x
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩების მიმოხილვა

16–ტურ


მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ პროექტი „ითამაშე და მოიგე“ ავტორი იმედა შერიფაძე. დღევანდელი სტატია შეეხება საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მიმოხილვას.


სანამ დავიწყებდე საუბარს უშუალოდ მე-16 ტურის მიმოხილვაზე, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი პროგნოზი ნაწილობრივ აღსრულდა, ორი მატჩის გამოკლებით და თუ თქვენ გააკეთებდით ფსონს, ისე როგორც მე მაქვს მითითებული შენიშვნაში, თქვენ მინესში არ დარჩებოდით, თქვენ მოიგებდით გარკვეულ თანხას. ამის დეტალურ განხილვას მოგახსენებთ შემდეგ სტატიაში.


ეხლა გადავიდეთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მიმოხილვაზე.


  • ტორპედო ქუთაისი - გორის დილა - მე-16 ტური დაიწყო 28.05.2019 17:00 წყალტუბოში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტორპედო ქუთაისი და გორის დილა. მატჩი გამოდგა საინტერესო და უხვგოლიანი. ტორპედო ქუთაისი სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა 27 ქულით, ხოლო გორის დილა მე-8 პოზიციაზე 18 ქულით. მატჩი დაიწყო გორის დილას აშკარა უპირატესობით და შესაბამისად ქუთაისის ტორპედომ საკუთარ კარში მიიღო სწრაფი გოლი, ეს გოლი ქუთაისლებისათვის იყო ცივი შხაპი. თამაშის მე-3 წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში გოლი გაიტანა გორის დილას 22 წლის თავდამსხმელმა გურამ გოშტელიანმა. ამ გოლის წყალობით ქუთათურები გამოფხიზლდნენ და აშკარა უპირატესობაც დაეუფლნენ. თამაშის მე-8 წუთზე პენალტით გორის დილას კარში ბურთი გაიტანა ქუთაისის ტორპედოს 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ. თამაშის მე-12 წუთზე გორის დილას კარში ბურთი გაიტანა ქუთაისი ტორპედოს 36 წლის ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში გორის დილას კარში 31 წლის მცველის დავით ხურცილავას პასით გოლი გაიტანა ქუთაისი ტორპედოს 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივიაძემ. 1-ლი ტაიმი დასრულდა ქუთაისის ტორპედოს გამარჯვებით 3:1. მე-2 ტაიმში ქუთაისის ტორპედომ ცოტათი მოადუნა ყურადრება, რითაც დაისჯნენ ქუთათურები და თამაშის 72-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში გორის დილას 25 წლის ნახევარმცველის ალვინ ფორტეს (წარმოშობით კაბო-ვერდედან) პასით გოლი გაიტანა გორის დილას 23 წლის თავდამსხმელმა დიდე კუგბენიამ (წარმოშობით ტოგოდან). თამაშის 74-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში გორის დილას 26 წლის მცველის თორნიკე გრიგალაშვილის პასით გოლი გაიტანა გორის დილას 24 წლის ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა. მატჩი დასრულდა ფრედ 3:3.

  • რუსთავის მეტალურგი - თბილისის დინამო - 05.2019 19:00 ჩატარდა მე-16 ტურის მატჩი რუსთავში სადაც ერთმანეთს დაუპირისპირად ადგილობრივი რუსთავის მეტალურგი და თბილისის დინამო. რუსთავის მეტალურგი სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა 11 ქულით, ხოლო თბილისის დინამო მე-4 პოზიციაზე 26 ქულით. თბილისის დინამომ სტუმრად მოახერხა მინიმალური ანგარიშით 0:1 ადგილობრივი რუსთავის მეტალურგის დამარცხება. თამაშის 32-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში თბილისის დინამოს 23 წლის მოთამაშის ლევან შენგელიას პასით გოლი გაიტანა თბილისის დინამოს 29 წლის ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ, რაც გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა. მატჩი დასრულდა თბილისის დინამოს გამარჯვებით 0:1.

  • თბილისის საბურთალო - თბილისის ვით ჯორჯია - 05.2019 21:00 ჩატარდა მე-16 ტურის მე-3 მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის საბურთალო და თბილისის ვით ჯორჯია. თბილისის საბურთალო სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა 34 ქულით, ხოლო თბილისის ვით ჯორჯია სატურნირო ცხრილში 10-ე პოზიციაზეა 11 ქულით. თამაში ჩატარდა თბილისის საბურთალოს აშკარა უპირატესობით და გაიმარჯვენ ანგარიშით 3:0. თამაშის 28-ე წუთზე თბილისის ვით ჯორჯიას კარში გოლი გაიტანა თბილისის საბურთალოს 23 წლის თავდამსხმელმა (წარმოშობით ფრანგი) ვაგნერ გონსალვესმა. 1-ლი ტაიმი დასრულდა თბილისის საბუთალოს გამარჯვებით ანგარიშით 1:0. მე-2 ტაიმი, ისევე როგორც 1-ლი ტაიმი თბილისის საბურთალოს აშკარა უპირატესობით წარიმართა. თამაშის 64-ე წუთზე თბილისის ვით ჯორჯიას კარში თბილისის საბურთალოს 20 წლის ნახევარმცველის გიორგი კოხრეიძის პასით გოლი გაიტანა თბილისის საბურთალოს 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა შიდაგორიძემ. თამაშის 70-ე წუთზე თბილისის ვით ჯორჯიას კარში გოლი გაიტანა თბილისის საბურთალოს 27 წლის ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ. მატჩი დასრულდა თბილისის საბურთალოს გამარჯვებით 3:0.

  • თბილისის ლოკომოტივი - საჩხერეს ჩიხურა - 05.2019 18:30 გაიმართა მე-16 ტურის მე-4 მატჩი სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ადგილობრივი თბილისის ლოკომოტივი და საჩხრეს ჩიხურა. აქ აშკარა ფავორიტის გამოყოფა ჩვენ გაგვიჭირდა, რადგან ორივე გუნდი მინდორზე გამოვიდა ძალიან მოტივირებული. 1-ლი ტაიმი დასრულდა ფრედ 0:0. მე-2 ტაიმში უმნიშვნელო უპირეტესობას დაეუფლნენ თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები. თამაშის 85-ე წუთზე საჩხერეს ჩიხურას კარში თბილისის ლოკომოტივის 21 წლის ნახევარმცველის დვით სამურკასოვის პასით გოლი გაიტანა თბილისის ლოკომოტივის 19 წლის თავდამსხმელმა შოთა შეკლიაძემ. თამაშის მიწურულს დამატებით 93-ე წუთზე საჩხერეს ჩიხურას კარში თბილისის ლოკომოტივის 27 წლის ნახევარმცველის ლაშა გვალიას პასით გოლი გაიტანა თბილისის ლოკომოტივის 28 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ. მატჩი დასრულდა თბილისის ლოკომოტივის გამარჯვებით 2:0

  • დინამო ბათუმი - ბოლნისის სიონი - მე-16 ტური დასრულდა 29.05.2019 20:30-ზე. სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ადგილობრივი ბათუმის დინამო და ბოლნისის სიონი. მატჩი ჩატარდა სრული ანშლაგით და ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა 34 ქულით, ხოლო ბოლნისის სიონი მე-7 პოზიციაზე 21 ქულით. თამაშის 38-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში ბათუმის დინამოს 32 წლის მცველის გიორგი ნავალოვსკის პასით გოლი გაიტანა ბათუმის დინამოს 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. 1-ლი ტაიმი დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით 1:0. თამაშის მე-2 ტაიმი, ისევე როგორც 1-ლი ტამი ბათუმელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. თამაშის 62-ე წუთზე პენალტით ბოლნისის სიონის კარში გოლი გაიტანა 23 წლის ნახევარმცველმა (წარმოშობით ბრაზიელმა) გაბრიელ რამოსმა. თამაშის 66-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა ბათუმის დინამოს 25 წლის ნახევარმცველმა (წარმოშობით ნიგერიელმა) ბენჟამინ ტეიდიმ. თამაშის 77-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში ბათუმის დინამოს 28 წლის თავდამსხმელის ნიკოლოზ საბანაის პასით ბათუმის დინამოს 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა დუბლი შეასრულა. თამაშის 85-ე წუთზე ბათუმის დინამოს კარში პრესტიჟის გოლი გაიტანა ბოლნისის სიონის 22 წლის მცველმა რომან ჩაჩუამ. თამაშის მიწურულს 93-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში ბათუმის დინამოს 25 წლის მცველის ვალერიან თევდორაძის პასით გოლი გაიტანა ბათუმის დინამოს 28 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაზემ. მატჩი დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით 5:1.


საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური.

  • ტორპედო ქუთაისი - გორის დილა – 3:3
  • რუსთავის მეტალურგი - თბილისის დინამო - 0:1
  • თბილისის საბურთალო - თბილისის ვით ჯორჯია - 3:0
  • თბილისის ლოკომოტივი - საჩხერეს ჩიხურა - 2:0
  • დინამო ბათუმი - ბოლნისის სიონი – 5:1

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური გაიმართება 01.06.2019 – 02.06.2019


საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური

  • 06.2019 18:30 გორის დილა - თბილისი დინამო
  • 06.2019 20:30 თბილის ვით ჯორჯია- ტორპედო ქუთაის
  • 06.2019 17:00 ბოლნისის სიონო - თბილისის ლოკომოტივი
  • 06.2019 19:00 დინამო ბათუმი - რუსთავის მეტალურგი
  • 06.2019 21:00 საჩხერეს ჩიხურა - თბილისის საბურთალო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს აქვს შემდეგი სახე.


სატურნირო ცხრილი

  • ბათუმის დინამო - 16 11 1 4 29-16 34
  • თბილისის საბურთალო - 16 11 1 4 34-22 34
  • ტორპედო ქუთაისი - 16 8 3 5 28-23 27
  • დინამო თბილისი - 16 8 2 6 28-19 26
  • საჩხერეს ჩიხურა - 16 5 7 4 21-15 22
  • თბილისის ლოკომოტივი - 16 7 0 9 22-22 21
  • ბოლნისის სიონი - 16 6 3 7 22-38 21
  • გორის დილა - 16 5 4 7 16-17 19
  • რუსთავის მეტალურგი - 16 2 5 9 17-30 11
  • თბილისის ვით ჯორჯია - 16 3 2 11 7-22 11

შენიშვნა: ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო, თუ გინდათ, რომ ფეხბურთი გახადოთ თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროდ და ერთგვარი თქვენი ბიზნესად, ყოველთვის გააკეთედ ფსონი თითო თამაშზე ცალ-ცალკე, არაასდროს გააკეთოდ ექსპრეს ფსონი, ეს უკანასკნელი ბუკმეიკერებისთვისა.


როგორ ვმართოდ ჩვენი კაპიტალი? შეავსეთ თქვენი ბალანსი თქვენთვის სასურველი X ლარით. განვსაზღვროთ სათამაშო ბანკი, იგი ტოლია: X_20 %.


რამდენი ლარი დავდოთ თითო თამაშზე? განსაზღვრეთ რამდენიმე თამაში, რომელზეც გინდათ ფსონის გაკეთება, ვთქვათ ასეთი არის n მატჩი. თითო თამაშზე დასადები ფსონი = (X_20 %/n).


მაგ.: საქართველოს ეროვნული ლიგის 5 მატჩი ტარდება. ვთქვათ შეავავსეთ ექაუნტი 200 ლარით. სათამაშო ბანკი = 200_20 %= 40 ლარი. თითოეულ თამაშზე ვდებთ: 40 ლარი / 5 = 8 ლაარი. აკონტროლეთ თქვენი მოგება.


პატივისცემით იმედა შერიფაძე



0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0