საქართველო დაპირისპირება კახათში “ოცნების” დამკვირვებელსა და ნიკა გვარამიას შორის [ვიდეო] 2019, 19 მაისი, 17:59 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, 95-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან, რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორი და “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ქეთევან სორდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქეთევან სორდიამ ნიკა გვარამიას სამეგრელოს შემარცხვენელი უწოდა. გვარამიამ სორდიას ჰკითხა, თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სორდიამ კითხვაზე არ უპასუხა, ნიკა გვარამიამ მას ყელიდან დამკვირვებლის ბეიჯი ჩამოგლიჯა, ხოლო ხელიდან პარკი გააგდებინა. კონფლიქტში უბნის გარეთ მდგარი რამდენიმე პირიც ჩაერთო, რომლებმაც ნიკა გვარამიას გინება დაუწყეს. 119 შეფასება არ არის
|