x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95745
  • ვიდეო:343064
  • სურათი:457692
ჯიმი მაისურაძე ,,შავი პოლკოვნიკი" და მისი შვეულმფრენი ,,გუაში"

1992 წლის გაზაფხულზე ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შესამჩნევად გააქტიურდა. ცხინვალში გამაგრებულ სეპარატისტებს დიდი ლიახვის ხეობის ქართულმა სოფლებმა, თამარაშენიდან კეხვამდე, “ დიდ მიწასთან " - ჩრდილო ოსეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გადაუჭრეს.

image

თუმცა ოსებმა მაინც მოახერხეს პარალელური გზის მონაკვეთის მთებში გაჭრა. სწორედ ამ გზით შედიოდა ცხინვალში რუსეთიდან საკმაო რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი. ტყვია წამალი, ცოცხალი ძალა, საბრძოლო ტექნიკაც კი. ამიტომ სეპარატისტები საგანგებოდ იცავდნენ როკის გვირაბს.

ქართულ მხარეს კი ბუნებრივია, სჭირდებოდა ამ გვირაბის თუნდ დროებით, ამ გვირაბის მწყობრიდან გამოყვანა. არადა გვირაბის მისასვლელებს ოსები გულმოდგინედ აკონტროლებდნენ.

საჰაერო დაზვერვამ გვარდიის მთავარ სამმართველოში, მიიტანა ინფორმაცია. რომ როკის გვირაბის გამოსასვლელში ექვსამდე ჯავშანმანქანა იდგა. ხოლო, თავად გვირაბში სავარაუდოა, ტანკიც ყოფილიყო შენიღბული.

რჩებოდა ერთ ერთი რეალური გზა, ჰაერიდან ზუსტი ლაბომბვით ჩაეხერგათ გირაბი.სწორედ იმ პერიოდში, ჯიმი მაისურაძემ საქართველოს სამოქალაქო ავიაციიდან წამოიყვანა МИ - 8МТВ ტიპის ახალი შვეულმფრენი. იგი საგანგებოდ მწვანე გუაშით გადაღებეს. რათა რუსულ შვეულმფრენს მიმსგავსებოდა. რომელსაცსსახელად “ გუაში " შეარქვეს და რომლითაც ჯიმი მაისურაძე როკის გვირაბისკენ შემოვლითი გზით გაფრინდა და დასაბომბ ადგილს მიუახლოვდა.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ გვარდიის მთავარი სამმართველოს საბრძოლო მომზადების უფროსი, გენერალი ზურაბ ნაირაშვილი, მისი რამდენიმე თანამებრძოლები და გვარდიის“ ორხევის " ბატალიონის წევრები.

image

ჯიმი იმის გამო, რომ გვირაბის შესასვლელთან საზენიტო დანადგარი 3y-23-2 იდგა იძულებული გახდა ბომბები სიმაღლიდან ჩამოეყარა. სიმაღლემ და საჰაერო დაბომბვის პრაქტიკულად არარსებობამ, თავისი ქნა. ბომბები სალონიდან ფეხის მიწოლით ჩამოყარეს, და ისინი მიზანს ასცდა. თუმცა მაინც 3 დღით ჩაიკეტა.

მეორე საქაეჰერო სადივერსიო ოპერაცია “გუაშმა " ცოტა მოგვიანებით განახორციელა. როდესაც კვაისაში ხიდის აფეთქება იქნა დაგეგმილი, გუაშით" ხიდზე 3 ჟანგბადის ბალონი ჩამოტვირთა. თვითონ შვეულმფრენი მოფარებულ ადგილზე დაჯდა. ხოლო შეიარაღებულმა მებრძოლებმა, ხიდის მისადგომების ბლოკირება მოახდინეს, სამივე ბალონი ტროტილით იყო სავსე. მათზე მენაღმემ ტეტონატორი დააყენა. მაგრამ შვეულმფრენის ხმის გაგონებაზე ცეცხლი გაუხსნენ სეპარატისტებმა. ჯიმი მაისურაძემაც ჯგუფი სასწრაფოდ გაარიდა სახიფათო ადგილას.

ტროტილით სავსე ბალონები დროულად აფეთქდა. და მწყობრიდან გამოვიდა ხიდის სავალი ადგილები.

ოსებმა “ გუაშზე " ნადირობა დაიწყეს.

ჯიმი მაისურაძე “შავი პოლკოვნიკი" - გმირი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის დროს სიკვდილისგან იხსნა


image

რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი

image

6
337
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
337
  
9 ივნისი, 13:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
9 ივნისი, 7:39
რისთვის
9 ივნისი, 7:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
8 ივნისი, 22:28
თეკლა გაგრისკენ მიმავალი ვერტმფრენის მართვის ბერკეტთან ჯიმი არ მჯდარა, სხვა პილოტი იჯდა.
8 ივნისი, 21:47
მალობაა ????
8 ივნისი, 18:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6