x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97260
  • ვიდეო:344120
  • სურათი:459233
25 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში
imageხვალ რომ ლატარია მოგეგოთ, როგორ დახარჯავდით ფულს? ბოლო მოდელის მანქანას იყიდიდით? ექსტრავაგანტულ შვებულებას მოიწყობდით? რას იტყვით 27 მილიონიან ტელეფონის ყიდვაზე? აქამდე კი ფიქრობდით, რომ აიფონი იყო ძვირადღირებული, არა? ... თუმცა, ეს არაფერია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 25 ნივთთან შედარებით. ყველა მათგანის შესაძენად ლატარიის მოგებაც კი არ იქნებოდა საკმარისი. მაშ ასე, გადახედეთ ქვევით მოცემულ სიას.







1. ჭადრაკის ფიგურები: Charles Hollander

ფასი: 600 000 დოლარი

ჭადრაკის ქვები 320 კარატიანი ბრილიანტისგანაა შექმნილი და სულ 3 ასეთი ქმნილებაა გამოშვებული. არსებობს კიდევ ერთი ჭადრაკის კომპლექტი, სახელად Jewel Royale, რომელიც, გავრცელებული ხმების მიხედვით, იმავე კომპანიის მიერაა შექმნილი და შეფასებულია 9.8 მილიონ დოლარად. თუმცა, ის არავის უნახავს და აბსტრაქტულ იდეას უფრო ჰგავს.

image








2. ბურგერი: Le Burger Extravagant

ფასი: 295 დოლარი

ბურგერი გაიყიდა ნიუ-იორკში ოქროს კბილის ჩხირთან ერთად, რომლის თავზეც ბრილიანტი იყო დამაგრებული.


image








3. მანქანა: 1962 Ferrari 250 GTO

ფასი: 35 მილიონი დოლარი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს მანქანა ყველაზე ძვირადღირებულად აღიარეს, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეტში გაიყიდა კერძო კოლექციისთვის.

image








4. კამერა: Susse Freres daguerreotype camera

ფასი: 775 000 დოლარი

1839 წელს გამოშვებული ეს დაგეროტოპიული კამერა აუქციონზე 2007 წელს გაიყიდა და ყველაზე ძველ კომერციულად წარმოებულ კამერადაა შეფასებული.

image








5. ქალაქი: ტოკიო

ფასი: 1 200 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე

მართალია, ადრე ამ პოზიციას პარიზი და ლონდონი იკავებდნენ, თუმცა დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სამივე ქალაქი იაპონიაშია.

image








6. სასტუმრო ოთახი: Royal Penthouse Suite, Hotel President Wilson in Geneva

ფასი: 65 000 დოლარი 1 ღამეში

ნომრის კომპლექტში 10 ოთახი და 7 სააბაზანოც შედის.

image








7. ტელევიზორი: PrestigeHD Supreme Rose Edition

ფასი: 2.3 მილიონი დოლარი

ეკრანი ხელით შეკერილ ალეგატორის ტყავშია ჩასმული და უდიდესი რაოდენობით ბრილიანტებითაა მოკაზმული. ალბათ, ის იმისთვისაა შექმნილი, რომ მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს როგორც ჩართულ, ასევე გამორთულ მდგომარეობაში.

image







8. პიანინო: Heintzman Crystal

ფასი: 3.22 მილიონი დოლარი

პეკინში შექმნილი თითქმის 3 მეტრიანი პიანინო ახლახან შეიძინა კერძო მყიდველმა აუქციონზე.

image








9. სიგარა: Gurkha Black Dragon

ფასი: 1 150 ევრო 1 ცალი

ეს სიგარები 2006 წელს წარადგინეს. ისინი აქლემის ძვლისგანაა შექმნილი. თუმცა, სიგარების მოყვარულებს უნდა ვაცნობოთ, რომ, სამწუხაროდ, მხოლოდ 5 მათგანია წარმოებული.

image








10. მოტოციკლი: Dodge Tomahawk V10 Superbike

ფასი: 700 000 დოლარი

ამ ოთხბორბლიან მონსტრს არნახული სიჩქარით მოძრაობა შეუძლია.

image








11. საათი: Haute Joaillerie from Chopard

ფასი: 25 მილიონი დოლარი

მართალია, ეს ნივთი ბრჭყვიალა მასას უფრო ჰგავს, ვიდრე დროის საჩვენებელ ხელსაწყოს, მაგრამ მისი ყიდვა ნამდვილად შესამჩნევი იქნებოდა... საფულისთვის.

image








12. შამპანიური: Heidsieck Monopole 1907

ფასი: 25 000 დოლარი

90-იანებში წყლის ქვეშ აღმოაჩინეს ამ ფრანგული შამპანიურის 2000 ბოთლი.

image








13. სფიქერები (ხმის გამაძლიერებელი საშუალებები): Transmission Audio Ultimate System

ფასი: 2 მილიონი დოლარი

ეს ერთეულები 5 ტონაზე მეტს იწონიან და თვითმფრინავის ალუმინისგანაა შექმნილი.

image








14. ნახატი: Number 5, 1948

ფასი: 140 მილიონი დოლარი

მართალია, ჯექსონ პოლოკის ნახატები უამრავი ადამიანის კრიტიკის ობიექტი ხდება, მაგრამ ისინი მაინც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნახატებია მსოფლიოში.

image








15. სახლი: Antillia Mumbai

ფასი: 2 მილიარდი დოლარი

ამ სახლს სახელი ანტილიის მითიური კუნძულის - ატლანტიკის საპატივცემულოდ დაარქვეს. ის მუმბაიში, ინდოეთში მდებარეობს და პერსონალი დაახლოებით 600 კაცს შეადგენს.

image








16. სურათი: Rhein II

ფასი: 4 მილიონი დოლარი

ანდრეას გურსკი ცნობილია ფერადი პეიზაჟებით, მდინარე რაინის ეს სურათი კი, ალბათ, ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე, უბრალოდ, ნაცრისფერი და მწვანე ფერებია.

image








17. სკულპტურა: L’Homme qui marche (მოსიარულე კაცი)

ფასი: 104.3 მილიონი დოლარი

როგორც აუქციონზე გაყიდულმა ყველაზე ძვირადღირებულმა სკულპტურამ, "მოსიარულე კაცმა" ახლახან ჩაანაცვლა პიკასოს "ბიჭი ჩიბუხით".

image





18. ბეჭედი: Chopard Blue Diamond

ფასი: 16.26 მილიონი დოლარი

რა უნდა იყოს იმაზე არაპირდაპირი თხოვნა გაქურდვისთვის, ვიდრე თითზე თითქმის 17 მილიონ დოლარიანი ბეჭდის ტარება.

image








19. იახტა: History Supreme

ფასი: 4.8 მილიარდი დოლარი

ეს 100 000 კგ ოქროთი და ტირანოზავრის ძვლებით მორთული იახტა იდუმალ მალაიზიელ ბიზნესმენს, სავარაუდოდ რობერტ კუოკის ეკუთვნის.

image








20. ბუმბული: Extinct Huia Bird

ფასი: 8 000 დოლარი

გადაშენებულ ფრინველ ჰუიას ერთი ღერი ბუმბული ახალი ზელანდიის აუქციონზე თითქმის 10 000 დოლარად იყო შეფასებული.

image








21. ჯინსი: Spin Jean by Damien Hirst

ფასი: 27 000 დოლარი

მსოფლიოში ამ ფერადი ჯინსის მხოლოდ 8 ასლი არსებობს.

image








22. მობილური: iPhone 3GS Supreme Rose by Stuart Hughes

ფასი: 2.97 მილიონი დოლარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი აიფონი ძვირი ღირდა, მაშინ ამ მოდელის ფასს შეხედეთ.

image








23. დომენური სახელი: Insure.com

ფასი: 16 მილიონი დოლარი

დომენური სახელი მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. ის შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის პირველი ნაწილი არის სერვერის სახელი, ხოლო ბოლო ნაწილი ჩვეულებრივად არის დომენის სახელი.

როცა Quinstreet-მა, კალიფორნიაში დაარსებულმა მარკეტინგულმა ფირმამ 2009 წელს insure.com იყიდა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ყველაზე ძვირადღირებული დომენური სახელის ფლობის გამო.

image








24. ნახატი: Raphael’s Head of a Muse

ფასი: 47.9 მილიონი დოლარი

მართალია, 2009 წელს აუქციონზე ეს ნახატი 20 მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო, მაგრამ ბოლოს ამ ფასზე ორჯერ მეტად გაიყიდა.

image








25. პარკინგის ადგილი: მანჰეტენი

ფასი: 1 მილიონი დოლარი

მანჰეტენზე მდებარე ეს პარკინგის ადგილი ჩვეულებრივ სახლზე 6-ჯერ ძვირი ღირს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში?

image


2. როგორ წარმოედგინათ ჩვენს წინაპრებს მომავალი 100 წლის წინ

image



3. 100 ნახატი, რომელთა შესახებ ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს

image

0
1861
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0