x
სექს სიმბოლოების დეკონსტრუქცია - მონრო
image

ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან ცუდი და კარგი მხარეებით, პრობლემებით, კრიზისებით და სიხარულით..მაგრამ არის ერთი დიდი განსხვავებაც: მათ მთელი მსოფლიო უთვალთვალებს, ისინი შუშის მიღმა ცხოვრობენ. მათთან შეხვედრაზე ოცნებობენ. ისინი ხშირად ხდებიან კრიტერიუმები სილამაზის გასაზომად ან მომხიბვლელობის დონის აღსაწერად." ოხ, გამომივიდა ეგეც ბრედ პიტი". "ეგეც არ მყავდეს, ანჯელინა ჯოლი".დიახ, მათი ხატები ჩვენს გონებაში ღრმად ინახება და ეს კარგი მარკეტინგის დამსახურებაა. გასართობი ინდუსტრია "ყიდის" სიმბოლოებს, რომელთაც თქვენი გონება "ყიდულობს". თუ კი საუბარი არ მიდის საავტორო კინოზე ან სპეციფიკურად განსხვავებული გარეგნობის ადამიანზე, მსახიობების შერჩევის კრიტერიუმი არ სცდება მომხიბვლელობას, დამახასიათებელ ნაკვთებს და ეშხს, რომელსაც ეკრანიდანაც შეუძლია მაყურებლის მიზიდვა. საინტერესო ისაა, რომ ჰოლივუდში ბევრი ნიჭიერი, ლამაზი მსახიობი იყო და არის.მათი მონაწილეობით, შესაძლოა, ათობით ფილმიც გინახავთ, მაგრამ, მათგან სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შეგიძლიათ სახელებით.ისინი, ვინც სექს-სიმბოლოების სახით "შემოგვთავაზეს".მათი სილამაზე წლების განმავლობაში აკონტროლებს მომხიბვლელობის სტანდარტებს. მაგალითად, 60-იანებში გარდაცვლილი მერლინ მონრო, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა, დღემდე უდავო სექს-სიმბოლოა და არა ერთი ქალის ბაძვის მაგალითი.

რატომ იყო ის გამორჩეული?რატომ ახსენდებათ სექს-სიმბოლოს ხსენებისას პირველი მერლინ მონრო და არა ოდრი ჰეპბერნი? რა არის ის კრიტერიუმი, რომელიც განსაზღრავს ამ სტატუსს?

მერლინ მონრო პირველი მსახიობი იყო, რომელმაც გაბედა და "Playboy"ს ნომერში გამოჩნდა. "სულელი ქერა", რომელიც ისეთი ჭკვიანი იყო, რომ შეძლო და მთელი ჰოლივუდი დაიპყრო ( არა მარტო ჰოლივუდი). მან აიძულა ყველა მამაკაცი მასზე ეოცნება, ხოლო ქალებს შურის მიზეზებს არ აკლებდა. რითი გამოირჩეოდა მერლინი?


1. საშუალო სიმაღლე : ის სულ რაღაც 1.66 სმ იყო. მიჩნეულია, რომ საშუალო სიმაღლის ქალები ყველაზე მომხიბლავები არიან პარტნიორებისთვის. "ოქროს შუალედი" მაღალსა და დაბალს შორის, რომელიც კმაყოფილების განცდას სძენს მაღალ ან საშუალო სიმაღლის პარტნიორს. მამაკაცები ქვეცნობიერად მიილტვიან, რომ პარტნიორზე "მეტი" იყვნენ ფიზიკურად . ამ პარამეტრებში სიმაღლე ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.საშუალო სიმაღლის ქალი არცერთ პარტნიორს არ აკომპლექსებს.

2. მიმზიდველი ფორმები : არა მარტო ჰოლივუდში, მთელ მსოფლიოში სილამაზის სტანდარტები იმდენჯერ შეიცვალა, რომ ძნელიც კია მათთვის თვალის მიდევნება. 21-ე საუკუნეში სტანდარებს ებრძვიან და სირცხვილადაც კი ითვლება ვინმეს მიმართ პრეტენზიის გამოთქმა, იმის გამო, რომ ის კონკრეტულ პროპროციებს ვერ ერგება, მაგრამ 60-იანებში ასე ნამდვილად არ იყო. მერლინმა ძალიან კარგად იცოდა, რა სურდათ კაცებს. მისი ყველა როლი ამას ადასტურებს: ის იყო თამამი, მაგრამ გარდა ამისა საფუძველიც ჰქონდა, ყოფილიყო თამამი.ჯერ კიდევ შორს იყო ბარბის ჩამოქნილი სხეულის კულტი, როცა მონრომ საშუალო სიმაღლის სხეულს მორგებული "ხორცი" ტრენდად აქცია.

3.ქერა თმა: მონრო ბუნებრივად ქერა არ ყოფილა, მაგრამ ისევ- მან კარგად იცოდა, როგორ მუშაობს ბიზნესი. ასე რომ შექმნა ქერა, სულელი, ქარაფშუტა გოგონას ხატი, რომლის ყიდვა მარტივად შეიძლება ბრილიანტებით. ქერა თმის მიმართ არსებული სტერეოტიპები დღეს და გუშინ არ დაბადებულა.ის რომ ამ შეფერილობის თმის მეპატრონის მიმართ მამრები მუდმივად სიმპათიით არიან განწყობილები, ამის ახსნას ჯერ კიდევ დარვინი ცდილობდა: ქერა თმის როლის განსაზღვრას წიგნისთვის "The Descent of Man and Selection in Relation to Sex" რომელიც 1871 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ ვერ შეძლო თეორიის დამტკიცება. საინტერესო ისაა, რომ მიდრეკილება ქერა თმისკენ ჯერ კიდევ გვიანი პალეოლითის ხანაში ივარაუდება : მაშინ, როდესაც ნადირობა და მოპოვებული ხორცი გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო ჩრდილოეთ ევროპაში და სადაც ქალები რიცხვობრივად აღემატებოდნენ მამაკაცებს, მათ უწევდათ ბრძოლა პარტნიორებისთვის და საკვებისთვის, რადგან მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ ხორცის მოპოვება.თეორიის თანახმად, როცა არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მამრები ქერა მდედრებს ირჩევდნენ თავიანთი გამორჩეული გარეგნობის გამო. ქერა ქალებს, როგორც წესი ესტეროგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ და ახალგაზდრული იერი, დახვწეილი ნაკვთები, რაც ხშირად ვლინდება ცხვირის, ყბის, მხრების ფორმაში, კანის სტრუქტურაში და თმის შედარებით მცირე საფარველში.ახასიათებთ უფრო ინფატლური მოქმედება . დიდი რაოდენობით ენერგია და "მოთამაშე" ხასიათი.

4.ხმა:ცნობილია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ხმით უყვარდებათ.თუ მერლინ მონროს ხმას დაუკვირდებით, ის მსუყეა, ღრმა და დასამახსოვრებელი. მის სიღრმეში იკითხება ცხოვრების სიყვარული და მზადყოფნა ნებისმიერი თამაშისთვის.არცერთი დაძაბული ბგერა! რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მისი, როგორც სიმბოლოს დასამახსოვრებლად

5. გარდერობი: შეიძლება, სულ არ იცოდე, ვინ არის მერლინ მონრო (ასეთებიც ხდება)მაგრამ აუცილებლად გემახსოვრება ქერა ქალი თეთრი, აფრიალებული კაბით ან სიმღერით "Diamonds are a girl's best friend " მერლინ მონროს თითეული კაბა დახვეწილი და საოცრად მიმზიდველია. მან მშვენივრად იცოდა, რა უნდა გაეშიშვლებინა და რა უნდა დაეფარა და ამას ზედმიწევნით კარგად აკეთებდა.

6. მაკიაჟი: მიბნედილი თვალები და ავხორცი ტუჩები-ვისაც გინდა, იმას ააღელვებს. ამობობენ, მერლინი ისე იყო ჩაციკლული საკუთარ სილამაზეზე, დღეში პირს ათჯერ მაინც იბანდა, რადგან უნდოდა, რომ ძალიან სუფთა კანი ჰქონოდაო. ლეგენდაა თუ არა, დასაზუსტებელია, მაგრამ..

7.ქცევა: მაქსიმალურად არა ოფიციალური. ისინი ვინც მონროს იცნობდნენ, ყოველთვის აღნიშნავდნენ მის იუმორის გრძნობას და გაცხადებულ სიცოცხლის ხალისს. ამბობდნენ, რომ ის ნათელი პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა ჯეინ მორტენსონის სახელით დაბადებული მონროს ცხოვრება მძიმე და ტრაგედიებით სავსე იყო, მას არ მიუცია საშუალება საზოგადოებისთვის, რომ მოეხდინათ მისი იდენტიფიცირება, როგორც ტრაგიკული პიროვნების. მხოლოდ მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუებში ჩანს, რომ ის ცოტათი "გატყდა" და სულიერად დაეცა.


0
69
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0