x
image
მანჩო 777
10 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელთაც გარკვეული უფლებები შეზღუდული აქვთ
image
1. ამერიკელ პოპ-დივას მადონას აკრძალული აქვს Alamo Drafthouse Cinema-ს ქსელის კინოდარბაზებში შესვლა. ეს აკრძალვა მან დაიმსახურა იმით, რომ ერთ-ერთი ფილმის მსვლელობის დროს ის ხმაურობდა და მთელი სეანსის განმავლობაში მესიჯებს წერდა, ხოლო როცა მაყურებლებმა შენიშვნა მისცეს, მან უხეშად უპასუხა უკმაყოფილების გამომხატველებს . კინოდარბაზების ქსელის მეპატრონემ განაცხადა, რომ მადონას მანამ არ დაუშვებენ ფილმების სანახავად, სანამ ის მაყურებლების წინაშე ბოდიშს არ მოიხდის.

image
2.სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსის გავლის დროს ცნობილ დებოშიორს ლინდსი ლოჰანს აეკრძალა დედამისის-დინა ლოჰანის მონახულება.ექიმებმა გაცილებით ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს გამოსწორების გზაზე დამდგარი მსახიობის იზოლირება, ვიდრე მისი ვითომდა მზრუნველი დედის ზეწოლის ქვეშ ყოფნა.

image
3.ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონ ტრავოლტაც მოექცა აკრძალვის ზემოქმედების ქვეშ: სკანდალური გამოხტომის გამო მსახიობს 8 წლით აეკრძალა ფეშენებელურ სასტუმროში Peninsula Hotel ვიზიტი.სასტუმროს მენეჯერის თქმით, ტრავოლტა უხეშად მოექცა მომსახურე პერსონალს, რის გამოც უარი ეთქვა მასაჟისტის მომსახურეობაზე.

image
4.ირანელ მსახიობ ქალს გოლშიფტე ფარახანის აკრძალული აქვს სამშობლოში შესვლა, რადგან მონაწილეობა მიიღო თამამ ფოტოსესიაში ჟურნალისათვის Madame Le Figaro.


image
5.ბრედ პიტისათვის 1995 წელს გადაღებული ფილმი "5 წელი ტიბეტში" გახდა საბედისწერო, რადგან ამ ფილმში მონაწილეობის გამო მას აეკრძალა ჩინეთში შესვლა.

image
6. ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი უახლოეს ხანებში სავარაუდოდ, ვერ შეძლებს შვილების მონახულებას: მისი ყოფილი ცოლი ვანესა პარადი აცხადებს, რომ თუ დეპი ცოლად შეირთავს ემბერ ჰარდს, მას ჩამოართმევს მამობის უფლებას.

image
7.დევიდ ტიულისს, რომელიც ბრედ პიტთან ერთადაა გადაღებული ფილმში "5 წელი ტიბეტში", აგრეთვე აკრძალული აქვს ჩინეთში შესვლა.

image
8.სუპერმოდელ კეიტ მოსს აკრძალული აქვს გამოუშვას მაისურების სერია წარწერით:"არაფერია იმაზე მეტად გემრიელი, ვიდრე ის, რომ გამხდარი ხარ". ეს წარწერა მიიჩნიეს ანორექსიის პროპაგანდად, რომლითაც ბევრი მოზარდია დაავადებული.

image
9.ჩარლი შინს აეკრძალა გახმაურებულ სერიალში "ორნახევარი ადამიანი" მონაწილეობის მიღება ალკოჰოლის ჭარბი დოზით გამოყენების გამო, აგრეთვე ის შემჩნეული იყო აკრძალული პრეპარატების მიღებაში.

image
10.2012 წლის თებერვალში მსახიობ საშა ბარონ კოენის აეკრძალა ოსკარის გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობის მიღება იმის გამო, რომ ამ ცერემონიის დროს ის აპირებდა წითელ ხალიჩაზე გავლას გენერალ ალადინის(ფილმ "დიქტატორის" მთავარი როლი) ფორმაში ჩაცმული. ვინაიდან ეს ადამიანი ეწინააღმდგებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, ცერემონიალის ორგანიზატორებმა უმართებულოდ მიიჩნიეს მსახიობის ეს საქციელი.

6
492
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
492
  
2013, 16 ოქტომბერი, 21:33
გმადლობთ შეფასებისათვის:)
2013, 16 ოქტომბერი, 21:30
კარგი იყო იშვიათია ამ საიტზე საინტერესო სტატიის ნახვა
2013, 16 ოქტომბერი, 20:08
გმადლობთ:)
2013, 16 ოქტომბერი, 8:42
კარგი იყო მომეწონა......
2013, 15 ოქტომბერი, 21:49
გმადლობთ:)
2013, 15 ოქტომბერი, 21:48
საინტერესო სტატიაა
0 1 6