x
image
_K_
ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი ქალის ისტორია: როგორი იყო 50 წელი ტირანთან ერთად ცხოვრება
image

ვიქტორ ჰიუგო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი მწერალი და ათობით უკვდავი ნაწარმოების ავტორი. თავის წიგნებში მან აღბეჭდა ნოტრ-დამის კუზიანი კვაზიმოდო და ესმერალდა. მისი სხვა ცნობილი რომანები "საბრალონი" და "კაცი, რომელიც იცინის" მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა. გენიალური მწერლის ქმნილებების ერთ-ერთი პირველი მკითხველი მისი საყვარელი ქალი - ჯულიეტ დროუტი იყო, რომელიც ასწორებდა მის ხელნაწერებს 50 წლის განმავლობაში, მაგრამ საკუთარი თავისთვის ახალი კაბის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა.


ჯულიეტის ისტორია ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ის არის ქალი, რომელმაც არაერთი დაბრკოლება გამოიარა ჰიუგოსთან ერთად და გახდა ისეთი მონური სიყვარულის მსხვერპლი, როგორიც ძნელად დასაჯერებელია.






ცნობილი გენიოსი და მისი საყვარელი ქალი

image"იმ დღეს, როცა გვერდით ჩაგივლის ქალი, რომელიც სიარულისას ასხივებს, სრულიად იკარგება; ამ დროს გიყვარდება და არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია: უნდა იფიქრო მასზე ისე დაჟინებით, რომ სხვა გზა არ დაუტოვო შენზე ფიქრის გარდა". - თქვა ჰიუგომ ჯულიეტზე საუბრისას. ისინი ერთმანეთს მისი ერთ-ერთი ნოველის კითხვისას შეხვდნენ, როცა 27 წლის ჯულიეტი ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა. მაშინ იწყებოდა სიყვარულის ამბავი, რომელიც მათ უსაზღვრო ბედნიერებას, ღალატის მწუხარებას და იმედგაცრუებას მოუტანდა.



ჯულიენ ჟოსეფინ ჯოვანის ბავშვობა მარტივი ნამდვილად არ იყო. მამამისი მკერავი, დედა კი მოსამსახურე იყო. დაბადებიდან რამდენიმე თვეში ჯულიეტს დედა გარდაეცვალა, ერთი წლის შემდეგ კი - მამაც. გოგონას ბიძა ზრდიდა. ლიტერატურისა და პოეზიის სწავლის შემდეგ, 1825 წელს ის მოქანდაკე ჯეიმს პრადიერს შეხვდა, რომელთანაც ქალიშვილი - კლერი შეეძინა. თუმცა, ჯეიმსს ჯულიეტი ცოლად არ მოუყვანია, რადგან აზროვნებით ქორწინების ტრადიციის წინააღმდეგი იყო. 1829 წელს ჯულიეტმა მსახიობის კარიერა დაიწყო და კურტიზანის თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა.


ჰიუგო მოხიბლული იყო ახალი კომპანიონით, მაგრამ ერთი რამის სრცხვენოდა - მისი რჩეული ქალწული არ იყო. მდიდარი სპონსორების ფული ჯულიეტის ერთადერთი შემოსავალი იყო და ამ ფულს საკუთარ თავზე ხარჯავდა. თუმცა, დესპოტური ურთიერთობის დაწყების შემდეგ ქალი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თეატრი, უარი ეთქვა საკუთარი თავის რჩენაზე და დასთანხმებოდა სიღარიბეს.






მდიდარი ქალიდან ღარიბ ქალამდე

image

მიუხედავად იმისა, რომ ჰიუგო მდიდარი და ძლევამოსილი იყო, საყვარელი ქალის რჩენას არ აპირებდა. მისი აზრით, ჯულიეტისთვის ფულის მიცემა ცუდი შესახედი იყო და ეზიზღებოდა ამ ტიპის ქალები. მან ჯულიეტს აუკრძალა მისი ნებართვის გარეშე ვინმესთან საუბარი და სახლის დატოვებაც კი. ამავე დროს, მწერალი სხვა ქალზე იყო დაქორწინებული და ოჯახის მიტოვებას არ აპირებდა. ასევე, არ სურდა ჯულიეტთან დაშორება და ქალს თავის მდივნად დააწყებინა მუშაობა, რომელიც მის ყველა ნამუშევარს გადაიკითხავდა და შეასწორებდა.


ეჭვიანობით სავსე ჰიუგოს სიყვარული ხშირად აქცევდა ტირანად და ჯულიეტის მფლობელივით იქცეოდა. ქალი ამის წინააღმდეგი არ იყო და მზაობას გამოთქვამდა, საყვარელი კაცისთვის თავი შეეწირა. ამ დროს, მევალეებისგან შეწუხებულ დროუტს უწევდა საკუთარი ნივთების დაგირავება. ფინანსური გაჭირვების გამო, ხშირად მას ბუხარში ცეცხლის ანთების საშუალებაც კი არ ჰქონდა და მთელი დღეები საწოლში იწვა, თბილად რომ ყოფილიყო. ჰიუგო ჯულიეტს უფლებას არ აძლევდა, რაიმე ახალი ეყიდა.






გაცვეთილი კაბები და გაუარესებული მდგომარეობა

image

ჰიუგო ჯულიეტს სიყვარულის უფლებას აძლევდა, მაგრამ არ ავიწყდებოდა ცოლიც, რომელსაც მაშინ, როცა ჯულიეტთან სიყვარულის მწვერვალში იყო, ასეთ რამეს სწერდა: "დაისვენე, ჩემო ადელ, ისიამოვნე ცხოვრებით და უთხარი ჩვენს პატარებს, რომ იხალისონ და იბედნიერონ. თქვენზე ყოველთვის ვფიქრობ და ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად იყოთ. მიყვარხარ ნაზი სიყვარულით, ჩემო ადელ"...


მწერალი ყოველთვის მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჯულიეტს საერთოდ არ ეხებოდა. როცა საბოლოოდ ქალს მიეცა უფლება, თან ხლებოდა მწერალს ვიღაცასთან შეხვედრისას, მას ძაღლივით ჩუმად და მოთმინებით მოუწია კაბრიოლეტში ლოდინი. ერთ-ერთ წერილში ჰიუგოსადმი ჯულიეტი წერს: "მადლობა, რომ მაწანწალა ძაღლივით მექცევი" და "ჩემ მიმართ ძალიან სასტიკი ხარ".


10 წელიწადზე მეტ ხანს ნებაყოფლობით განდეგილად ცხოვრების გამო ჯულიეტის სილამაზე გაიცვითა. ის არამიმზიდველი გახდა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა. ამასთანავე, ქალი არ წყვეტდა ჰიუგოს ქება-დიდებას და ეუბნებოდა, რომ დროის გასვლასთან ერთად მწერალი უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდებოდა.


1851 წელს მან შოკისმომგვრელი სიახლე შეიტყო: ჰიუგოს ერთ-ერთმა საყვარელმა მას მწერლის წერილები გაუგზავნა, საიდანაც ქალმა შეიტყო, რომ ვიქტორს უკვე სხვა ქალი შეჰყვარებია და მას უგზავნიდა ვნებიან წერილებს. ეს გზავნილები ძალიან ჰგავდა ჯულიეტისადმი ბოლო 18 წლის განმავლობაში გამოგზავნილ წერილებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ქალის ერთადერთ ბედნიერების წყაროს წარმოადგენდა.






ჰიუგოს ასობით საყვარელი ჰყავდა.

imageმალევე ჰიუგო მიმზიდველ ქალებთან კავშირში ჩაიძირა. ზოგიერთის მტკიცებით, მას 200 საყვარელზე მეტი ჰყავდა 2 წლის განმავლობაში. მწერალს შეეძლო, დილა უდარდელ ქალთან, შუადღე - პოპულარულ მოცეკვავესთან, საღამო კი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ არისტოკრატთან გაეტარებინა. მიუხედავად ამისა, ჯულიეტს ის მაინც ყველაფერზე მეტად უყვარდა. ქალი სიმსივნით დაავადდა და ნელ-ნელა სუსტდებოდა, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობდა.


ჯულიეტმა ხანგრძლივი, მაგრამ უბედური ცხოვრება გამოიარა და 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი მის დაკრძალვაზეც კი არ გამოჩნდა, რადგან ხალხის აზრზე ღელავდა. თავად ჰიუგო 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა 83 წლის ასაკში. მწერალთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას 2 მილიონი ადამიანი დაესწრო.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––





ასევე დაგაინტერესებთ:


1. სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე

image


2. მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი

image


3. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია

image


4. 6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს

image

2
1077
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1077
  
2020, 18 ივლისი, 8:21
ძაღლივით გექცევა და გიყვარს? გღალატობს, გამცირებს, გაშიმშილებს და გიყვარს? ასეთი ქალები ფროიდისთვის იქნებოდა ერთობ საინტერესო)
2020, 17 ივლისი, 15:42
:-(.....დეგენერატი :-(.. ალბათ ყველა გენიოსი მეტნაკლებად არანორმალურიცაა.
0 1 2