x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
შედევრი თუ უხამსობა - ბიორკის ახალმა სიურეალისტურმა ვიდეორგოლმა მაყურებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

სულ ახლახან ცნობილმა მომღერალმა ბიორკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო თავის სიმღერაზე «Tabula Rasa». ვიდეორგოლში ბიორკი განასახიერებს ფანტასტიკურ პერსონაჟს, რომელიც სხვადასხვა მეტაფორულ ფორმებს ღებულობს.



image



კომპოზიცია «Tabula Rasa» შესულია მომღერლის უკანასკნელ ალბომში სახელწოდებით Utopia, რომელმაც დღის სინათლე 2017 წლის ნოემბერში იხილა. სიურეალისტური ვიდეო გერმანელმა მხატვარმა და დიზაინერმა ტობიას გრიმლერმა გადაიღო. ტობიასი თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს აბსტრაქციასა და ვიზუალურ მეტამორფოზას.



image


"ამ ვიდეორგოლის შექმნა მე შთამაგონა სიმღერა Tabula Rasa-ს ტექსტმა და მუსიკამ. ბიორკის ვიზუალური ტრანსფორმაცია გნომისმაგვარ ყვავილებად და მთიანი ლანდშაფტები განასახიერებენ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანარსებობის უტოპიურ კონცეფციას, რომელიც ემპათიაზეა დაფუძნებული, ''- ასე აღწერა ვიდეორგოლის შინაარსი ავტორმა.



image



გარდა იმისა, რომ ქმნის ვიზუალურ კონცეფციებს, გრიმლერი აგრეთვე დაკავებულია მუსიკით. ის თვლის, რომ მუსიკის დაწერის პროცესი ხშირ შემთხვევაში მჭიდროდაა დაკავშირებული ვიზუალურ შემოქმედებასთან.


"90-იანი წლების დასაწყისში მე შევქმენი მუსიკა რამდენიმე თეატრალური დადგმისათვის. მუსიკის დაწერის მეთოდი ძალიან ჰგავს იმას, რასაც მე ვიყენებ ვიზუალური ნაწარმოებების შექმნისას. ორივე ეს სფერო შეიცავს რიტმისა და გამეორების, კონტრასტის და ვარიაციის ასპექტებს. ამ ორ დისციპლინას შორის ურღვევი კავშირი არსებობს, რომლის დაჭერას და გამოხატვასაც მე ვცდილობ. საბოლოო ჯამში ხელოვნების ამ ორ სფეროს შორის საზღვები იშლება. სწორედ საზღვრის მოშლის და არა ამ ორი დისციპლინის გაერთიანების პროცესია ყველაზე საინტერესო", - ასე ახსნა თავისი წარმოდგენა ბიორკის ვიდეორგოლის შინაარსზე ტობიას გრიმლემა.

ვიდეორგოლმა მუსიკის მოყვარულებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი აღფრთოვანებული არიან ბიორკისა და გრიმლერის ნამუშევრით და ახალ ვიდეორგოლს შედევრს უწოდებენ, სხვები კი მას უგემოვნოდ და უხამსად ნათლავენ და ამბობენ, რომ ესაა ვარიაციები ქალის სასქესო ორგანოების თემაზე. ფაქტი ერთია, იუთუბზე ორი დღის წინ ატვირთულ ვიდეორგოლს უკვე 200 ათასამდე ნახვა აქვს.

დასასრულ გთავაზობთ ბიორკის ახალ ვიდეორგოლს... ნახეთ ეს გასაოცარი სიურეალისტური კლიპი და მთელი არსებით გადაეშვით ბიორკის უტოპიისა და მეტამორფოზის სამყაროში.



1
163
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
163
  
ნუ მიწყენს ბიორკი, მაგრამ არ მომეწონა)
0 1 1