x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კირჩხიბის დაკარგვა
image


არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ადვილია სანამ დაუხალოვდები, სანამ მასთან იცხოვრებ, სანამ შენიანი გახდება, მერე კი სირღმეში ყველაფერი ფუჭდება. აი, კირჩხიბთან ყველაფერი პირიქითაა. უბრალო ნაცნობები ვერაფრით მიხვდებიან, რამხელა საჩუქარია მასთან სიახლოვე.


მართალია, ვერ ვიტყვით, რომ კარგი ხასიათი აქვს, მას უბრალოდ ბევრი ხასიათი აქვს, თანაც სულ ნაირ-ნაირი. მის თვალებში ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია… პერიოდულად ცვალებადი მოღრუბლულობით, მაგრამ სამაგიეროდ გულში ბუხარი უგიზგიზებს და თუ ამ გულთან მიგიშვათ, ნებისმიერ ამინდში გარანტირებული გექნებათ სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვე და თქვენც არსად მოგინდებათ წასვლა, რადგან:



1.კირჩხიბი ყველაზე მზრუნველი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის




იგი პატარა უფლისწულია. გახსოვთ როგორი რუდუნებით უვლის თავის ვარდს? "ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე". არასოდეს ავიწყდება თავზე სარქველის დახურება და გამუდმებით იმაზე დარდობს, როგორ იქნებით მის გარეშე.



2. ფუჭად არ ხარჯავს საკუთარ გრძნობებს



"თქვენ მშვენიერნი ხართ, მაგრამ ცარიელნი, რადგან არავინ გაწირავს თავს თქვენთვის. ჩვეულებრივი გამვლელი იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ერთადერთია ჩემთვის, იგი ყველა ვარდზე ძვირფასია, რადგან ჩემია"… კირჩხიბი ის ტიპი არ არის, ზედაპირულ ურთიერთობებზე დაიხარჯოს. ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ახლობლებისთვის ემეტება. როგორიც არ უნდა იყოთ, მაინც განსაკუთრებული იქნებით მისთვის.



3. უსიტყვოდ ესმის თქვენი



იგი ძალიან მგრძნობიარეა, ენერგეტიკულ დონეზე გგრძნობთ. შესანიშნავი ინტუიცია აქვს, ფსიქოლოგიური უნარები და კარგად იცნობს ადამიანის შინაგან ბუნებას. მან თქვენი ახსნის გარეშეც ზუსტად იცის, რა გჭირდებათ და მზად არის დასახმარებლად.



4. ყალბი არ არის



იმიჯი დიდად არ ადარდებს. არ თამაშობს შთაბეჭდილების მოსახდენად. ბუნებრივია. ისეთია, როგორიცაა. მისთვის მთავარი შინაგანი მდგომარეობა, სულიერი სიმშვიდეა და არა რეპუტაცია, ის, თუ რას იტყვიან სხვები.



5. უანგაროა



ზოგადად, ადამიანები, როცა გასცემენ, სანაცვლოდაც რაღაცას ელიან. აი, კირჩხიბი კი გაცემით იღებს სიამოვნებას. მას მოსწონს, როდესაც რაღაცას აკეთებს თქვენთვის, ბედნიერია, როცა საჭიროა. არასოდეს გაყვედრით, რაც თქვენთვის გააკეთა, რადგან მისთვის თქვენი ღიმილიანი სახე ყველაზე დიდი საჩუქარია.



6. თბილია



სულში ჩაგისვამთ, თუ შეგიყვარათ. სულ ჩახუტება და მოფერება უნდა. გულგრილად ვერასოდეს ჩაგივლით გვერდზე. საკმაოდ მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს და გრძნობების გამომჟღავნება არ უჭირს, როცა ემოციური უსაფრთხოება გარანტირებული აქვს. როცა ყველაფერი გარკვეულია და თქვენს სიყვარულში დარწმუნებული, მისი სიმორცხვე სინაზედ გადაიქცევა და იმხელა სიყვარულის ბუშტი სკდება, კოცნები პანტაპუნტით ცვივა ციდან...



7. ერთგულია



თუ თქვენია, თქვენია. შეგიძლიათ თვალდახუჭულმა ენდოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არაადეკვატური ქცევები ახასიათებს და არც ისე ადვილია მისი განწყობის პროგნოზირება, შეგილიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ გიღალატებთ და არაფრით დაგთმობთ.



8. უპირობოდ უყვარხართ


405ff776727bee5ec26686664ffe804c


ეს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც შეუძლია ნაწყენიც იყოს, გაბრაზებულიც და მაინც უყვარდეთ, მაინც ზრუნავდეს თქვენზე. აი, აი ზუსტად ის ტიპი უჟმური სახით ცხვირაბზუებული რომ მოგყვებათ გვერდით წვიმაში, არ გიმჩნევთ, ხმას არ გცემთ და ქოლგას მაინც გაფარებთ.



9. მის გვერდით ყველაზე მეტად დაცული ხართ



შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. არასოდეს არაფერი ავიწყდება. საყვარელ ადამიანებზე ფარივით არის გადაფარებული. ყველაფერი თქვენ ნაცვლად ახსოვს და ყველაფერი თქვენ ნაცვლად ადარდებს. იგი ციხესიმაგრეა, სახლია, სადაც მყუდროდ და უსაფრთხოდ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი.



10. იგი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ამჟღავნებს



ამბობენ, რომ კირჩხიბი დამგროვებელია, უსაფრთხოდ რომ იგრძნოს თავი, შავი დღისთვის ყოველთვის აქვს გადანახული რაღაც რეზერვში. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ მატერიალურ სამყაროს არ ეხება. სულშიც უამრავი სამალავი აქვს, სადაც მის საუკეთესო მხარეს ინახავს, განსაკუთრებულ უნარებს და იმ თვისებებს, რომლებიც ამ ჩვენს სიყვარულისგან გაძარცვულ სამყაროში ძალიან გაიშვიათდა. იგი იმაზე მდიდარია სულიერად, ვიდრე გარედან ჩანს, ფასადების შეფერადებაზე რესურსს არ ხარჯავს, შიგნით აქვს მაქსიმალური კომფორტი შექმნილი და თუ შინ მიგიპატიჟათ, შეთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.


კირჩხიბი ადამიანი სახლია! შედიხარ – შინ ხარ. მყუდროდ ხარ. მშვიდად ხარ…

შედიხარ და რჩები...




ასევე დაგაინტერესებთ:


10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა


გაიცანით წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები - კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზუსტი დახასიათება


მიწაზე ყველაზე მყარად მდგომი ზოდიაქოს ნიშნები - როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა


ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება



ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

2
1095
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1095
  
2019, 3 ივნისი, 20:10
ზუსტად ემთხვევა ჩემ ხასიათს. ასე რომ დაიჯერეთ
2019, 1 ივნისი, 10:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2