საზოგადოება გაიცანით ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 2019, 22 მაისი, 17:04 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვანის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300 - 600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს, გამომდინარეობს სახელწოდება „ვაშლოვანი“. მისი საერთო ფართობი 35053, 7 ჰექტარს შეადგენს. ნაკრძალად 1935 წელს გამოცხადდა. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებას და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების ალაზნისა და იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყაროში მდებარეობს. ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:
214 შეფასება არ არის
|