x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95645
  • ვიდეო:343109
  • სურათი:457599
უნებლიე სკანდალი ბათუმში

image

საქართველოში რომ ოკუპაცია მტკივნეული თემაა, ეს ყველას კარგად გვესმის.რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური მიზეზებიც არსებობს. ბოლო დროს მომრავლებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ყველაფერს ისინი ძირითადად სოციალური ქსელებით ( და საკმაოდ წარმატებით ახერხებენ). რუსეთისგან მომავალი საფრთხეების და პროპაგანდისტული მანქანის სიმძლავრის გამო გაათმაგებულია მოქალაქეთა ყურადღება.ამ თემის სენსიტიურობა გვაიძულებს ყურადღებით დავაკვირდეთ გარშემო მოვლენებს, თუმცა ცხელ გულზე, გადამოწმების გარეშე გავრცელებულ ინფორმაციას შეიძლება რომელიმე ორგანიზაციის რეპუტაცია უსამართლოდ შეეწიროს.

რამოდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგაა მიმართული და საკმაოდ პოპულარულია, გაავრცელა ფოტო. მასზე გადაღებულია სასტუმრო "არგოს" ვესტიბიული, რომლის კედელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ რუკას აფხაზეთის ნაწილი აკლია .ერთი შეხედვით, ეს ასეც ჩანდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც სასტუმროს ადმინისტრაციას დავუკავშირდი, მათ არ დაადასტურეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ სასტუმროში გამოსახულ რუკას ყველა ნაწილი აქვს, მათ შორის-აფხაზეთიც. დასტურად მომაწოდეს ფოტო, რომელზეც სრულადაა მოცემული საქართველოს ტერიტორია.

image

როგორც მათ აღნიშნეს, სწრაფად გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფრომაციის გამო ნეგატიური კომენტარები სასტუმროს მიმართ მრავლად გამოითქვა. ამ დროისთვის ინფორმაციის გამავრცელებელმა გვერდმა ფოტო ტექსტთან ერთად წაშალა.

მე კარგად მესმის და ვიზიარებ თემის სენსიტიურობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვიდრე ინფორმაციის ავთენტურობაში ბოლომდე არ ვიქნებით დარწმუნებული, იგი არ უნდა გავავრცელოთ, რათა მოქალაქეები შეცდომაში არ შევიყვანოთ.

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0