x
ქალი, რომელმაც კინაღამ ჩაშალა ჰიტლერის გეგმები

image

ლიდა ბაროვა-მსახიობი, რომლის დანახვაზე იოზეფ გებელსს სუნთქვა ავიწყდებოდა..და დიახ, ის ისტორიას დაამახსოვრდა, როგორც გებელსის საყვარელი. 1992 წელს BBC იღებს დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ლიდას ინტერვიუსაც იყენებენ.ის ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც არიული ნაციის აღზევების მოტივით უამრავი გერმანელის ქვეცნობიერს მტრის და უფრო კონკრეტულად - ებრაელების დასახოცად მომართავდა, არც ისე საშინელი იყო - უფრო ზუსტად, ამდენი ხნის შემდეგაც იგრძნობა, რომ მას გებელსი უყვარდა და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა მის გახსენებას.რამ აუძულა ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდის მინისტრი, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, შეყვარებოდა მხოლოდ ერთი ქალი და ისეთი საფრთხე შეექმნა მთელი ნაცისტური პროექტისთვის, რომ თავად ჰიტლერი ჩარეულიყო ამ ყველაფრის მოგარებაში?გებელსი-ზუსტადაც, რომ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა :თუ გინდა, რომ სხვას აიძულო რამის გაკეთება, ჯერ შენ უნდა გააკეთო ეს ისე, რომ სხვამაც მოგბაძოს.. ამ პრინციპით მან შექმნა წმინდა გერმანული ოჯახი ნაცისტური პროექტის ფანატიკოს ქალთან-მაგდასთან და დღე და ღამ მოუწოდებდა ყველას, არიული ოჯახების გამრავლებისკენ.თუმცა, თავად ყველა მოწოდებულ პრინციპს არღვევდა: ის ცხოვრობდა ფეშენებელურ სახლებში, საიდუმლოდ ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, ხშირად ღალატობდა ცოლს .. მისი ფილმებით დაინტერესება კარგად ესადაგებოდა გებელსის ძირითად მისიას, ამიტომ საწინააღმდეგო არავის არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე ერთ დღესაც არ გაანალიზა, რომ მზად იყო, შეეწყვიტა ყველაფერი და მთელს ამ ცხელ პროცესს გარიდებოდა, უარი ეთქვა ყველაფერზე, მხოლოდ ერთი ქალის გამო.. მსახიობი ქალის გამო..ის ლიდას ეფიცებოდა, რომ დატოვებდა პოსტს და იაპონიაში ელჩად გაწვევას მოითხოვდა, მაგრამ მაშინ ჰილტერი სრულიად მარტო დარჩებოდა თავის გეგმებთან და ბრძოლებთან.. როდესაც მან გებელსი იხმო, კატეგორიულად მოითხოვა ამ ურთიერთობის შეწყვეტა, რადგან ეს თავად იოზეფის მიერ შექმნილი იდეალური გერმანული ოჯახის ხატის შებღლვას ნიშნავდა . ამ ამბის გახმაურებით უზარმაზარ დარტყმას მიიღებდა ჰიტლერი, მაგრამ რადგან გებელსმა არ დაიხია, ჰიტლერმა სთხოვა, რომ მხოლოდ 3 თვე დარჩენილიყო ცოლთან და შემდეგ - გაყროდა.. "რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, ჰიტლერი დროს ჭიმავდა"- ამბობს ინტერვიუში ლიდა .მართლაც ასე მოხდა: მათი ურთიერთობა შეწყდა. რის ხარჯზე, რა დაპირებებით ან მუქარით შეძლო ჰიტლერმა იმ კატასტროფის არიდება, რასაც გებელსის დაკარგვა მოუტანდა, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ გადმოცემით, მანდ გებელსს უთხრა, რომ ის იყო მინისტრი, რომელიც ქმნიდა ისტორიას და მას პირადი ცხოვრების უფლება არ ჰქონდა..წამით რომ წარმოვიდგინოთ:რა იქნებოდა ჰიტლერის მოწოდებები გებელსის პროპაგანდისტული მანქანის გარეშე? მისი შემზადებული, საომრად შემართული ნაციის გარეშე, რომელზეც მისი სიტყვები მაშინაც ჰიპნოზივით მოქმედებდა, როდესაც ბერლინი ნახევრად დანგრეული იყო..
ლიდა ბაროვას ნამდვილი სახელი ლუდმილა ბაბკაა. იგი 1914 წლის სექტემბერში დაიბადა .დედა-ოპერის მომღერალი იყო, მამა- საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის რომ გოგონას სამსახიობი კარიერა ელოდა, ადრეულ ასაკში დაეტყო..მან მალევე დაიპყრო გერმანული კინოს ეკრანები, თუმცა იმისთვის რომ იდეალური ყოფილიყო, არც ფიზიკურ და არც სულიერ ვარჯიშს არ გაურბოდა.. მისი სილამაზე და შემართება ბევრს აღაფრთოვანებდა. ჰიტლერთან პირველი შეხვედრისას ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მისი ფოტო საძინებლის კომოდზე ჰქონდა (უფრო ზუსტად ეს იყო ჰიტლერის დისშვილის ფოტო, რომელსაც ბაროვა ძალიან ჰგავდა ფიზიკურად და რომელთანაც ინცესტში ჰიტლერს ადანაშაულებდნენ.გოგონამ სუიციდით დაამთავრა სიცოცხლე). არსებობდა მოსაზრება, რომ ლიდას ჰიტლერთანაც ჰქონდა რომანი, თუმცა ეს არ დასტურდება.. მას შემდეგ რაც ლიდა ლონდონში სინჯებზე მიიწვიეს და ჰოლივუდურ ფილმებში გადაღება შესთავაზეს, რაც ნებისმიერი მსახიობის ოცნება იყო, მან უარი თქვა, რადგან გაანალიზა, რომ გებელსი თავადაც უყვარდა..მაგრამ იოზეფისთვის, საბოლოოდ, მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე გრძნობები.მას შემდეგ, რაც მან ჰიტლერს პირობა მისცა, რომ რომანი აღარ გაგრძელდებოდა, ლიდას დაურეკა და უთხრა, რომ უყვარდა.ქალი მიხვდა, რომ ეს დასასრული იყო..შემდეგ კი ლიდას ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა-თითქოს ყველგან დაჰყვებოდა სტატუსი, რომელიც გებელსის საყვარლობამ მოუტანა: ის დიდი ხნის განმავლობაში დაბლოკილი იყო და ფილმებში არ იღებდნენ.რაღაც დროის შემდეგ, იტალიურ და ავსტრიულ ფილმებში გამოჩნდა, მაგრამ ყველა ცდა დროებითი იყო..გათხოვდა, მაგრამ ქორწინება-დაშორებით დასრულდა..მას შემდეგ, რაც ნაცისტური რეჟიმი დამარცხდა, ის ციხეშიც აღმოჩნდა მცირე დროით-დედამისი უამრავი დაკითხვის შედეგად გარდაიცვალა, დამ-სუიციდით დაასრულა.. თავად ლიდამ 2000 წლამდე იცოცხლა. ამბობენ, რომ ბოლო წლებში მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0