x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაინტერესებთ, რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში?
imageთუ ოდესმე აეროპორტში ბარგის შემოწმებისთვის თქვენთვის საყვარელი პარფიუმერია ან ძვირად ღირებული დამატენიანებელი ჩამოურთმევიათ იმის გამო, რომ დაშვებულზე მეტ სითხეს შეიცავდა, ალბათ, კამათი მოგივიდოდათ აეროპორტის გუნდთან, ან გულში მაინც გალანძღავდით ადამიანებს, ვინც ეს კანონი მოიფიქრეს.

კანონი, რომელიც "3-3-1"-ის სახელითაა ცნობილი და რომლის მიხედვითაც 100 მლ სითხეზე მეტის ატანის უფლება არ გაქვთ თვითმფრინავის კაბინაში (არ ვგულისხმობთ შემოწმებულ, ჩასაბარებელ ბარგს), საკმაოდ ახალია და მხოლოდ 2006 წლიდანაა ძალაში.








თუმცა, იცით მიზეზი, თუ რატომ შეგიძლიათ მხოლოდ 100მლ სითხის ატანა კაბინაში?

imageრეგულაცია 2006 წელს შეიმუშავეს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პოლიციამ გამოააშკარავა ტერორისტების ჯგუფის შეთქმულება, რომლებსაც თვითმფრინავში დეტონირებული ფეთქებადი ნივთიერება უნდა აეტანათ სითხის სახით. ფრენები ბრიტანეთიდან აშშ-სა და კანადის მიმართულებით იგეგმებოდა. ტერორისტული აქტი, რომელიც "2006 transatlantic aircraft plot" - "2006 წლის ტრანსატლანტიკური შეთქმულების" სახელითაა ცნობილი, ბრიტანეთის პოლიციამ წინასწარ, დროულად შეაჩერა, თუმცა, დასაბამი მისცა აეროპორტებში კაბინაში ასატანი ბარგის კონტროლის გამკაცრებას.








ფიქრობენ, რომ ბრიტანელ მამაკაცს ბირმინგემიდან, სახელად აჰმედ ალის, ალ-ქაედასთან ჰქონდა კავშირი. როცა პოლიციამ მისი ბარგი გახსნა, იქ გაზიანი სასმელი, სპეციფიკური მინარევები და დიდი ოდენობის ბატარეები აღმოაჩინა, რის გამოც განგაში ატყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამნაშავე თვითმფრინავში აპირებდა ბომბის გააქტიურებას.

imageმალევე ბრიტანეთის აეროპორტებში კონტროლი ისე გამკაცრდა, რომ კაბინაში ხელბარგის ატანა აიკრძალა, წიგნების, გაზეთებისა და შუშის ნივთების ჩათვლით. მალე აკრძალეს თვითმფრინავში სითხის ატანაც. გამონაკლისია ბავშვის საჭმელი, რომელიც, პირველ რიგში, მგზავრმა თავად უნდა დააგემოვნოს, რათა დამტკიცდეს, რომ უსაფრთხოა.








თავიდან, ყველანაირი სითხის ატანა აკრძალული იყო კაბინაში. მოგვიანებით კი კანონმა მგზავრებს საშუალება მისცა, 100მლ-მდე სითხე ჰქონოდათ თან. ასევე, მოითხოვება გელების, აეროზოლებისა და მსგავსი ნივთების ერთად მოთავსება პატარა, ელვაშესაკრავიან გამჭვირვალე პაკეტში.


imageმიუხედავად გამკაცრებული კანონისა, აეროპორტის გუნდი ვალდებულია, დიდი სიფრთხილით შეამოწმოს ყოველი ნივთი, რაც ეჭვს გამოიწვევს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, მგზავრების უსაფრთხოება უფრო და უფრო დაცული ხდება.









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 საჭირო ხერხი, რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს

image


2. 8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ

image


3. 11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

image

0
1436
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0