x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჭეშმარიტია თუ მცდარი, რომ ავად ყოფნის დროს ალენ დელონი ვაჟა-ფშაველას პოემებს კითხულობდა?
დიდი ხანია, ინტერნეტსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალენ დელონმა ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოში ჩამოსვლამდე გაიგო. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ავად ყოფნის დროს ალენ დელონი ვაჟა-ფშაველას პოემებს კითხულობდა.



image



ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, რომ არა საინტერესო წიგნი. ხელში შემთხევვით ჩამივარდა ერთი უცნობი პოეტის თხზულებანი. მისმა ფილოსოფიურმა ნააზრევმა, სილბომ, სულის სიდიადემ და კეთილშობილებამ მართლაც გადამარჩინა…



სამწუხაროდ, მას თითქმის არავინ იცნობს ევროპაში. ის გახლავთ ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა, – ამბობს ალენ დელონი, – მომხიბლა მისმა თვითმყოფადობამ და სიღრმემ. ეს გახდა მიზეზი ჩემი ქართული ლიტერატურით დაინტერესებისა“.





სწორედ ზემოთ ხსენებული შინაარსის სტატიებითაა სავსე უამრავი ლიტერატურული გვერდი. ისე კი, კარგი იქნებოდა ცოტაოდენი მაინც გაეგოთ ამ ბუმბერაზი მწერლის შესახებ.




ამ მოსაზრების მცდარობა მაშინ დადასტურდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მყოფმა ალენ დელონმა ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვაჟას შესახებ მას მანამდე არაფერი სმენოდა.




„არაფერი ვიცოდი საქართველოსა და ქართველების შესახებ. 10 წლის წინ გორბაჩოვმა და ედუარდ შევარდნაძემ დამაჯილდოვეს და გავიგე საქართველოს შესახებ. პირველად ვარ საქართველოში. აქამდე არავის მოვუწვევივარ აქ. ასევე არაფერი ვიცოდი ქართული კინემატოგრაფიის შესახებ, მაგრამ დავინტერესდი და უნდა გავეცნო ქართულ კინოს. ასევე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლების წინ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ისიც დაიწერა, თითქოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კითხვის დროს ვისწავლე ქართული ლაპარაკი. ისე, უკვე მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება“, -განაცხადა ალენ დელონმა.






0
778
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0