x
image
beko777
“ბებერი მგლები” სცენას დაუბრუნდნენ

ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების რომლებიც კატეგორიულად და ხმამაღლა ამტკიცებენ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, რადგან უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ - ის არსებობს და თუნდაც კოცონზე დამწვან, მაინც ვიტყვი, რომ ის მაინც ბრუნავს :) - თუმცა შეიძლება ვიდაოთ ამ არსებული შოუ-ბიზნესის ხარისხზე და მაშტაბებზე.

სწორედ უმაღლესი ხარისხის და უდაოდ მაშტაბური პროექტი იყო ანსამბლ “75”-ის კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში, - ემოციური, დახვეწილი, ნამდვილი ვარსკვლავები, სცენის მგლები და ვირტუოზები - ეს, ის ეპითეტებია, რომლის თქმაც არასოდეს დამენანება ამ ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჯერ საკუთარი სიამოვნებისთვის მღერიან სცენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მაყურებლის, რადგან თუ ნაღდი მომღერალი საკუთარმა ემოციამ არ შეატორტმანა, არ გააღვიძა და არ აახტუნავა სცენაზე ისე, ის მაყურებლამდე ვერ მიიტანს ვერაფერს. 4 დეკემბერი კიდევ ერთი დასტური იყო ჭეშმარიტი ქართული ანდაზისა, რომ “ბებერი ხარის რქაცა ხნავსო” - თუმცა, რამდენად შეიძლება ამ ბიჭებს (!) “ბებრები” ვუწოდოთ ეს კიდევ საკითხავია :) სხვა თუ აარფერი მათი ახალგაზრდული გული და შემართება, ბევრ ახალგაზრდა “ქართველ ვარსკვლავუკას” ჩაისვავს გახუნებული პიჯაკის ჯიბეში.

- ბესო კალანდაძე, უჩა კორძაimageია, მერაბ სანოძე, რომა რცხილაძე, კაკო ვარშალომიძე, მალხაზ რევაზიშვილი, გია მაჭარაშვილი, თემო ნიკოლაიშვილი და სხვები და სხვები, ეს ის ადამიანები არიან, რომებსაც უყვართ საკუთარი საქმე და ამ საქმით ადამაინებსითვის სასიამოვნო ემოციების განაწილება.

“ვია-75”-ის ვარსკვლავის გახსნა დიდი საკონცერტო დარბაზის წინ უფრო ემოციური გამოდგა ვიდრე თავად ბიჭები ელოდნენ, მიუხედავად საშინელი სიცივისა და ყინვისა მაყურებელს ფეხიც არ მოუცვლია ად ღონისძიებას ბოლომდე დაესწრო.

სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში “თანამედროვე ვარსკვლავების” აბსოლიტური დეფიციტი დავაფიქსირეთ, თუმცა სასურველი იქნებოდა მათაც მიეღოთ ის ემოცია, რაც სცენიდან ქარბორბალასავით მოდიოდა, სამაგიეროდ დარბაზში იყვნენ - მერაბ სეფაშვილი, ზურა მანაგაძე, ენრიკო ჯანელიძე, ნუგზარ ერგემლიძე და სხვა ძველი თაობის “სცენის მგლები” :) და რაც ყველაზე სასიამოვნო ფაქტია, ბესო კალანდაძემ სცენიდანვე განაცხადა, რომ ანსამბლი “75” ესტრადას უბრუნდება ახალი და ძველი სიმღერების ახლებური ჟღერადობით, რაც წარმოუდგენლად დიდი შევსებაა ნაკლული ქართული შოუ-ბიზნესისთვის!

0
76
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0