საზოგადოება ხათუნა ჟორდანია პანკისზე: ძალიან მაგრად გაანეიტრალა დაძაბულობა - მომწონს ჩემი ქვეყნის შს მინისტრი 2019, 22 აპრილი, 14:06 ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხეობაში დაძაბულობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაანეიტრალა. "დიდი ხანია, აღარ მსიამოვნებს, ფეისბუქში შემოსვლა. მართალი გითხრათ, აღარც საინფორმაციოებს ვადევნებ თვალყურს.... მეჩვენება, რომ აგრესია, ზიზღი, ადამიანების დაცინვა, არაკომპეტენტურობა, გახდა უმრავლესობისთვის, ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. დღეს, დილიდან (შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი და ვისმენ, რომ მთავრობას აკრიტიკებენ, გუშინდელ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით -"ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო გვახარიამ"ო, გიორგი გახარია ნეტა, იმაზე უპასუხისმგებლო იყო, ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ყოფილმა შსს მინისტრმა ბარამიძემ და ნაც. მოძრაობამ მიიღო, სვანეთის მოსახლეობის და აფრასიძეების მიმართ??? მე კი მომეჩვენა, რომ პირიქით, ძალიან მაგრად გაანეიტრალა, დაძაბულობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia - არავის ვახვევ ჩემს აზრს და ნუ შემომივარდებით სალანძღავად ნურავინ. ჩემს აზრს გამოვთქვამ, ჩემს გვერდზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ- მომწონს ჩემი ქვეყნის, შს. მინისტრი - გახარია. My respect გიორგი გახარია!!!!!" - წერს ხათუნა ჟორდანია. 234 3-ს მოსწონს
|