x
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩების მოკლე მიმოხილვა.

17–ტურ

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ პროექტი ითამაშე და მოიგე-ს ავტორი იმედა შერიფაძე. დღევანდელი სტატია შეეხება საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მიმოხილვას.


მინდა ავღნიშნო ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო, რომ ჩვენი პროექტის ითამაშე და მოიგე-ს შედეგები ნაწილობრივ 2 მატჩის გარდა წარმატებით დასრულდა.


ეხლა განვიხილოთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩების მოკლე მიმოხილვა.



მე-17 ტურის მატჩებიდან ყველაზე ნაკლებად ინტერესიანი და ნაკლებ გოლიან გამოდგა მხოლოდ ორი მატჩი: (1. ბოლნისის სიონი - თბილისის ლოკომოტივი: 0:0 და 2. საჩხერეს ჩიხურა - თბილისის საბურთალო: 0:0 ), რომელზეც დღეს ჩვენ არაფერს ვიტყვით, რადგან აქ შედაგიდან გამომდინარე არაფერია საქთმელი.


საქართველოს ეროვნულიგის მე-17 ტურის საერთო სურათი ასეთია:

  • გორის დილა - თბილისის დინამო - 01.06.2019 18:30 - ორივე გუნდი გაიტანს გოლს: „კი“. – 2:3
  • თბილისის ვით ჯორჯია - ტორპედო ქუთაისი - 01.06.2019 20:30 -
ფრეზე გაყრა 2 (0). – 3:0

  • ბოლნისის სიონი - თბილისის ლოკომოტივი - 02.06.2019 17:00 - თამაშში გავა 2.5-ზე მეტი გოლი. – 0:0
  • დინამო ბათუმი - რუსთავის მეტალურგი - 02.06.2019 19:00 - ფრეზე გაყრით 1(0) – 2:1
  • საჩხერეს ჩიხურა - თბილისის საბურთალო - 02.06.2019 21:00 - თამაშში გავა 2.5-ზე მეტი გოლი. – 0:0

გორის დილა - თბილისის დინამო - 01.06.2019 18:30 ძალზედ საინტერესო და უხვგოლიანი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის 1-ლი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გორის დილა და თბილისის დინამო. აქ აშკარა ფავორიტს ვერ გამოვყობდით, რადგანაც ორივე გუნდს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა, მაგრამ ბოლოს მაინც თბილისის დინამომ კლასით მაინც აჯობა გორის დილას და მოახერხა სტუმრად სამი ქულის წამოღება, თუმცა გორის დილას ვერ დაუკარგავთ თავიანთ ამაგს. ისინი კარგად მოტივირებულები გამოვიდნენ მოედანზე მაგრამ გორელებს არ გაუმართლათ და მატჩი წააგენ ანგარიშით 2:3. თამაშის მე-5 წუთზე გორის დილას კარში თბილისის დინამოს 29 წლის ნახევარმცველის ლევან კუტალიას პასით გოლი გაიტანა თბილისის დინამოს 23 წლის მოთამაშემ ლევან შენგელიამ. თამაშის მე-18 წუთზე თბილისის დინამოს კარში გორის დილას 22 წლის თავდამსხმელის ფელიპ პაიმის (წარმოშობით ბრაზილიელი) პასით გოლი გაიტანა გორის დილას 23 წლის თავდამსხმელმა დიდე კუგბენიამ (წარმოშობით ტონგოდან). თამაშის 39-ე წუთზე გორის დილას კარში თბილისის დინამოს 25 წლის ნახევარმცველის დიმიტრი ივანისენიას (წარმოშობით უკრაინელი) პასით თბილისის დინამოს 23 წლის მოთამაშემ ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმი დასრულდა თბილისის დინამოს გამარჯვებით 1:3. თამაშის მე-2 ტაიმი ისევე როგორც 1-ლი ტაიმი, უფრო საინტერესო აღმოჩნდა. თამაშის 49-ე წუთზე თბილისის დინამოს კარში გორის დილას 24 წლის ნახევარმცველის ლევან ნონიკაშვილით პასით თბილისის დინამოს კარში გოლი გაიტა გორის დილას 22 წლის თავდამსხმელმა ფელიპე პაიმიმ (წარმოშობით ბრაზილიელმა). მატჩი დასრულდა თბილისის დინამოს გამარჯვებით 2:3.

თბილისის ვით ჯორჯია - ქუთაისის ტორპედო - 01.06.2019 20:30 გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მე-2 მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის ვით ჯორჯია და ქუთაისის ტორპედო. მატჩი გამოდგა უხვგოლიანი და სენსაციებით აღსავსე. თბილისის ვით ჯორჯიამ ბოლოს და ბოლოს მოახერხა თავისი 7 მატჩიანი წარუმატებელი სერია შეეწყვიტა და დაამარცხა ანგარიშით 3:0 ძალიან ძლიერი გუნდი ქუთაისის ტორპედო. ალბად ვინც შეხედავს ანგარიშს და დაინახავს, რომ ვით ჯორჯია - ქუთაისის ტორპედო: 3:0, იფიქრებს ეს ნამდვილად ალოგიკურიაო, მაგრამ ყველაფერი ლოგიკურია. თამაში წარიმართა თბილისის ვით ჯორჯიას აშკარა უპირატესობით. 1-ლი ტაიმის მიწურულს დამატებით დროში ქუთაისის ტორპედოს კარში თბილისის ვით ჯორჯიას 24 წლის ნახევარმცველის გიორგი გაფრინდაშვილის პასით გოლი გაიტანა თბილისის ვით ჯორჯიას 24 წლის ნახევარმცველმა ცოტნე მოსიაშვილმა. 1-ლი ტაიმი დასრულდა თბილისის ვით ჯორჯიას გამარჯვებით 1:0. თამაშის მე-2 ტაიმი თბილისის ვით ჯორჯიას აშკარა უპირატესობით დაიწყო და თამაშის 78-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში თბილისის ვით ჯორჯიას 24 წლის ნახევარმცველის გიორგი გაფრინდაშვილის პასით გოლი გაიტანა თბილისის ვით ჯორჯიას 20 წლის ნახევარმცველმა ირაკლი ზარიძემ. თამაშის 82-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში გოლი გაიტანა თბილისის ვით ჯორჯიას 19 წლის ნახევარმცველმა ზურაბ მუსელიანიმ. მატჩი დასრულდა თბილისის ვით ჯორჯიას გამარჯვებით 3:0.

დინამო ბათუმი - რუსთავის მეტალურგი - 02.06.2019 19:00 გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის რიგით მე-4 მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის დინამო და რუსთავის მეტალურგი. მატჩი სრული ანშლაგიდ ჩაიარა. აქ აშკარად გამოიკვეთა ბათუმის დინამოს უპირატესობა და თამაშის 27-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა ბათუმის დინამოს 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. 1-ლი ტაიმის მიწურულს ბათუმის დინამოს კარში რუსთავის მეტალურგის 23 წლის ნახევარმცველის პასით გოლი გაიტანა რუსთავის მეტალურგის 22 წლის ნახევარმცველმა ნიკოლაი კაპიანიმ (წარმოშობით რუსეთი). 1-ლი ტაიმი დასრულდა ფრედ 1:1. თამაშის მე-2 ტაიმი ისევე როგორც 1-ლი ტაიმი ბათუმის დინამოს აშკარა უპირატესობით წარიმართა და თამაშის 70-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში ბათუმის დინამოს 25 წლის მცველის ვალერიან თევდორაძის პასით რუსთავის მეტალურგის კარში გოლი გაიტანა ბათუმის დინამოს 28 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ. მატჩი დასრულდა ბათუმის დინამოს გამარჯვებით 2:1 და სატურნრო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური. საერთო შედეგებით, ორი მატჩის გარდა (1. ბოლნისის სიონი - თბილისის ლოკომოტივი: 0:0 და 2. საჩხერეს ჩიხურა - თბილისის საბურთალო: 0:0 ) საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.


მინდა ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშები დღითი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ფეხბურთის სპეციალისტების, ასევე გულშემატკივრების მხრიდან.


საქართველოს ეროვნულიგის მე-17 ტური ასე გამიყურება:

  • გორის დილა - თბილისის დინამო - 06.2019 18:30 – 2:3
  • თბილისის ვით ჯორჯია - ტორპედო ქუთაისი - 06.2019 20:30 – 3:0
  • ბოლნისის სიონი - თბილისის ლოკომოტივი - 06.2019 17:00 – 0:0
  • დინამო ბათუმი - რუსთავის მეტალურგი - 06.2019 19:00 - 2:1
  • საჩხერეს ჩიხურა - თბილისის საბურთალო - 06.2019 21:00 – 0:0

ხოლო სატურნირო ცხრილი ასე გამიყურება:

  • დინამო ბათუმი 17 12 1 4 31-17 37
  • თბილისის საბურთალო 17 11 2 4 34-22 35
  • თბილისის დინამო 17 9 2 6 31-21 29
  • ქუთაისის ტორპედო 17 8 3 6 28-26 27
  • საჩხერეს ჩიხურა 17 5 8 4 21-15 23
  • თბილისის ლოკომოტივი 17 7 1 9 22-22 22
  • ბოლნისის სიონი 17 6 4 7 22-38 22
  • გორის დილა 17 5 4 8 18-20 19
  • თბილისის ვით ჯორჯია 17 4 2 11 10-22 14
  • რუსთავის მეტალურგი 17 2 5 10 18-32 11

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტური გაიმართება 14.06.2019 – 15.06.2019 -16.06.2019

  • 06.2019 19:00 - რუსთავის მეტალურგი - გორის დილა
  • 06.2019 21:00 - თბილისის საბურთალო - ბოლნისის სიონი
  • 06.2019 18:00 - ტორპედო ქუთაისი - საჩხერეს ჩიხურა
  • 06.2019 21:00 - ლოკომოტივი თბილისი - ბათუმის დინამო
  • 06.2019 19:00 თბილისის დინამო - თბილისის ვით ჯორჯია

შენიშვნა: ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო, თუ გინდათ, რომ ფეხბურთი გახადოთ თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროდ და ერთგვარი თქვენი ბიზნესი, ყოველთვის გააკეთედ ფსონი თითო თამაშზე ცალ-ცალკე, არაასდროს გააკეთოდ ექსპრეს ფსონი, ეს უკანასკნელი ბუკმეიკერებისთვისა.


როგორ ვმართოდ ჩვენი კაპიტალი? შეავსეთ თქვენი ბალანსი თქვენთვის სასურველი X ლარით. განვსაზღვროთ სათამაშო ბანკი, იგი ტოლია: X_20 %.


რამდენი ლარი დავდოთ თითო თამაშზე? განსაზღვრეთ რამდენიმე თამაში, რომელზეც გინდათ ფსონის გაკეთება, ვთქვათ ასეთი არის n მატჩი. თითო თამაშზე დასადები ფსონი = (X_20 %/n).


მაგ.: საქართველოს ეროვნული ლიგის 5 მატჩი ტარდება. ვთქვათ შეავავსეთ ექაუნტი 200 ლარით. სათამაშო ბანკი = 200_20 %= 40 ლარი. თითოეულ თამაშზე ვდებთ: 40 ლარი / 5 = 8 ლაარი. აკონტროლეთ თქვენი მოგება.



პატივისცემით იმედა შერიფაძე


0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0