x
image
_K_
6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს
imageბევრ ისტორიკოსს სჯერა, რომ ალბერტ აინშტაინის ცოლს დიდი წვლილი მიუძღოდა ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებაში, რადგან ნიჭიერი მათემატიკოსი იყო. თუმცა, რაღაც მიზეზის გამო, მისი მიღწევები ჩაწერილი არაა და არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამ ფაქტს დაამტკიცებს. სამაგიეროდ, შემორჩენილი და გამჟღავნებულია სხვა ქალების მიმართ უსამართლოდ მოქცევის შემთხვევები. ამერიკელ მხატვარ მარგარიტ კიანს მოუწია, სასამართლოში სარჩელი შეეტანა, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ქმარი ნახატებს ჰპარავდა, ხოლო ასტროფიზიკოს სუზან ჯოსელინ ბელ ბარნელს ათწლეულების განმავლობაში ჯილდო არ მიუღია პულსარის აღმოჩენისთვის.


სტატიაში გაგაცნობთ 6 ქალის ისტორიას, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს.








მწერალი უირიტერ კოლეტი

image20 წლის სიდონი-გაბრიელ კოლეტი მწერალზე დაქორწინდა, რომელსაც უილი ერქვა. 8 წლის განმავლობაში კოლეტიმ 8 ნოველა დაწერა, რომლებიც მისი ქმრის სახელით გამოიცა და კაცს პოპულარობა მოუტანა.

კოლეტის ამის ატანა აღარ შეეძლო, ამიტომაც ქმარს გაშორდა და მწერლის კარიერა დაიწყო. მისი ყველაზე დიდი პროფესიული მიღწევა იყო ნობელის პრემიაზე ნომინაცია 1948 წელს. ასევე, ის გონკორტის აკადემიის პირველი ქალი წევრი იყო.


ბროდვეის მიუზიკლი "ჯიჯი" კოლეტის ერთ-ერთ წიგნზე დაყრდნობით შექმნეს, მასში მონაწილეობა კი ოდრი ჰეპბერნიმ მიიღო, რომელიც იმ დროს ცნობილი არ იყო.

imageმწერლის ცხოვრებაზე რამდენიმე ფილმი გადაიღეს. ბოლო მათგანი 2018 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს კირა ნაითლი ასრულებს.

image








მხატვარი მარგარეტ კინი

image

როცა მარგარეტ კინიმ გაიგო, რომ მის ნახატებს მეუღლე თავისი სახელით ყიდდა, განრისხდა. თუმცა, ქმარმა დაარწმუნა, რომ ამ გზით ფულის შოვნა უფრო მარტივი იყო. მათ ერთი წელი გაატარეს კამათში, მაგრამ ბოლოს ქმარმა მაინც შეძლო მეუღლის დაყოლიება.

imageმარგარეტის მეუღლე უოლტერი 1960-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი მხატვარი გახდა. მისი პოპულარობის პიკის დროს ხანდახან მარგარეტი დღეში 16 საათსაც კი მუშაობდა. ქმარმა ის დააშინა, რომ მოკლავდა, თუ ვინმეს სიმართლეს ეტყოდა.

imageსწორედ მაშინ მარგარეტმა გადაწყვიტა, რომ მეუღლეს გაშორებოდა და მისთვის სასამართლოში ეჩივლა. იმისთვის, რომ სიმართლე დაედგინათ, მოსამართლემ ცოლ-ქმარს სთხოვა, სასამართლო პროცესის დროს დიდთვალებიანი ნახატები დაეხატათ. სწორედ დიდი თვალები იყო მარგარეტის ნახატის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. უოლტერმა ხატვა იუარა და მოიმიზეზა, რომ მხარი სტკიოდა. მარგარეტმა კი ერთ საათში შეძლო დავალების შესრულება და პროცესი მოიგო კიდეც.


ამ ამბავზე ფილმიც არის გადაღებული, სახელად "დიდი თვალები". მთავარ როლებს ემი ადამსი და ქრისტოფ უოლტსი ასრულებენ. როლისთვის ემი ადამსი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

image








ასტროფიზიკოსი სუზან ჯოსელინ ბელ ბარნელი

image

სუზან ჯოსელინ ბელ ბარნელი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ციური სხეულების უჩვეულო მოძრაობა შეამჩნია, რასაც მოგვიანებით პულსარები (ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც სწრაფად ბრუნავს ღერძის გარშემო, ასხივებს რეგულარულ რადიო ტალღებს) დაარქვეს. 7 წლის შემდეგ კი, მისმა ორმა კოლეგამ - ანტონი ჰეუიშიმ და მარტინ რაილიმ ნობელის პრემია მიიღეს პულსარის აღმოჩენისთვის. ბურნელი, რომელმაც რევოლუციური როლი შეიტანა აღმოჩენაში, არც კი მოიხსენიეს.

მხოლოდ 50 წლის შემდეგ მიიღო ბარნელიმ სპეციალური პრიზი ფიზიკაში შეტანილი წვლილისთვის 3 მილიონი დოლარის ოდენობით. აქამდე ამ რაოდენობის პრიზი მხოლოდ სამჯერ იქნა გაცემული.








ფიზიკოსი და რადიოქიმიის ექსპერტი ლიზა მაიტნერი

imageლიზა მაიტნერი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ატომის გახლეჩა ახსნა და მისი ფეთქებადი ბუნება იწინასწარმეტყველა. ლიზას მთავარი პრიზი არ მიუღია. ნობელის პრემია ქიმიაში გადაეცა ოტო ჰანს, რომელთან ერთადაც ლიზა 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მაიტნერმა უარყო მონაწილეობა ბირთვული იარაღის შექმნაში. მისი ეპიტაფია საფლავის ქვაზე ასეთია: "ლიზა მაიტნერი: ფიზიკოსი, რომელსაც არასდროს დაუკარგავს ადამიანურობა".








ბიოფიზიკოსი როზალინდ ფრანკლინი

imageროზალინდ ფრანკლინი და მაურის უილკინსი სხვადასხვა კვლევითი ჯგუფების მმართველები იყვნენ. ორივე მათგანი დნმ-ს სწავლობდა. ფრანკლინის მიერ გადაღებულმა ფოტომ მეცნიერების მეორე ჯგუფის ჰიპოთეზა დაადასტურა და ამ აღმოჩენის შესახებ სტატიაც გამოქვეყნდა.

დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა არა როზალინდ ფრანკლინის გუნდი, არამედ - მაურის უილკინსისა. მისი წვლილი კი ამ აღმოჩენაში არავის უხსენებია.








მიკრობიოლოგი და გენეტიკოსი ესთერ ლედერბერგი

imageესთერ ლედერბერგი ბაქტერიული გენეტიკის პიონერი იყო. მის ისტორიაში ყოფილი ქმრის, ჯოშუა ლედერბერგის სახელი დიდ როლს თამაშობს. ჯოშუა კარგად ცნობილი მეცნიერი იყო, რომელმაც ყველაფერი მიითვისა, რაზეც ცოლ-ქმარი ერთად მუშაობდა.

1958 წელს ჯოშუამ ნობელის პრემია მიიღო და თავისი ცოლის მონაწილეობა კვლევებში არც კი უხსენებია. საბოლოოდ, ისინი განქორწინდნენ.








ბონუსი: მათემატიკოსი მილევა-მარიჩ აინშტაინი

imageისტორიკოსებს არ მოეპოვებათ არანაირი მტკიცებულება იმისა, თუ რა როლი შეიტანა აინშტაინის ცოლმა ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებაში. ზოგიერთი ადამიანის აზრით, ალბერტი გენიოსი იყო, რომელიც განათლებულ ქალზე დაქორწინდა; ზოგი კი ფიქრობს, რომ მისი კვლევებისთვის მათემატიკურ ნაწილს ცოლი ამზადებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა აღიარებს, რომ მილევა ერთ-ერთი პირველი ფიზიკოსი ქალი იყო, რომელიც მივიწყებულ იქნა.

აინშტაინი ცოლისადმი მიწერილ წერილებში ხშირად იყენებს ფრაზებს "ჩვენი ნამუშევარი", "ჩვენი თეორია" და "ჩვენი კვლევა". მან ერთხელ თქვა: "ჩემი ცოლი ძალიან მჭირდება, რადგან ყველა მათემატიკურ პრობლემას ის მიგვარებს".








ასევე დაგაინტერესებთ:


1. სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე

image


2. მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი

image


3. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია

image

0
573
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0