ასტროლოგია 10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა 2019, 30 მაისი, 19:34 ლომობა არ არის ადვილი. ისინი თავის უნებურად იქცევენ ყურადღებას და ეს ბევრს აღიზიანებს. მათ ამპარტავნებაში, ამბიციურობაში, ქედმაღლობასა და პატივმოყვარეობაში ადანაშაულებენ. ცეცხლოვან ნიშნებს აგრესიის ამოფრქვევაც ახასიათებთ პერიოდულად. ამიტომ ბევრი მტერი ჰყავთ, ხშირად მათ შორისაც, ვინც მეგობრებად მიაჩნიათ, თავად კი, რადგან, ფიქრობენ, რომ ყველა მათნაირად კეთილგანწყობილია, ვერაფრით უშვებენ ამას. არადა ლომების დაკარგვა არ ღირს, რადგან: 1.ლომები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კეთილშობილი არსებები არიან გაბოროტებული ლომი იშვიათია, ძალიან იშვიათი, თუ, რა თქმა უნდა, პირად რუკაზე რომელიმე სხვა ბოღმიანი ნიშნების გავლენა არ აქვს. მტრებს მაშინვე ესვრიან ხელთათმანს და დუელში გამოიწვევენ, მათ კი, ვინც პატიებას ითხოვს, დიდსულოვნად მიუტევებენ ძალიან დიდ შეცდომებსაც კი და ყველა სიბოროტეს ისე ივიწყებენ, თითქოს არ ყოფილა. 2. მუდამ მზად არიან დასახმარებლად ლომები ყველაზე გულუხვი ადამიანები არიან, შეიძლება ითქვას, მფლანგველებიც კი. ძუნწი ლომი ძალიან იშვიათი მოვლენაა. არასოდეს არაფერი ენანებათ. უკანასკნელ 100 ლარიანს დაუფიქრებლად გამოგიწვდიან ისე, რომ ზედმეტი მადლობებით იქეთ უხერხულად შეიძლება იგრძნონ თავი. ეს შეძენილი თვისება კი არა, თანდაყოლი ხასიათია. საჩუქრებსაც ყოველთვის ძვირფასს არჩევენ. საუკეთესო ემეტებათ თქვენთვის და თუ რამით შეუძლიათ დახმარება, სიხარულით გეხმარებიან, თანაც სულ უანგაროდ. მათ ბედნიერებას ანიჭებთ იმის შეგრძნება, რომ გეხმარებიან. 3. საოცარ პოზიტივს ასხივებენ სიცოცხლით სავსე და მზიანი ხალხია. მათ ხომ მზე მართავს. ულევი ენერგია აქვთ. არ უყვართ წუწუნი და თავიანთი პრობლემების სხვებისთვის თავს მოხვევა. ხალხში მუდამ კარგ ხასიათზე არიან და ოპტიმიზმს ასხივებენ. 4. იციან როგორ აქციონ თქვენი ცხოვრება დღესასწაულად ლომი თავისი წრის სული და გულია. მის გარეშე არც შატალოზე წასვლას აქვს აზრი და არც რესტორანში მოლხენას. წვეულება, რომელსაც ერთი ლომი მაინც არ ესწრება, წვეულება არ არის. მარილი დააკლდება. ლომები ხომ თვითნაბადი შოუმენები არიან. იციან როგორ აიყოლიონ ხალხი, როგორ გაართონ, როგორ გაამხიარულონ და ატარებინონ დრო. მათ კომპანიაში მოწყენა შეუძლებელია. 5. ისინი გულით მოქმედებენ ლომებს გული მართავთ. მთელი გულით უყვართ, მგზნებარედ და გულწრფელად. საოცრად პატიოსნები არიან. არ მალავენ გრძნობებს და ყოველთვის პირდაპირ ამბობენ და აკეთებენ იმას, რაც უნდათ. 6. ზურგში არასოდეს ჩაგცემენ ლახვარს ისინი ამას არასოდეს იკადრებენ. მათ აქვთ ძალა თვალებში ჩაგხედონ და ისე გამოგღადრონ ყელი, თუ ამას იმსახურებთ. ზურგს უკან საფლავის თხრა მათი სტილი არ არის. შურისმაძიებლობამდე არასოდეს დაეშვებიან. თუ ომობენ, ომობენ ღიად, დამახსოვრება და ხელსაყრელი დროის ლოდინი არ ჩვევიათ. 7. ხედავენ სხვის ღირსებებს და ეხმარებიან ნიჭის რეალიზებაში ლომები საუკეთესო პრომოუტერები არიან. თავად ნიჭიერებს, სხვების ნიჭი და ღირსება არასოდეს ეპარებათ და ყოველთვის ცდილობენ სცენაზე აგიყვანონ და გაგარეკლამონ. იმდენად თავდაჯერებულნი არიან, თქვენი არ შეშურდებათ და თუკი საშუალება მიეცემათ, აუცილებლად შეგიწყობენ ხელს აღიარების მოპოვებაში. 8. კეთილგანწყობილები არიან იმდენად კეთილგანწყობილები, რომ ვერ წარმოუდგენიათ, თუ ვინმეს რამე ბოროტი უდევს გულში. ეს თვისება მათ იმდენად გულუბრყვილო და მიამიტ არსებებად აქცევთ, მათი მოტყუება ადვილია. 9. არასოდეს გიღალატებენ ძალიან ერთგულები არიან. როგორც თქვენი ისე საკუთარი პრინციპების. ღალატი სულმდაბლობაა. ლომი ამ დონემდე არასოდეს დაეშვება. 10. ისინი საკუთარი ღირსების გრძნობით ცოცხლობენ "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" – ეს ლომების დევიზია. იმდენად ამაყები არიან, თავმოყვარეობის შელახვას, სიკვდილი ურჩევნიათ, ამიტომ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე დგანან და უკადრებელს არასოდეს იკადრებენ. ლომები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან! და საერთოდაც, მადლობელი იყავით, რომ მასთან ურთიერთობის პატივი გერგოთ! ყველას კი არ უმართლებს ასე! ასევე დაგაინტერესებთ:10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კირჩხიბის დაკარგვა10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვასტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები. 1763 1-ს მოსწონს
|