x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა?" - უფლებადამცველი ბაია პატარაიას ფეისბუქსტატუსი

imageმოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღეა ზუგდიდში პოლიტიკური ციებ - ცხელებაა. დაპირისპირების პიკშია ქალაქი და ამაში არც პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური სახეები უცენზურო და უხამს გამონათქვამებს არ ერიდებიან და სოციალურ ქსელში ათას სიბინძურეს წერენ. ამჟამად ყურადღების ცენტრშია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას ფეისბუქსტატუსი. მან სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი გამოაქვეყნა.აი რა დაწერა თაზო ფაცაციამ ფეისბუქზე: – "თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში "დამამთავრებინა" ბოდიში გამა@@@@@@@@ო უნივერსიტეტიო".image


სრულიად სოციალური მედია მოიცვა აღნიშნულმა შეურაცხმყოფელმა პოსტმა და აღნიშნულს მალევე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება, შესაბამისად გამოხმაურებაც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია. აი რას წერს ქალთა უფლებების დამცველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: - ""ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?"- წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია და მთავრობის წევრებს მიმართავს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე.

Baia Pataraia1 hქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?

Tamar Chugoshvili Tamuna Khulordava Dimitri Tskitishvili Irakli KobakhidzeArchil Talakvadze.imageმართალია ფაცაციამ ეს პოსტი მალევე წაშალა სოციალური ქსელიდან, მაგრამ როგორც ის ინტერვიუში აცხადებს, ამის გამო სულაც არ აპირებს ბოდიში მოუხადოს თინათინ ბოკუჩავას.აი რა განაცხადა მან "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში: -" სექსისტური მაშინ იქნებოდა ეს პოსტი, მე რომ მის პიროვნულ მახასიათებლებს შევხებოდი, მე მის პიროვნულ ნაწილს არ შევხებივარ, მე შევეხე მის განათლებას. ქართული მაინცდამაინც მთლად მჭერმეტყველურად არ ვიცი, მაგრამ ეს მეგრულ – ქართულად დაწერილი პოსტი იყო. იმიტომ, რომ ის მე მეუბნებოდა, რომ გაუნათლებელი ვარ და სწორედ ჩემი გაუნათლებლობის გამო, შემომეწერა ეს პოსტი".

0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0