x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორია საპატარძლო კაბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
ქორწილი-ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ-კაბის არჩევა ამ დღისთვის ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა. მტელ რიგ ქვეყნებში ამ დღეს პატარძლები არა თეთრი ფერის კაბას იცვამენ, როგორც ბევრგანაა მიღებული, არამედ ეროვნულ სამოსს, რომელიც ტრადიციებს და რელიგიურ წარმოდგენებს უნდა შეესაბამებოდეს.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, სადაც პატარძლები ჩვენთვის უჩვეულოდ იმოსებიან :


ბულგარეთი

imageბულგარელი პატარძალი ტრადიციულ ეროვნულ სამოსშია გამოწყობილი



თურქეთი

imageმშობლიური სახლის დატოვებამდე ძმა ან ბიძა პატარძალს წელზე წითელ ლენტს ახვევს, რომელიც ბედნიერების, წარმატების და უბიწობის სიმბოლოა.


შრი-ლანკა

imageაქ დასავლური და აღმოსავლური ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის.იცვამენ მდიდრულად გაფორმებულ სარის და ევროპული მოდის მიხედვით არც ფატაზე ამბობენ უარს.


ინდონეზია

imageინდონეზიის ყოველ კუნძულს თავისი მოდა აქვს. ყველაზე ხშირად, ქორწილის დღეს პატარძლები ღია ფერის, ნაქარგებიან სამოსს იცვამენ.


პაკისტანი

imageპაკისტანელი პატარძლები ქორწილის დღისთვის მუქ წითელ, ვარდისფერ და იისფერ სამოსს იცვამენ. პატარძალსაც და სასიძოსაც თავზე ტრადიციულ სამკაულს უკეთებენ, რომელიც მძივებისგან და ქსოვილისგანაა დამზადებული.


ინდოეთი

imageინდოელი პატარძლების ტრადიციული სამოსი ლეჰენგა-ჩოლია, რომელიც ყველაზე ხშირად წითელი ფერისაა და აუცილებლად 16 სამკაული უნდა ახლდეს თან.


ნუბია

imageნუბიელი პატარძლები თავზე ფერად თავსაფარს იხვევენ, სახეზე გამჭვირვალე ვუალს იფარებენ და თავზე ფატას იფარებენ.


ერიტრეა

imageტრადიციულ საქორწილო სამოსს მიეკუთვნება მუქი ფერის ხავერდისგან დამზადებული გვირგვინები და იისფერი კაბა ოქროსფერი ნაქარგებით.


ტუვა, რუსეთი

imageეს საქორწილო სამოსი ამ ხალხის მომთაბარე ცხოვრების წესს გამოხატავს. ის ისე ა შეკერილი, რომ ცხენზე ჯდომა მოსახერხებელი იყოს. შეკერილია ღია ფერის ქსოვილისგან და როგორც წესი, უხვი დეკორაციები ამკობს.


ტიბეტი

imageკაბა და სამკაულები სასიძოს მიაქვს პატარძალთან ქორწილის წინა ღამეს. მათ შორისაა თავსაფარი, მონეტები ვარცხნილობისთვის ან ამულეტი ბუდას ქანდაკებით.


პალესტინა

imageოფიციალური ცერემონიისთვის პალესტინელი პატარძლები ფუშფუშა თეთრ კაბებს იცვამენ, მაგრამ მათ აუცილებლად აქვთ კიდევ ერთი კაბა, რომელსაც დედები სპეციალურად ქორწილისთვის უკერავენ ხელით.


პერუ

imageპერუს დედაქალაქ ლიმაში პატარძლები მრავალფენიან შავ-წითელ კაბებში იწონებენ თავს, რომელთა კალთებს სხვადასხვა დეკორი ამშვენებს.


იორდანია

imageდასავლურმა მოდამ იორდანიაშიც შეაღწია. აქ პატარძლები თეთრ კაბებს იცვამენ, მაგრამ თავი ხშირად აქვთ დაბურული მწვანე აბრეშუმის ქსოვილით, რომლის ფერიც ზრდასთან, ჰარმონიასთან და უსაფრთხოებასთან ასოცირდება.


მალი

imageმალიში პატარძლის სამოსი აუცილებლად სასიძოს სამოსს უნდა ეხამებოდეს.წყვილი ყველაზე ხშირად თეთრ ფერს ირჩევს, თუმცა ლავანდისფერი და იისფერიც ასევე ხშირად გვხვდება.


კორეა

imageკორეაში პატარძლები ტრადიციულ სამოსს ჰანბოკს იცვამენ, რომელიც გრძელსახელოება ბლუზისგან და მაღალწელიანი ქვედაბოლოსგან შედგება.


იაპონია

imageიაპონელი პატარძლები თეთრ კიმონოს იცვამენ და სპეციალურ თავსაბურავს tsunokakushi-ს იხურავენ, რომელიც ცოლის მორჩილებას განასახიერებს.


ნიგერია

imageნიგერიელი პატარძლები ნაქარგებიანი ბლუზებით და ნაყშებიანი კაბებით იმოსებიან.ჩაცმულობას მარჯნის მძივები და თავსაბურავები აგვირგვინებენ.


ჩეჩნეთი

imageჩეჩნეთში თეთრ საპატარძლო კაბას ხშირად აფორმებენ ქამრით. კაბა აუცილებლად მთელ სხეულს უნდა ფარავდეს და პატარძალს თეთრი თავსაფარიც უნდა ეკეთოს.


ერაყი

imageქორწილის განმავლობაში ერაყელი პატარძლები 7-ჯერ იცვლიან კაბას, რომელთა ფერები ცისარტყელას ფერებს შეესააბამება. წითელი-სიყვარულის და რომანტიკის ფერია.


იტალია

imageიტალიაში ყველაზე ხშირად თეთრ კაბას იცვამენ, მაგრამ ამასთან სჯერათ, რომ მწვანე ფერი იღბლის და სიუხვის მომტანია, ამიტომ ქორწილში მწვანე კაბიანი პატარძლის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ.




0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0