x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"რომ აბლატავდება, სასაცილოა ხოლმე" - ჩერგოლეიშვილი ჯაფარიძეზე

image


"ახალი პოლიტიკური ცენრი - გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებსა და მათ აქტივისტებს შუალედური არჩევნების შესახებ, კონკრეტულად კი შალვა შავგულიძის თემაზე გამოეხმაურა. მისი აზრით, ვისაც მათი ("გირჩის") ხმები მთაწმინდის რაიონის არჩევნებში სჭირდება, სულ მცირე მათ პოლიტიკურ გაერთიანებას თხოვნის ფორმით უნდა მიმართოს. ჯაფარიძის ამ განცხადებას "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: "ზურა ჯაფარიძეს ევროპული საქართველოს რომელმა ლიდერმა მოსთხოვა მხარდაჭერა?(რაღაც კლიპი ჩაუწერია, NERD რომ აბლატავდება, სასაცილოა ხოლმე) შეგიძლიათ დამილინკოთ? P.S. თურმე, სხვა პარტიის აქტივს ელაპარაკება. ლიდერები როცა დაელაპარაკებიან, მაშინ დამიძახეთ – წავედი"- წერს ჟურნალისტი საკუთარ გვერდზე.



0
544
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
544