x
,,ყველაფერზე კომფორტული ის არის, მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ..."
image

მამა პეტრე კვარაცხელია სოცაილურ ქსელში პოსტს ავრცელებს:


“გული ნუ დაგწყდება იმის გამო, რომ სხვას არ გავხარ... ნურც იმის გამო, რომ არც შენ გგავს სხვა... პირიქით, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია შენი იდივიდუალურობისთვის... მთავარია არ ითამაშო და იმის გამო, რომ მასებს მოეწონო, ან არ მოეწონო, ნიღაბი მოირგო... მხოლოდ შენ დაზარალდები... ისევ შენ გაგიჭირდება საკუთარ თავთან დაბრუნება...

ყველაფერზე კომფორტული ის არის, მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ... ამის მერე გეცოდინება რა გაქვს გამოსასწორებელი და რა პირიქით, შესანარჩუნებელი... თვითშეფასების დროს არც დიდი წარმოდგენა, არც დაბალი თვითშეფასება არ გამოგადგება პიროვნული ზრდისთვის. ორივე თავის მოტყუებაა და ნურც სხვას დაეყრდნობი, როგორ შეგაფასებენ...


ყველა ადამიანი სუბიექტურია და ხშირად ზედმეტმა კრიტიკამ შეიძლება საბოლოოდ დაგაქვეითოს, ან გადაჭარბებულმა შექებამ ჯერ მწვერვალზე აგიყვანოს და მერე დაგანარცხოს... გათავისუფლდი ზედმეტი სიმძიმეებისგან და მიზნად დაისახე ნამდვილი ღირებულებები...

მოუსმინე ყველას, მაგრამ ნაკლებს დაუჯერე... არასდროს იფიქრო, რომ შენ ზედმეტი ხარ ამ სამყაროში... ყოველთვის გახსოვდეს, კენჭიც კი შემთხვევით არ არის დაგდებული... მთავარია იმ ადგილს მიაგნო, რომელშიც არის შენი მისია...

მთავარია ის ჯვარი აიღო, რომელიც ნამდვილად შენია და ამის მერე ყველაფერი თავისთავად დალაგდება, როცა გეცოდინება, რისთვის ხარ მოწოდებული...
მხოლოდ იმის გამო, რომ უმრავლესობის გული მოიგო, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა!..."

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:შოკმედია
შოკმედია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0