფრო ბავშვურ იერს იღებდა, ამასთანავე ლომიძე წონაშიც იკლებდა, სხვათა შორის ინფანტილიზაციამ არ იმოქმედა ქურდის გონებრივ შესაძლებლობებზე.



ავტორს რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი მოჰყავს სოსოს ცხოვრებიდან, ერთ-ერთი შეეხება პარტიულ მოღვაწეს იგორ გიორგაძეს, რომელმაც 1982 წელს თავი მოიკლა კორუფციაში ბრალდების გამო.ლომიძემ პიონერად მოაჩვენა თავი, ვითომდა მაკულატურას აგროვებდა და მის მეუღლეს მანანას კარი მოტყუებით გააღებინა, სოსო გიორგაძის სახლიდან საკმაოდ დახუნძლული წამოვიდა.


მეორე ეხება ედუარდ შევარდნაძის შვეიცარიულ საათს, როგორც ამბობენ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იძულებული იყო გადაეხადა გამოსასყიდი, რომ საათი დაებრუნებინაო.


საბოლოოდ ლომიძემ ფული დააგროვა და რუსეთში გადაბარგდა, მისით დაინტერესდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტალური მორფოლოგიის და გენეტოლოგიის თავჯდომარის მოადგილე სემიონ დალაქიშვილი.



მოგვიანებით სოსო ლომიძეს შესახებ გაიგო საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრმა ევგენი ჩაზოვმა:

"რა ხდება ლომიძის შემთხვევაში ძნელი დასადგენია, ეს პაციენტი სულ ერთხელ ვნახე, ჩვენს სპეციალიზირებულ კლინიკებში ის არ იწვა.ალბათ რაღაც გენეტიკური დარღვევა აქვს, ლომიძის სენსაციური გაახალგაზრდავება შეიძლება აიხსნას კიდეც-არის შემთხვევები, როდესაც გარეგნულად სიბერის პროცესი შენელებულია, ათწლეულებითაც კი, თუმცა ლომიძე "არ ახალგაზრდავდება", სამწუხაროდ, მოკვდავებს ასეთი რამ არ არგუნა ბედმა"


არტამენკოს გამოქვეყნებული აქვს სოსო ლომიძის ფოტო, თავის მეგობარ ქალ თამარასთან ერთად, სადაც ის წერს, რომ აქ ლომიძე 36 წლისაა, მართლაც მამაკაცი ფოტოზე გამოიყურება როგორც სკოლის მოწაფე.


რა იცის შავმა სამყარომ სოსო ლომიძის შესახებ?


არტამენკო ამტკიცებს, რომ სოსო ლომიძე ქურდულ სამყაროში მეტსახელი"სტარიკით" იყო, ცნობილი, თუმცა ასეთი მეტსახელით, გვარით და სახელით "შავ სამყაროში" არავინ მოიძებნება, იყო ერთი თბილისელი ქურდი ავთო ლომიძე, რომელიც 1998 წელს მოკლეს, თუმცა ყველა ცნობილ ფოტოში ის ზრდასრული მამაკაცია.

და ბოლოს.. სოსო ლომიძე 2010 წლამდე არსად არ არის ნახსენები, არც ქართულ პრესაში.ამასთანავე ვერც პროფესორ სემიონ დალაქიშვილის ნაშრომებში აღმოჩნდა რაიმე ინფორმაცია სოსო ლომიძეზე.


არის თუ არა მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები?

ისტორია რამდენიმე შემთხვევას აღწერს, მაგალითად როზა ფარუნი იტალიიდან, იაპონელი სეი სენაგონი, ან გერმანელი იაკობ ციპეროვიჩი.თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა ლეგენდებიც იყოს.

imageფოტოზე: იაკობ ციპეროვიჩი, რომელიც 60 წლისაა და გამოიყურება როგორც 30 წლის ახალგაზრდა, ამტკიცებს ზოგიერთი გამოცემა მის შესახებ.



0
1811
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0