x
,,დამიკავშირდა პირი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია რომ მკვლელობა პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილის გამო მოხდა"

image

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს:


ხორავას ქუჩის ტრაგედიის ღამეს, უცხოეთიდან დამიკავშირდა პირი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია რომ მკვლელობა პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილის გამო მოხდა. დამისახელა გვარიც.


ინფორმაცია იმ წამსვე გავასაჯაროვე-მეორე დღეს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ზოგიერთ უპასუხისმგებლო პირად გამომაცხადა.
იმავე საღამოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა რომ ყველა არსებულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს !


ამის შემდეგ გაირკვა რომ პროკურატურის"მუშაკი" არც მეტი, არც ნაკლები მირზა სუბელიანი იყო !


საზოგადოების პროტესტმა შედეგი ნამდვილად გამოიღო-თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ.შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ბოლომდე გამოაჩინა გამოძიების დროს ჩადენილი ყველა სისტემური დანაშაული და ხარვეზი.



იყო პოლიტიკური ინტრიგებიც! უწყებებს შორის ბრძოლაც, კონტრაქციები და არნახული შავი პიარი.
აქციებს მოყვა მთავრობის გადადგომაც!
გუშინ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს პროკურატურის "ოქროს მოწმე" მიხეილ კალანდია დააკავეს !
ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე სამართალი დადგა !!
ამ ქვეყანაში არასოდეს, არავინ დამნაშავეს და მით უმეტეს, მკვლელს ხელი არ უნდა დააფაროს !
ვისი პროტეჟეც არ უნდა იყოს იგი !

0
641
შეფასება არ არის
ავტორი:შოკმედია
შოკმედია
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0