x
გეორგაფიული დეტერმინიზმი და „ადმიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელი“
image

საზოგადოებრივი გეოგრაფიისათვის მეტად საინტერესოა კულტურული ეკოლოგიის თემა. კულტურული ეკოლოგია გულისხმობს ადამიანისა და ფიზიკური გარემოს ურთიერთქმედების შესწავლას, კერძოდ თუ რა გავლენას ახდენს გარემო-პირობები ადამიანზე და პირიქით რა გავლენას ახდენს ადამიანის მიერ განხორციელებული აქტივობები ბიოსფეროსა და თვითონ დედამიწაზე. (Kottak, Conrad Phillip, Cultural Anthropology). გარემოს ადამიანზე ზემოქმედების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1950-1970 წლებში, როდესაც ჯულიან სტივარდმა (Julian Steward) კულტურული ეკოლოგიის ანთროპოლოგიური თეორია დააფუძნა. სტივარდმა კულტურული ეკოლოგია განსაზღვრა 1955 წელს, წიგშნი „The Theory of Cultural Change“, როგორც „გარემოს ეფექტი კულტურაზე“. (Steward, The Concept and Method of Cultural Ecology, ”). „XX-საუკუნის პირველ ნახევარში ბევრი ინგლისურენოვანი გეოგრაფი უჭერდა მხარს გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას“ (ციტირება, სალუქვაძე, კულტურის გეოგრაფია). გეორგაფიული დეტერმინზიმის მიხედვით ადამიანებში კულტურის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას ახდენს კლიმატი და რელიეფი. დეტერმინისტების აზრით მსგავსი ფიზიკური გარემო, მსგავს კულტურებს აყალიბებდა. გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას უპირისპირდება მიდგომა „ადამიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელი“, ამ მიდგომის მომხმრეების აზრით მნიშნელოვანია ადამიანის როლი გარემოს შეცვლაზე. ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემოზე. ადმიანის გავლენა გარემოზე მათი აზრით შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ძალიან საინტერესოა ამ ორი მიდგომის ერთგვარი „შეპირისპირება“ და გაანალიზება, თუ რომელია თანამედროვე საზოგადოებისათვის უფრო მისაღები და რომელი უფრო მიუღებელი. ამიტომაც განვიხილავ ორივე მათგანის ძირითად ღირებულებებს და შევეცდები მათ ანალიზს.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას ეთანხმება ფრანგი ეკლეკტიკოსი და ფილოსოფი ვიქტორ კუზენი (1792-1867), მან ჩამოაყალიბა მოსაზრება: "მომეცით მე ქვეყნის რუკა, მისი მოხაზულობა, წყლები, მთელი მისი ფიზიკური გეოგრაფია; მომეცით მე მისი ბუნებრივი ნაყოფნი, ხილი, ფლორა, ზოოლოგია, აცხადებდა იგი, და მე წინასწარ გეტყვით, თუ როგორია ამ ქვეყნის ადამიანი, თუ როგორ როლს თამაშობს და ითამაშებს ეს ქვეყანა ისტორიაში, არა შემთხვევით, არამედ აუცილებლობის ძალით, და არა ერთ ეპოქაში, არამედ ყველა ეპოქებში". (ციტირება. socium.ge, გეოგრაფიული სკოლა მიმართულება) - როგორც ხედავთ კუზენის აზრით ყვექნის გარემო-პირობების ცოდნით შესაძლებელია რომ მთლიანად განვსაზღვროთ მისი ადგილი და როლი ისტორიაში. გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეის მომხრეების აზრით ბუნებრივ გარემოსა და კულტურის ჩამოყალიბებას შორის სხვა გამაშუალებელი სოციალური რგოლები და მექანიზმები არ არსებობდა. ადამიანებსა და კულტურებს შორის განსვხავებულობის მთავარი მიზეზი სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ტერიტორიებია, სადაც ასევე განსხვავებული კლიმატი და სივრცობრივ-გეოგრაფიული განლაგებაა.

მაგალითად „მთები და სივრცობრივი ჩაკეტილობა მოსახლეობის ტრადიციონალიზმს, ცოტათი დაკმაყოფილების უნარს, ვიწრო ნაციონალიზმის გრძნობებს უმუშავებს. ვაკეები და ზღვები კი ისეთ ფსიქიკურ თვისებებს უმუშავებს ადამიანებს, როგორიებიცაა : სევდა და ნაღველი, ექსპანსიისა და გაბედულ წამოწყებათა სულისკვეთება. ბუნებრივი საზღვრები, გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეის თანახმად, იწვევს სუსტად განვითარებული პოლიტიკური ძალებით იზოლირებულ სოციალურ ჯფუთა წარმოშობას, ხოლო დაბლობი და ვაკე ადგილები კი - მომთაბარეთა თავდასხმებისაგან დასაცავად ცენტრალიზაციას და ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ენისა და კულტურის გავრცელებაც იგივე კანონებს ექვემდებარება„ (ციტირება . socium.ge, გეოგრაფიული სკოლა მიმართულება)


გარემო-პირობების ზემოქმედებაში თავისთავად იგულისხმება კლიმატი და ჰაერის ტემპერატურაც, სოწრედ ამ ასპექტზე გააკეთა აქცენტი ამერიკელმა გეოგრაფმა ელსუორთ ჰანტინგტონმა (Ellsworth Huntington) (1876-1977). იგი კლიმატის ცვლილებასა და ცივილიზაციების პროგრესსა და დაცემას შორის მჭიდრო კავშირებს ხედავდა.

მისი აზრით, 1) კლიმატი გვლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე

2) კლიმატი გავლენას ახდენს ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობაზე, შესაბამისად შრომის ნაყოფიერებაზე. (ელსროუთ ჰანტიგტონი)

ბუნებრივი გარემო, გეოგრაფიული დეტერმინისტებისათვის განაპირობებს :
„1) დედამიწაზე მოსახლეობის განლაგებასა და სიმჭიდროვეს, მის ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებას;

2) ფიზიკურ, და ფსიქიკურ, რასობრივ განსხვავებებს სხეულის აგებულებაში, ტემპერატურაში, მორალის ფორმებში უმაღლესი ნიჭიერების შემთხვევათა სიხშირეს;

3) სამეურნეო საქმოანობის სახეებს, მის ორგანიზაციას, რიტმებსა და ციკლებს, მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს;

4) სოციალ-პოლიტიკური ორგანიზაციის, სოციალური ინსტიტუტებისა და ქორწინებების ტიპებს;

5) კულტურული კონტაქტებისა და ნასესხობის შესაძლებლობებს, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ტემპებს;

6) რელიგიას, მითოლოგიას და ლიტერატურას“ (ციტირება . socium.ge, გეოგრაფიული სკოლა მიმართულება).

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემოს გავლენა კულტურის ჩამოყალიბებაზე გეოგრაფიული დეტერმინიზმის მიხედვით უდიდესია და იგი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეის მიმდევრების როლი მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა. რათქმუნდა გარემოს გავლენის უგულვებელყოფა კულტურის ჩამოყალიბებაში არ შეიძლება, თუმცა აქცენტი უფრო იმაზე უნდა კეთდებოდეს, რომ „ფიზიკური გარემო ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის კულტურის ჩამოყალიბებაზე და განვითარებაზე და ძალიან იშვიათად თუ არის ერთადერთი დეტერმინანტი ადამიანის საქმიანობისა და რწმენებისა“ (ციტირება, სალუქვაძე, კულტურის გეოგრაფია).

გეოგრაფიული დეტერმინიზმის კრიტიკის ძირითადი წესი და ხერხი მუდამ იყო იმის ახსნა, თუ როგორაა რომ ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში სრულიად სხვა დონისა და ტიპის საზოგადოებები და კულტურები ვითარდებიან. ერთი და იგივე გარემო აძლევს სხვადასხვა ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადამიანებს, რომლებმაც იციან ან არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ მისი რესურსები. ამ რესურსთა ღირებულება – ფასი დამოკიდებულია არა იმდენად მათ ბუნებრივ თვისებებზე, რამდენადაც ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხასიათზე. (socium.ge, გეოგრაფიული სკოლა მიმართულება)

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, გეოგრაფიულ დეტერმინიზმთან „დაპირისპირებული“ მიდგომაა „ადამიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელი“. ამ მიდგომის მიხედვით ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ აყალიბებენ თავად ადამიანები გარემოს, ბუნებას და არა პირიქით. მიდგომა, „ადამიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელი“ გულისხმობს, რომ შესაძლებელია ერთსა და იმავე, მსგავს, გარემო-პირობებში სრულიად განსხვავებული კულტურები არსებობდეს. შეიძლება ერთი და იმავე შემადგენლობის ნიადაგზე, ერთ რეგიონში სხვა კულტურა მოჰყავდეს მოსახლეობას, ხოლო მეორეში სრულიად სხვა. ამის განმაპირობებელი ფაქტორები კი შეიძლება იყოს მოსახლეობის რელიგია, საზოგადოების ფორმა, რწმენები, საქმიანობა, პოლიტიკა და უამრავი სხვა ფაქტორი.

თანამედროვე მაგალითი გვიჩვენებს, რომ სწორედ ადამიანი ახდენს მეტწილად გავლენას გარემოზე, ვიდრე პირიქით. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უდაბნოები წარმაოდგენს, სადაც ერთი შეხედვით შეუძლებელია რაიმე კულტურის მოყვანა. თუმცა ადამინმა შეძლო და უნაყოფო მიწაზეც კი მოიყვანა მოსავალი. ეს კი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოახერხა, კერძოდ სარწყავი სისტემის დახმარებით. ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა თქვა, რომ „წყალს როგორც წესი, ჩვეულებრივად პოულობენ, არ მოიპოვებენ, ჩვენ კი მისი მოპოვება დავიწყეთ, მერე კი წყლის გამტკნარებაც ვისწავლეთ“ (ციტირება : https://en.wikipedia.org/wiki/Israel.). - აქედან გამომდინარე სავსებით ნათელი ხდება, რომ გარემო-პირობების მიუხედავად ადამიანები არ ეგუებიან რეალობას და ცდილობენ მის შეცვლას.

კულტურის ეკოლოგიის აღნიშნული ორი მიდგომა, რაზეც ყურადრება გავამახვილე ორი უკიდურესობაა, თუმცა მათ გარდა არსებობს პოსიბოლიზმიც, რომელიც გულისხმობს, რომ კულტურაზე გავლენას არამხოლოდ გარემო, არამედ კულტურული მემკვიდრეობაც დიდწილად ახდენს. და გარემოს პერცეფცია (აღქმა), რომლის მიხედვითაც ადამიანისათვის გარემო არის ისეთი, როგორსაც თვითონ აღიქვამს, და არა ისეთი, როგორიც რეალურად არის. ვინდაინ „დაპირისპირება“ უფრო მკვეთრი იყო გეოგრაფიულ დეტერმინიზმსა და „ადამიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელს“ შორის, აქცენტი სწორედ ამ ორ მიდგომაზე დავსვი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული კულტურის ეკოლოოგის ორი მიდგომაც.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეის მომხრეები ვერ აცნობიერებდნენ ადამიანის შესაძლებლობებს სათანადოდ და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ბუნების გავლენას ხედავდნენ. ცდილობდნენ ადამიანის განვითარებს დონე გარემო-პირობებით აეხსნათ. თუმცა ჩემი აზრით ისინი გარკვეულწილად მართლებიც არიან, რადგანაც მართლაც დიდ გაველენას ახდენს ბუნება ადამიანზე თუმცა არა ცხოვრების ყველა ასპექტზე. შეუძლებელია მხოლოდ გარემო აყალიბებდეს კულტურას და ადამიანს ან პირიქით, მხოლოდ ადამიანი აყალიბებდეს გარემოს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და თანამედროვე საზოგადოებამ გამოგონებების და ცოდნის საფუძვლზე დაიწყო უფრო აქტიურად ბუნების შეცვლა და მასზე გავლენის მოხდენა, რაც შესაძლებელია მე-19 საუკუნის გეოგრაფიული დეტერმინისტებისათვის წარმოსადგენადაც რთული ყოფილიყო, ამიტომ მათი ცალმხრივად კრიტიკა არ შეიძლება. დღესდღეისობით ადამიანი სრულიად გარდაქმნის გარემოს თავის სასიკეთოდ, თუმცა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ვერც ვაცნობიერებდეთ, რომ ახლა სასიკეთო, შეიძლება მომავალში საუბედურო იყოს. „პლატონი, როდესაც მსჯელობდა ნიადაგის ეროზიაზე ათენის გარშემო დაახლოებით 400 წ. ძვ. წ.-ით, წუხდა, რომ ერთ დროს ნაყოფიერი მხარე ნიადაგის გარეშე დარჩა. ადამიანის გავლენა ფიზიკურ გარემოზე ამ უკანასკნელის შეცვლას იწვევს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუ ეს ცვლილებები წინასწარ არაა გათვლილი, მისი ეფექტი შეიძლება უარყოფითი იყოს თვით ადამიანისათვის.“ (ციტირება, სალუქვაძე, კულტურის გეოგრაფია). საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ უფრო ვემხრობი „ადამიანი, როგორც დედამიწის გარდამქმნელი“ მიდგომის ძირითად დებულებებს, ვიდრე გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას. თუმცა ჩემი აზრით ის მიდგომა, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ დედამიწის გარდაქმნის შესაძლებობებს და აღიარებს ადამიანის გავლენას დედამიწაზე, ვერ ჩამოყალიბდებოდა, რომ არ გაგვევლო რაღაც ეტაპები ერთ-ერთი ასეთი ეტაპი კი გეოგრაფიული დეტერმინიზმი იყო. ერთიანად ვერ ვაღიარებდით ადამიანის ძალას, საჭირო იყო სხვა თეორიებიდან ნელნელა მივსულიყავით დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც ადამიანია მთავარი აქტორი დედამიწაზე და მას ბუნებრივი გარემოს შეცვლაც კი შეუძლია.


ბიბლიოგრაფია:

http://en.wikipedia.org/wiki/Cultural_ecology.

http://en.wikipedia.org/wiki/Cultural_ecology. (2010, October 14).

http://www.textbookhistory.com/ellsworth-huntington%E2%80%99s-fantastic-stories-of-racial-superiority-and-relative-humidity.

Kottak, Conrad Phillip, Cultural Anthropology: Appreciating Cultural Diversity. 14th edition. New York: McGraw-Hill, 2009, p. 373.

Socium.ge. ნატურალიზმი XIX საუკუნისა და XX-ის დასაწყისის სოციოლოგიაში. გეოგრაფიული სკოლა _ მიმართულება .

Steward, Julian. 1955. “The Concept and Method of Cultural Ecology, ” in Theory of Culture Change, Urbana: University of Illinois Press, pp. 30-42.

ზოგადი ინფორმაციები ისრაელზე. მოპოვებული https://en.wikipedia.org/wiki/Israel.-დან

სალუქვაძე, ი. (2012).


გიგა შუბითიძე, 2019წ.თბილისი

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა შუბითიძე
გიგა შუბითიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0